ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ჰოლივუდში რომანტიკის შესახებ ხშირად უცნაური წარმოდგენა აქვთ…დაგვიჯერეთ, ის, რაც ფილმებში ხდება, სინამდვილეში რომ მომხდარიყო – მინიმუმ, ძალიან გავბრაზდებოდით!
ფიქრობთ, რომ ვაჭარბებთ? მაშინ, გაეცანით ჩვენს ამორჩეულ მაგალითებს და თავად შეაფასეთ:
1. შუა წინადადების კოცნით შეწყვეტა
ადამიანები საუბრობენ მაშინ, როდესაც სურთ, რომ მოვუსმინოთ! ვფიქრობთ, ამ დროს მოულოდნელად დატაკება და ვნებიანი კოცნა სრულიად უადგილოა და დაახლოებით ასე “ითარგმნება”:
საერთოდ არ მაინტერესებს რას მეუბნები – მოდი აქ!
2. უარი არ განიხილება
ხშირად, პერსონაჟები ჯიუტად განაგრძობენ ადამიანის დარწმუნებას იმაში, რომ ურთიერთობა უნდა შეინარჩუნონ… წარმოიდგინეთ, თქვენ საკმაოდ მკაფიოდ აუხსენით თაყვანისმცემელს, რომ არ მოგწონთ, ის კი დაჟინებით იმეორებს, რომ ყველაფერი გამოგივათ…. ნუთუ ეს რომანტიკულია?
3. “ეს გოგო ჩემი ცოლი გახდება!”
როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა ადამიანი, რომელიც ერთი ნახვით ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს?
4. ტანსაცმლის მითვისება
რა თქმა უნდა, დასაშვებია პარტნიორის ტანსაცმლის ჩაცმა, თუ მასთან ამინდის შეუფერებელი სამოსით მიხვედი, თუმცა მაისურის უკან დაბრუნება აუცილებელია და სხვაგვარად ამ ყველაფერს ქურდობა ჰქვია!
5. მოულოდნელი სტუმრობა
წარმოიდგინეთ, როგორც იქნა თავისუფალი ხართ და აპირებთ საღამო სახლში, მშვიდად გაატაროთ… ამ დროს კი კარზე ზარია და ზღრუბლთან აბეზარი თაყვანისმცემელი დგას, რომელიც, ზრდილობის გამო შინ უნდა შეიპატიჟოთ… საკმაოდ უხერხული სიტუაციაა, არა?
6. კოცნა კოკისპირულ წვიმაში
ღმერთო ჩემო, ისეთი სველი ხართ! ალბათ, უკვე გაცივდით კიდეც და ახლა ვირუსი თქვენს პარტნიორსაც გადაედება… გირჩევთ შემდეგისთვის ქოლგა თან იქონიოთ!
7. სიყვარულის ახსნა მაშინ, როდესაც სხვას ხვდები
არასოდეს არ იქნება სწორი დრო მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებთ… არ შეიძლება გიყვარდეს ერთი და ხვდებოდე მეორეს. რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება… ან ხდება, მაგრამ რომანტიკასთან საერთო არაფერი აქვს!