მსოფლიოს მრავალი მმართველი ახსოვს. ზოგი მათგანი ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა, ზოგიც კაცობრიობის უდიდესი ბოროტმოქმედი გახდა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი კატეგორია, არაკომპეტენტურები. უკანასკნელი კატეგორია სახალხო ღლიცინისა და “ღადაობის” მსხვერპლი ხდება, შესაბამისად მრავალი რეჟისორი სურათის გასახალისებლად სწორედ ამ ტიპაჟს იყენებს. წარმოგიდგენთ შვიდ ყველაზე არაკომპეტენტურ კინოპრეზიდენტს.
დუეინ ელიზონდო მაუნთინ დიუ ჰერბერტ კამაჩო
ტერი კრიუსის პერსონაჟი იდიოკრატიიდან, რომლის მოქმედება 2505 წელს ვითარდება ქვეყნის მთავარი იდიოტია. მის მიერ მართულ ამერიკას მძიმე დრო უდგას, ქვეყნის მთავარი პრობლემა მტვრის ქარიშხლები და საჭმლის მარაგების ნაკლებობაა, ერთადერთ ხსნას კამაჩო წარსულიდან მოსულ ადამიანში ხედავს, რომელსაც დაუფასებელ კომედიაში ლუკ უილსონი თამაშობს.
მერკინ მაფლი
როდესაც ამერიკელი გენერალი საკუთარი ინიციატივით საბჭოთა კავშირზე ატომური დარყმის ბრძანებას გასცემს სამყაროს სიტუაციის განსამუხტად რკინის ნებისყოფის მქონე ლიდერი სჭირდება. ამ სამუშაოსთვის სუსტი და არაეფექტური პრეზიდენტი მერკინ მაფლი ნამდვილად არ გამოდგება.
სტენლი კუბრიკის სატირულ შედევრში ექიმი სტრეინჯლავი მოუქნელ პრეზიდენტს ბრიტანელი კომიკოსი პიტერ სელერსი ასრულებს.
პრეზიდენტი რეთქოქი
ჯერ კიდევ 2013 წელს რობერტ როდრიგესმა მომავალი იწინასწარმეტყველა. ფილმში მაჩეტე კლავს ამერიკის პრეზიდენტი რეთქოქი, რომლის როლს ჩარლი შინი ასრულებს, საარჩევნო კლიპში ერთ-ერთ მიღწევად არალეგალების შესაჩერებლად აშენებულ კედელს ასახელებს.
ჯეიმს დეილი
ტიმ ბარტონის ფილმში მარსი უტევს კონგრესის, ჯარის და პირადი დაცვის გარეშე დარჩენილი ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟი პრეზიდენტი ჯეიმს დეილი უკანასკნელ კოზირს იყენებს და სხვა პლანეტიდან შემოსულ მტერს პათეტიკური, ნაკლებად ერუდირებულ აუდიტორიაზე გათვლილი საარჩევნო სიტყვით მიმართავს, თუ არ გახსოვს რითი პასუხობს უცხოპლანეტელთა წარმომადგენელი ამ ვიდეოს გადაავლეთ თვალი:
ტომას “ტაგ” ბენსონი
ცხელი თავების ფრენჩაიზში ლოიდ ბრიჯესის მიერ განსახიერებული ტომას “ტაგ” ბენსონი ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო პერსონაჟია. მეორე ნაწილში გემის მეთაური პრეზიდენტის პოსტზე გვევლინება. სადამ ჰუსეინის მოსისხლე მტრის პროტოტიპი ნამდვილად უფროსი ჯორჯ ბუშია, თუმცა მისი ბრიჯესისეული ვერსია გაცილებით ჭკუამხიარული და არაკომპეტენტურია.
ბაქსტერ ჰარისი
სადაც მამა, იქაც შვილი. ლესლი ნილსენის პერსონაჟი ბაქსტერ ჰარისი ჯორჯ ბუშ უმცროსის პირდაპირი პაროდიაა, როდესაც მას უცხოპლანეტელთა თავდასხმის შესახებ ატყობინებენ იგი საბავშვო ბაღში შეხვედრას არ წყვეტს, რადგან აინტერესებს რითი დასრულდება იხვის ისტორია. 11 სექტემბრის მოვლენების შესახებ ინფორმაცია ჯორჯ ბუშმაც საბავშვო ბაღში მიიღო და ფილმის გმირის მსგავსად შეხვედრას ბოლომდე დაესწრო.
ბაქსტერ ჰარისის ხილვა ძალიან საშიში კინოს მესამე და მეოთხე ნაწილებშია შესაძლებელი.
პრეზიდენტი ჰეთეუეი
მულტფილმის მონსტრები უცხოპლანეტელების წინააღმდეგ იმპულსურ ანიმაციურ პერსონაჟს, რომელსაც სტივენ კოლბერტი ახმოვანებს არ სურს ის პრეზიდენტი გახდეს, რომლის მმართველობის დროს სამყარო განადგურდა, ამისათვის ის ყველაფერზეა წამსვლელი, იქნება ეს ატომური დაბომბვა, პისტოლეტით სირბილი თუ სინთეზატორზე ვირტუოზულად შესრულებული კომპოზიცია:
საბედნიეროდ ეს პერსონაჟები გამოგონილია და დღევანდელ სამყაროში არაკომპეტენტური პრეზიდენტები ალბათ არ არსებობენ… ალბათ…