2006 წელს გამოსული კომედია ჩაჭრილები დღემდე მაყურებლების ფავორიტია თავისი მოურიდებელი იუმორით, უხეირო, ზარმაცი და თამამი პერსონაჟებით, რომლებიც გამოცდებზე ჩაფლავდნენ, მაგრამ მშობლების მოსატყუებლად გამოიგონეს არარსებული კოლეჯი, სადაც ვითომდა ჩაირიცხნენ.
ეს ფილმი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მისი პერსონაჟების ფრაზებით, რომელთა გაგონებაზეც მაყურებელს დღემდე გულიანად ეცინება (აღსანიშნავია, რომ ქართულმა ადაპტირებულმა გახმოვანებამ ეს ფრაზები ჩვენს რეალობას მოარგო და კიდევ უფრო სასაცილოდ აქცია). მაშ ასე, წარმოგიდგენთ 25 ძალიან სასაცილო ციტატას ჩაჭრილებიდან.
1. “მიააააააუუუ……”
2. “ნუ კნავი, თქვი “კატა”!
3. “გაკვეთილების მერე სასწავლო ნაწილი აქ შემოდის ხოლმე და სადილობს. თხლუპუნით ჭამა ევასება და ბუფეტში უტყდება…”
4. “რაღაც მინდოდა მეთხოვა შენთვის, ხომ იცი, სკოლა დავამთავრეთ და ერთმანეთს ისე ხშირად ვეღარ ვნახავთ… მოკლედ, ამ შაბათს გადავწყვიტე, ფართი მომეწყო ჩემთან. ხოდა მაინტერესებდა თუ შეძლებ…. როოოომ….. გაზონი გამითიბოო?”
5. “მამიკო მოგკლავს! შენ არ იყავი, რომ დაწერე, “ვეფხისტყაოსანი” აკა მორჩილაძემ დაწერაო?!”
6. “მერე რა? აკა მორჩილაძე და ლაშა ბუღაძე ერთმანეთში ამერია!”
7. “დაბოლილი ხარ, დედიკო?”
8. ” – იმ საიტზე ვერ შევედი, რას უნდა დავაჭირო?
– მერე გაჩვენებ…. კომპიუტერი ჩართე?
– აა, ეგეც უნდა ჩამერთო?”
9. “– ვაა გელა. რა ქენი შენ, დაიწყე უკვე მენაგვედ მუშაობა?
– რა ხანია! საბუთები ხომ ვერსად შევიტანე და…
– რატომ ვერ შეიტანე?
– ანკეტას რომ ვავსებდი, ჩემი გვარი ვერ გავიხსენე და რა ჩამეწერა?”
10. “– ეე, ამას საიდან მიაგენი? (ფსიქიატრიულ საავადმყოფოს)
– ჩემს მშობლებს ჰქონდათ აქ ქორწილი.”
11. ” – რატომ გამოგაგდეს, ბიჭო?
– ნაგვის ურნები ჯართში ჩავაბარე… აბა იმდენი რად უნდოდათ?”
12. “იცით აქ საგიჟეთი აღარ არის, გენაცვალე, ვერაფრით დაგეხმარებით! კარგათ იყავიით!”
13. “– ბოდიში, პიჯაკი დაგისვარე…
– ეგ არაფერი, ჩემი არ არის.”
14. ” – ნაღდი ადიდასებია, აი, ნახე, რა მაგარია…
– არა, მე პუმა მინდა, პუმა!
– მომისმინე ვირიშვილო მაიმუნო! ჩინელი ბავშვები დღედაღამ კერავენ ადიდასებს, რომ ბრინჯის ღვეზელი მაინც შეჭამონ და შენ კიდე ყიდვა არ გინდა?!”
15. “თქვენი შვილი დებილად ჩამოგიყალიბებიათ, ქალბატონო! ეგრე იცით დედებმა, კიდევ კარგი, მოკვდა დედაჩემი…”
16. “დეკანებზე ბავშვობიდან მაქვს ალერგია!”
17. “ეს ნახე ეე, ჩემი ძველი შეყვარებული… აღარ მიყვარხარ, არააა!..”
18. ” – ფანჯრებზე გისოსები რატომაა?
– მმ… რატომ და, მეცადინეობისას ფანჯრიდან რომ არ გადავვარდეთ.
– მართალია, გაერთობა კაცი კითხვაში და შეიძლება ფეხი დაუცდეს!”
19. “(ლექცია სულხან კვერნაძეში)
ზემო აფხაზეთში რა უნდათ მაგათ? იქ გვინდა ტანკებს დავაყენებთ, გვინდა პლანს დავთესავთ კაცო, ბაღაბშმა თავის მ******ისფერ პალტოს მიხედოს , რა მაგის ტ***ის საქმეა, რუსებს კიდე დაეწყებათ მალე იჟოგა და ბორჯომს გავუძვირებთ! აი ეგრე, ბლიად!”
20. “ჭამას რომ მორჩებიან, თეფშზე პური კარგად მოუსვან, მაგის რეცხვის თავი არ მაქვს…”
21. “ფენოვანი მევასება, მსხლის ლიმონათი და დედა.”
22. “ბავშვობიდან მეგონა, რომ ყველაფერი მევასებოდა, აი, აქ კი მივხვდი, რომ ყველაფერი მკიდია…”
23. “აი, ძმაო, ლექცია!”
24. “სულხან კვერნაძის უნივერსიტეტი მოგესალმებათ!”
25. “აუ, თავიდან გადმოხტით რაა, ობიექტივიდან ამის მოხსნა დამავიწყდა.”
წყარო: shokasmagazine.wordpress.com