დაწყებამდე, მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ ლესტატს ფილმიდან ინტერვიუ ვამპირთან – უსექსუალურეს ვამპირს, რომელიც ჩვენი საზომი ერთეული იქნება. 0-დან 5-მდე ლესტატით შევაფასებთ თითოეულ ვამპირს და დავადგენთ მათი მიმზიდველობის დონეს.

20. შიშის ღამე
ჩარლი – ნაძირალა, რომელიც ემის სექსზე დასაყოლიებლად მთელ მომხიბვლელობას და როცა ქალი თანხმდება, მომენტალურად ინტერესს კარგავს. მის ნაცვლად ემის ბებერი ვამპირი შერჩება ხელთ.
სექსუალურობის ხარისხი: 0,5 ლესტატი
19. ნოსფერატუ
ეს ვამპირული სურათი 95 წლის შემდეგაც ძალიან საშიშია, მაგრამ საოცრად არამიმზიდველი გმირით – გრაფი ორლოკით. იმ დროს ალბათ ჯერ ვერ წარმოედგინათ, რა სექსუალური შეიძლება იყოს სისხლისმსმელი მამაკაცი.
სექსუალურობის ხარისხი: 0.5 ლესტატი
18. 30-დღიანი ღამე
ალასკელი შერიფის ფორმაში გამოწყობილი ჯოშ ჰარტნეტი ერთი შეხედვით სრულიად საკმარისი იყო ფილმის დასამშვენებლად, თუმცა სათანადო წვერი ვერ დაიყენა.
სექსუალურობის ხარისხი: 0.5 ლესტატი
17. ვამპირის კოცნა
სასაცილო ვამპირების რეიტინგში ნიკოლას კეიჯის გმირი ერთ-ერთი ლიდერი იქნებოდა, მაგრამ სექსუალურობას მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის.
სექსუალურობის ხარისხი: 1 ლესტატი
16. რას ვაკეთებთ სიბნელეში
ალბათ ყველაზე სასაცილო ფილმი, რომელიც კი გადაუღიათ. ნამდვილი ორგია, თუმცა სულელური ორგია უფრო. მისი მთავარი გმირი ვამპირი ნიკი საკმაოდ სექსუალურია.
სექსუალურობის ხარისხი: 1.5 ლესტატი
15. გოგონა ღამით მარტო ბრუნდება სახლში
მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ სექსუალურად ვერ ჩაითვლება, არის რაღაც ძალიან მგრძნობიარე და მომხიბლავი შილა ვანდის სკეიტბორდიან ვამპირში. მის მიერ მაკიაჟის კეთებას კი მთელი დღე შეიძლება უყურო.
სექსუალურობის ხარისხი: 1.5 ლესტატი
14. ბაფი – ვამპირების გამანადგურებელი
ცხადია, ამ ფილმს ხარვეზები გააჩნია, მაგრამ შეიძლება სწორედ ამიტომ იქცა ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სატელევიზიო შოუდ. ლუკ პერისა და კრისტი სვენსონის ერთად ცქერა კი ნამდვილად ღირს.
სექსუალურობის ხარისხი: 2 ლესტატი
13. ბრემ სტოკერის დრაკულა
დაგვეთანხმებით, არის რაღაც დამატყვევებელი მაღალ ცილინდრსა და ნაცრისფერ ტონებში გამოწყობილი გარი ოლდმანში. მაგრამ გარდასახვის ოსტატი ამავე ფილმში სრულიად საზიზღრადაც გამოიყურება.
სექსუალურობის ხარისხი: 2 ლესტატი
12. ბინდი
ბინდის საგის პირველი ფილმის ამ პოზიციაზე მოხვედრამ შეიძლება ბევრი უთანხმოება გამოიწვიოს, რადგან ბინდის ყველა მშვენება – მამაკაცი თუ ქალი ვამპირი – პირველ ნაწილშივე წარმოგვიდგება. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბინდი უფრო მაღალ პოზიციაზე არ მოხვდა, ტეილორ ლოტნერის უადგილო სიშიშვლეა. გვაპატიე, ედვარდ…
სექსუალურობის ხარისხი: 2 ლესტატი
11. ვამპირი ბრუკლინიდან
თუ ამ ფილმს რაიმე ღირსება გააჩნია, ეს ენჯელა ბასეტის ეროტიკული კბენაა.
სექსუალურობის ხარისხი: 2,5 ლესტატი
10. მზის ჩასვლიდან განთიადამდე
თუ ჯორჯ კლუნის ტატუ კისერზე საკმარისად სექსუალური არ გეჩვენებათ, სელმა ჰაიეკზე ნამდვილად ვერაფერს იტყვით. ტარანტინოს პერსონაჟი რომ არა, მზის ჩასვლიდან განთიადამდე მიმზიდველვამპირებიანი ფილმების მარათონში ბევრად წინ იქნებოდა.
სექსუალურობის ხარისხი: 2,5 ლესტატი
9. დაწყევლილთა დედოფალი
აალია (RIP) ჯოჯოხეთურად ცეცხლოვანია, თუმცა სტიუარტ ტაუნსენდი ნაკლებ ლესტატურია.
სექსუალურობის ხარისხი: 2,5 (მყარი) ლესტატი
8. წყვდიადში
აი, ჭეშმარიტი რომანი ადამიანსა და ვამპირს შორის, და არა ბინდი. ბილ პექსტონი (RIP, ასევე) ხომ ტყავის ქურთუკში პირდაპირ დამატყვევებელია.
სექსუალურობის ხარისხი: 3 ლესტატი
7. დაკარგული ბიჭები
გგონიათ, გრძელთმიანი ბიჭები არ გაღელვებთ? უყურეთ ამ თინეიჯერ ვამპირებს და წყურვილი დაგახრჩობთ.
სექსუალურობის ხარისხი: 3 ლესტატი
6. ბინდის საგა: განთიადი – ნაწილი 2
ბინდის სექსუალურობის დონე ვამპირმა კრისტენ სტიუარტმა ბევრად მაღლა აწია. გარდა ამისა, ედვარდი, როგორც იქნა, მსხვრევადი ნივთივით არ ექცევა ბელას ლოგინში. ამ ნაწილში ტეილორ ლოტნერის ჯეიკობიც ბევრად მიმზიდველია.
სექსუალურობის ხარისხი: 3,5 ლესტატი
5. ბლეიდი
წელსზემოთ შიშველი უესლი სნაიპსი ნამდვილად გადასარევი შესახედია. რატომ არ შეიძლება ბლეიდი Marvel Cinematic Universe-ს დაემატოს? ჰალკის ნაცვლად მის ნახვას ბევრი ისურვებდა.
სექსუალურობის ხარისხი: 4 ლესტატი
4. შიშის ღამე
კოლინ ფარელის მომხიბვლელობას წინ ვერავინ დაუდგება.
სექსუალურობის ხარისხი: 4 ლესტატი
3. მხოლოდ საყვარლები გადარჩებიან
ტილდა სუინტონი და ტომ ჰიდლსტონი რეალურ ცხოვრებაშიც ვამპირებს მოგვაგონებენ და ამ ფილმშიც საოცარი, დაუვიწყარი წყვილი შექმნეს. მათი შემხედვარე მაყურებელი შეიძლება ადგილზე დადნეს.
სექსუალურობის ხარისხი: 4,5 ლესტატი
2. შიმშილი
სუზან სარანდონსა და კატრინ დენევის სექსის სცენა… ეს რაღაც გასაოცარია. და წარმოუდგენელი, დაუვიწყარი დევიდ ბოუი.
სექსუალურობის ხარისხი: 5 ლესტატი
1. ინტერვიუ ვამპირთან
აქამდეც უნდა მიმხვდარიყავით, რომ სწორედ ეს ფილმი დაიკავებდა პირველ ადგილს. ტომ კრუზი, ბრედ პიტი, ანტონიო ბანდერასი, კრისტიან სლეიტერი, ტენდი ნიუტონი – ყველა ერთიმეორეზე სექსუალური და მიმზიდველია. და უბრალოდ ვერავინ გაუძლებს სცენას, როცა ბრედ პიტი ანტონიო ბანდერასის სახეს უახლოვდება: