20 რამ, რაც ფილმებში ძალიან იოლად გამოსდით, სინამდვილეში კი საკმაოდ რთულია

კინოს მაყურებელი ხშირად პატიობს რეალობისგან და ლოგიკისგან გადაცდომას, თავისუფალ მიდგომას ზოგიერთ წვრილმანთან. ვიცით, რომ კინოგმირები რეალურ ადამიანებს ბევრი რამით ჯობიან, გვესმის ეკრანსა და რეალურ ცხოვრებას შორის განსხვავება. მაგრამ ზოგჯერ ასეთი შემთხვევები ყოველგვარ ზღვარს სცილდება და მაყურებელი ბრაზობს მეტისმეტად სიმპათიურ “ჩვეულებრივ” ტიპებზე, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებზე და ისეთ რამეებზე, რაც ცხოვრებაში არც ისე ადვილი მისაღწევია, კინოში კი მეტისმეტად იოლად გამოსდით.

Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავი მოუყარა ნერვებისმომშლელ წვრილმანებს, რომლებიც ფილმებში ძალზე იოლი მისაღწევია, ცხოვრებაში კი – სულაც არა.

ერთად გავეცნოთ ამ ჩამონათვალს.

1. ორმოების თხრა

მძიმე დანაშაული – როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია 50 წლის კიბოთი დაავადებულმა კაცმა 3 დღეში ამხელა ორმო ამოთხაროს?

2. დაუჯერებლად დიდი მანძილის გაცურვა წყალქვეშ

თქვენც იკავებთ სუნთქვას, როცა ფილმის პერსონაჟი წყალქვეშ მოხვდება? სულ ტყუილად – ის იქ იმდენ ხანს გაჩერდება, შეიძლება გაიგუდოთ, თავად კი სრულიად ჯანმრთელად გაცურავს დიდ მანძილს, თითქოს თევზია.

3. მაღალი თანამდებობა ახალგაზრდა ასაკში

როგორც ჩანს, 24 წლის ახალგაზრდას იმდენი კვალიფიკაცია აქვს, რომ უპრობლემოდ იღებენ CIA/FBI აგენტად ან მაღალ თანამდებობებზე ჟურნალისტიკასა და მენეჯმენტში.

4. კომპიუტერის პაროლის გამოცნობა

ჩართე კომპიუტერი, აკრიფე რამდენიმე ვარიანტი და მორჩა – შესული ხარ. ყოველ შემთხვევაში, ფილმები ცდილობენ, ეს აბსურდი დაგვაჯერონ.

5. ორთაბრძოლები

ფილმებში ადამიანები უფრო ხშირად აყენებენ ერთმანეთს ფიზიკურ შეურაცხყოფას, ვიდრე ცხოვრებაში. და რატომღაც სამართლებრივი პასუხისმგებლობაც არ მოეთხოვებათ.

6. მანქანის უგასაღებოდ დაქოქვა

ფილმის გმირისთვის ქუჩაში შემხვედრი ნებისმიერი მანქანის დაქოქვა პრობლემა არაა. ან ყოველ მათგანს დაუდევარი პატრონი ჰყავს და გასაღები საკეტში დატოვა, ანაც რა პრობლემაა: პერსონაჟებს მანქანის უგასაღებოდ დაქოქვის სპეციალური კურსები აქვთ გავლილი. მაგალითად ფილმი ეროვნული უსაფრთხოება გამოდგება.

7. წვრილმანი ფაქტებისა და მოვლენების გახსენება

არ გშურთ ფილმის პერსონაჟების, განსაკუთრებით ბარმენებისა და მექანიკოსების ფოტოგრაფიული მეხსიერების? ჩვენ ძალიან.

8. დაუცველი სექსი

ფილმებში იმდენი დრო არაა, რომ სექსთან დაკავშირებული შემაფერხებელი ფაქტორები აჩვენონ. მაგალითად, კონდომის მორგება. ყველაფერი სუფთა და უპრობლემოა.

9. ცალი ხელით მოჭიდებული ადამიანის ამოთრევა

კინოგმირებს, ქალი იქნება ეს თუ კაცი, ცალ მკლავში ყოველთვის აქვთ სიმაღლიდან გადაკიდებული ადამიანის ამოთრევის ძალა.

10. მანქანის მართვისას გზისთვის ყურადღების მიდევნებას საჭიროდ არ თვლიან

ფილმში მძღოლისთვის გზა თითქოს არ არსებობს. მღერის, ცეკვავს, უკან ბრუნდება, გვერდით მჯდომს ეჭორავება… მაგრამ არ აკვირდება გზას. გთხოვთ, რეალობაში ასე არ სცადოთ.

11. ჰაკერობა

შეიძლება ყველა ფილმის გმირი ისეთი ნიჭიერი არაა, რომ ამერიკის ბანკის ბოსტონის ფილიალის გატეხვა მოახერხოს, მაგრამ ჰაკერობა ნამდვილად კარგად გამოსდით.

ალბათ იმედი გაგცრუებიათ იმის აღმოჩენისას, რომ რეალურად კომპიუტერის დაჰაკვა არც ასე სწრაფად ხდება და არც ასეთი ადვილია.

12. ნოკაუტიდან “გამოღვიძება”

კლასიკაა: მთავარ გმირს სანამ სიკვდილამდე არ მიიყვანენ, ბრძოლის მოგებას ვერ ახერხებს. გონებადაკარგულს მეორე სუნთქვა ეხსნება და მხოლოდ მაშინ მოიპოვებს გამარჯვებას.

13. სწავლისა და ვარჯიშის პროგრესი

და 80-იანების მუსიკა. ნეტავ სინამდვილეშიც ასე სწრაფად მივიწევდეთ წინ…

14. ახალგაღვიძებულის იდეალური სახე

კინოში გაღვიძება ისეთი ადვილია… თან მშვენივრადაც გამოიყურები. მხნედაც…

15. დიდი აფეთქებებიდან უვნებლად თავის დაღწევა

ასეთ აფეთქებას, მაგალითად, თავს მხოლოდ სუპერგმირები დააღწევდნენ.

16. მოჩვენებებიანი სახლები

სახლში ასეთი მოვლენები რომ ხდებოდეს, მშვიდად დასხდებოდით გაზეთის საკითხავად?

17. პარკინგი

ყოველთვის რანაირად პოულობენ ფილმის გმირები გადაჭედილ ქალაქში მანქანის გასაჩერებელ ადგილს?

18. კარის ერთი დარტყმით შენგრევა

აბა გაბედეთ და საშუალო სისქის კარის ასე შემტვრევა სცადეთ. მოტეხილი ან დაზიანებული ფეხი გარანტირებული გაქვთ.

19. საკეტების გაღება

პროფესიონალ მძარცველებსაც კი შეშურდებათ კინოგმირების უნარის, გააღონ ნებისმიერი კარი.

20. ფანჯრის მინის ჩალეწვა და გადახტომა

წარმოგიდგენიათ სხეულით მთლიანი ვიტრინის ჩამსხვრევა და უვნებლად გადახტომა? მინის პაწაწინა ნამტვრევიც კი სისხლდენას იწვევს.

Next Post

ახალი ამბები

ქვიზები

ბოლოს დამატებული