სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

7 დასტური იმისა, რომ ჯოისა და რეიჩელის წყვილი როსის და რეიჩელის წყვილს ჯობია

Cinemania ავტორი Cinemania
22 ივლისი, 2019
რუბრიკა სახალისო
0
7 დასტური იმისა, რომ ჯოისა და რეიჩელის წყვილი როსის და რეიჩელის წყვილს ჯობია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჯოი და რეიჩელი თუ როსი და რეიჩელი? ეს კითხვა დღემდე აპირისპირებს მეგობრების ფანებს და მათ შორის არგუმენტირებულ კამათს იწვევს. როსი და რეიჩელი ცხადი და, ასე ვთქვათ, ტრადიციული არჩევანია. როსს ყოველთვის უყვარდა რეიჩელი, რეიჩელიც მუდამ იმავეს გრძნობდა როსის მიმართ, მათ გრძელი და ემოციური სიყვარულის ისტორია აქვთ, ჰყავთ საერთო შვილი. და, მიუხედავად ამისა, როცა ჯოიმ რეიჩელს საკუთარი გრძნობები გაუმხილა და გარკვეული ხანი ისინი შეყვარებულები იყვნენ, ამ წყვილს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. რატომ? წარმოგიდგენთ ჯოი+რეიჩელის მომხრეების არგუმენტებს, რომლებიც ცდილობენ დაგვიმტკიცონ, თუ რატომ არის როსზე უკეთესი მეწყვილე რეიჩელისთვის ჯოი. შეიძლება თქვენ როსის მომხრეები ხართ და სტატიაში გამოთქმულ აზრს არ ეთანხმებით, მაგრამ ეცადეთ მაინც, გაგვიგოთ.

1. რეიჩელის მიმართ ჯოის გრძნობები დიდი მეგობრობიდან აღმოცენდა

როსს რეიჩელი სკოლის მაღალი კლასიდან უყვარდა. მას ყოველთვის იზიდავდა რეიჩელი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სამეგობრო წრეში იყვნენ. მათ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა როსის გრძნობები ყოველთვის რომანტიკული იყო. ჯოისაც პირველივე შეხვედრისთანავე მოეწონა რეიჩელი, თუმცა მთელი შვიდი წლის განმავლობაში მათ გამოკვეთილად პლატონური ურთიერთობა ჰქონდათ. მანამდე, სანამ რეიჩელმა მას სხვაგვარად არ შეხედა და ჯოისაც სხვანაირად არ შეუყვარდა ის. ჯოის მთელი დროის განმავლობაში უანგაროდ, მეგობრულად უყვარდა რეიჩელი. როსი და რეიჩელი მხოლოდ იმიტომ მეგობრობდნენ, რომ როსს თავისი გრძნობების გამხელის ეშინოდა, ჯოის კი ყოველთვის გულწრფელი ემოციები ამოძრავებდა მის მიმართ.

2. ჯოი უკეთესი მეგობარი (და შეყვარებული) იყო, ვიდრე როსი

ჯოი ყოველთვის ფიქრობდა იმაზე, თუ რას განიცდიდა რეიჩელი, ყოველთვის აინტერესებდა მისი გრძნობები და ყოველთვის სურდა, რეიჩელი ბედნიერი ყოფილიყო – თუნდაც სამისოდ ჯოის მისი დათმობა დასჭირვებოდა. როცა ჯოის ის შეუყვარდა, როსისგან განსხვავებით, რეიჩელისთვის ყველა პოტენციური შეყვარებულის ჩამოშორება არ უცდია.

არ დაგავიწყდეთ, როცა როსი და რეიჩელი ერთად არ იყვნენ, როსმა განზრახ დაუმალა რეიჩელს, რომ ბიჭისგან, რომელსაც იმ პერიოდში ის ხვდებოდა, შეტყობინება მიიღო. მისგან განსხვავებით კი, როცა რეიჩელს პარიზიდან ჰქონდა სამუშაოს შემოთავაზება, ჯოის მისი წასვლა არ სურდა, მაგრამ ყველანაირად მხარს უჭერდა, რადგან იცოდა, რომ რეიჩელს ეს ძალიან უნდოდა. როსმა ყველანაირი ღონე იხმარა, რომ რეიჩელი არ წასულიყო, მიუხედავად იმისა რომ რეიჩელს ნათქვამი ჰქონდა, რომ ეს მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა.

როსი მხოლოდ თავის თავზე და სურვილებზე ზრუნავდა, თუნდაც ეს რეიჩელის სურვილის საწინააღმდეგო ყოფილიყო. ჯოისთვის კი მთავარი რეიჩელის სურვილები და ბედნიერება იყო.

3. ჯოის და რეიჩელს ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდათ

თუ გავიხსენებთ, როგორ იქცეოდა რეიჩელი ჯოისთან ურთიერთობისას და როგორი იქცეოდა მაშინ, როცა როსის შეყვარებული იყო, რადიკალურ განსხვავებას შევამჩნევთ. ჯოის და რეიჩელის ურთიერთობა წყნარი, უზრუნველი და ბედნიერი ჩანდა, რეიჩელი ბევრად ლაღი და მშვიდი იყო და ჯოისთან ყოფნა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. როსთან ურთიერთობა კი რეიჩელისთვის მუდმივი სტრესი გახლდათ – ის მუდამ დაძაბული იყო. ყოველ ეპიზოდში მათ თითქოს ერთმანეთთან რაღაც ჰქონდათ გასაყოფი.

4. ჯოი რეიჩელს ისეთს იღებდა, როგორიც იყო

ჯოი რეიჩელს, ამ უკანასკნელის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მუდამ ისეთად აღიქვამდა, როგორიც იყო. ჯოის არ აინტერესებდა, რეიჩელი მიმტანად მყშაობდა თუ “რალფ ლორენში” – ის ყოველთვის ხედავდა, ვინ იყო რეიჩელი, და არა, როგორი წარმატებული იყო ის. მეორე მხრივ, როსი ყოველთვის განსჯიდა რეიჩელს და ცდილობდა, ერთგვარად დაემცირებინა ის (“უბრალო მიმტანია” – ამბობდა როსი). ჯოის გრძნობები ოდნავაც არ შეცვლილა არც მაშინ, როცა რეიჩელს ემა ეყოლა. მას მხოლოდ რეიჩელის გარშემო ყოფნა სურდა, რადგან ყველაზე მეტად მისი პიროვნება უყვარდა.

5. ჯოი გულწრფელად ზრუნავდა რეიჩელის კარიერაზე

ჯოის რეიჩელისთვის ყველაფერი საუკეთესო სურდა, თუნდაც მისთვის ეს საუკეთესო არ ყოფილიყო. იგი ხელს უწყობდა რეიჩელის წინსვლას, მაშინ როცა როსს საერთოდ არ ადარდებდა რეიჩელის კარიერა. ჯოი გულწრფელად გულშემატკივრობდა რეიჩელის პარიზში გადასვლას, იმის ნაცვლად, რომ თავის ეგოისტურ გრძნობებზე ეზრუნა.

6. ჯოი არასდროს აძლევდა თავს უფლებას, რეიჩელის მიმართ მის გრძნობებს მათი მეგობრობისთვის ჩრდილი მიეყენებინა

როცა ჯოიმ როგორც იქნა რეიჩელს საკუთარი გრძნობები გაუმხილა, თუმცა რეიჩელმა იმავეთი ვერ უპასუხა, ამას მათ მეგობრობაზე გავლენა არ მოუხდენია. სიყვარულის ახსნამ მათ შორის გარკვეული უხერხულობა წარმოშვა, თუმცა ამის გამო მათი ურთიერთობა დანარჩენ მეგობრებთან ერთად ძველებურად გაგრძელდა. როსი და რეიჩელი როცა პირველად დაშორდნენ, ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ ან ერთ ოთახში არ ჩერდებოდნენ, რაც მეგობრებს უხერხულობას უქმნიდა.

7. როსი ეგოისტია

როცა ურთიერთობაში რაიმე პრობლემა შეექმნებოდათ, როსი ყოველთვის რეიჩელს ადანაშაულებდა. თუ სხვა ქალთან ატარებდა ღამეს, იმის აღიარების ნაცვლად, რომ შეცდომა დაუშვა, ჯიუტად იმეორებდა, რომ “დაშორებულები იყვნენ”. მთელი სერიალის განმავლობაში ერთხელაც არ უღიარებია საკუთარი შეცდომები. ის რეიჩელს მუდმივად საყვედურობდა, რომ სამუშაოს მეტისმეტად დიდ დროს უთმობდა, ეჭვიანობდა, როცა მას რომელიმე ყმაწვილი შეხედავდა და საერთოდ, რეიჩელს არავის აკარებდა. აღიარეთ, რომ ის ერთი დიდი ეგოისტია, რომელსაც რეიჩელიც თავისი საკუთრება ჰგონია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძნელია შეეწინააღმდეგოთ იმ აზრს, რომ რეიჩელი და ჯოი მართლაც იდეალური წყვილი იქნებოდა. ჯოი შეუძლებელს გააკეთებდა იმისათვის, რომ რეიჩელი ბედნიერი ყოფილიყო და გააკეთა კიდეც – მან უკან დაიხია, როცა მიხვდა, რეიჩელი და როსი კვლავ ერთად იქნებოდნენ.

მაშ, რომლები ხართ #JoeyAndRachelForever მხარდამჭერები? გამოდით! : )

#JoeyAndRachelForeverბოიფრენდიგანსხვავებული აზრიგრძნობებიეგოიზმითეორიამეგობრებირეიჩელისერიალისიტკომისიყვარულიურთიერთობებიშეყვარებულებიჯოი
Previous Post

"ოქროს გლობუსი" და ნომინანტთა ფსონები

Next Post

"შავი სარკის" ახალი ეპიზოდის შემქმნელებმა კადრს მიღმა მიმდინარე პროცესის ამსახველი ვიდეოკლიპები გამოაქვეყნეს

Next Post
“შავი სარკის” ახალი ეპიზოდის შემქმნელებმა კადრს მიღმა მიმდინარე პროცესის ამსახველი ვიდეოკლიპები გამოაქვეყნეს

"შავი სარკის" ახალი ეპიზოდის შემქმნელებმა კადრს მიღმა მიმდინარე პროცესის ამსახველი ვიდეოკლიპები გამოაქვეყნეს

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020