სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

15 ბრწყინვალე იდეა ჩვენი საყვარელი ფილმების გაგრძელების გადასაღებად

Cinemania ავტორი Cinemania
17 აგვისტო, 2018
რუბრიკა სახალისო
0
15 ბრწყინვალე იდეა ჩვენი საყვარელი ფილმების გაგრძელების გადასაღებად
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

უამრავი პოპულარული ფილმის სიქველის იდეა ხშირად მისი ყურების დასრულებიდანვე ჩნდება. მართალია, კინოს შემქმნელები მაყურებელს გულნაკლულად არ ტოვებენ და განსაკუთრებით პოპულარული სურათების სიქველებსაც გვთავაზობენ, შედეგი ხშირად ფანებს იმედგაცრუებულებს ტოვებს. გასართობმა პორტალმა Buzzfeed თავის ერთგულ მომხმარებელს მისცა საშუალება, შეეთავაზებინათ საყვარელი კინოფილმების სიქველების ახალი იდეები, რომლებიც, მათი აზრით, შესანიშნავ სურათებად იქცეოდა. შედეგად, გვაქვს რამდენიმე შესანიშნავი იდეა, რომლებიც შეიძლება რეჟისორების შთაგონების წყაროდაც კი იქცეს.

ერთად გავეცნოთ ამ იდეებს.

1. ჩარლის ანგელოზები 3

რატომ ვითხოვთ სიქველს: კამერონ დიაზი, ლუსი ლუ და დრიუ ბერიმორი ერთად ნამდვილი სრულყოფილებაა და მაყურებელი კიდევ ერთხელ სიამოვნებით ნახავდა ფილმს ამ მაგარი გოგოების მონაწილეობით.

სიუჟეტის იდეა: ჩვეულებრივი “მსოფლიოს გადარჩენის” ამოცანა. ბოლო ფილმში დემი მურს შესანიშნავი ვილანი გამოუვიდა და ახალ ნაწილშიც – რატომაც არა, ძლევამოსილი ქალი ვილანის შემოყვანა ურიგო თემა არაა. კერი ვაშინგტონი ან ჯენიფერ გარნერი გადასარევი არჩევანი იქნებოდა. მეორე სიუჟეტურ ხაზში გოგონები “ანგელოზების” ახალი თაობის გამოწვრთნაზე იზრუნებდნენ.

2. ცუდი გოგონები 2

რატომ ვითხოვთ სიქველს: რომ როგორმე თავიდან ამოვიგდოთ უკვე გადაღებული ცუდი გოგონები 2.

სიუჟეტის იდეა: ცუდი გოგონების ახალი სიუჟეტი კვლავ სკოლაში მისულ ახალ გოგოსა და ახალი მეგობრების შეძენასთან იქნება დაკავშირებული. უბრალოდ, ახალ ვერსიაში უხვად ჩაერთვება სოციალური მედია. დირექტორ ნორბერის როლზე თინა ფეის მიწვევაზე რას იტყვით?

3. ცუდი დედიკოები

რატომ ვითხოვთ სიქველს: დიახ, დიახ: ეს ცუდი გოგონების მორიგი სიქველის იდეაა. ამ სიქველში მთავარ როლებს კვლავ ცუდი გოგონები შეასრულებენ – ოღონდ ისინი უკვე გოგონები აღარ იქნებიან, არამედ ზრდასრული ქალები.

სიუჟეტის იდეა: ცუდი დედიკოების სიუჟეტი ცუდი გოგონების მსგავსი იქნება – ახალი დედა სამეზობლოში, რომელიც მალე დაუმეგობრდება ქალაქის ყველაზე აქტიურ და მხიარულ დედებს (რეჯინას, გრეტჰენს და კარენს), სოცმედიას ამ ფილმშიც დიდი როლი დაეთმობა.

4. მახე მშობლებისთვის 2

რატომ ვითხოვთ სიქველს: უპირველეს ყოვლისა, კვლავ გვინდა ლინდსი ლოჰანის ნახვა; მეორეც – წელს ფილმის 20 წლისთავია. მერედით ბლეიკიც ძალიან გვენატრება – ის შესანიშნავია!

სიუჟეტის იდეა: მოდი, სიმართლე ვთქვათ – ბავშვებმა მერედითი გაანადგურეს. ნუთუ ის  შურისძიებას არ განიზრახავდა? არამხოლოდ ნიკ პარკერზე, არამედ მსოფლიოს ყველა წყეულ მამაკაცზე. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ძალზე სასაცილო უნდა იყოს.

5. ეშმაკი ატარებს პრადას 2

რატომ ვითხოვთ სიქველს: ვინ იტყვის უარს მერილ სტრიპის, ემილი ბლანტისა და ენ ჰეთევეის ხელახალ გაერთიანებაზე?

სიუჟეტის იდეა: ფილმის სიუჟეტი დღესაც, 2018 წელსაც აქტუალურია, თანაც მრავალფეროვნად შეიძლება გაგრძელდეს. ენდი წარმატებული მწერალი გახდება, ემილი – ახალი რედაქტორი, მირანდა კი, რა მირანდაა, თუ კვლავ მოვლენების ეპიცენტრში არ იქნება.

6. ქერათმიანი ადვოკატი 3

რატომ ვითხოვთ სიქველს: ჩვენდა სასიხარულოდ, ფილმის მესამე ნაწილს მართლა იღებენ, თუმცა ალტერნატიული სიუჟეტის იდეის გაცნობა ნამდვილად საინტერესოა.

სიუჟეტის იდეა: სიქველში ელი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს, თუმცა ფანების დიდ ნაწილს სურდა ვივიანი ყოფილიყო კანდიდატი, ელი კი – მისი კამპანიის ხელმძღვანელი.

7. პრინცესას დღიურები 3

რატომ ვითხოვთ სიქველს: იმიტომ რომ, ვფიქრობთ, პრინცესას დღურები 2-ზე უკეთესის გადაღება შესაძლებელია. და რაც მეტი ჯული ენდრიუსი, მით უკეთესი!

სიუჟეტის იდეა: ფილმის საუკეთესო მომენტები უდავოდ ისაა, როცა მია პრინცესობას სწავლობს, დედოფალი კი მას “წვრთნის”. სიქველი შეიძლება მშვენიერი სამოგზაურო და სახალისო თავგადასავლებით სავსე ფილმი იყოს, რომელშიც დედოფალი და პრინცესა ევროპულ ან თუნდაც ამერიკულ ტურნეს ატარებენ.

8. ფოკუს პოკუსი 2

რატომ ვითხოვთ სიქველს: Disney Channel სიქველზე მუშაობას იწყებს, ასე რომ, ფანებს ამ მისტიკური საოჯახო კომედიის განახლებული სახით ნახვის საშუალება მართლა მიეცემათ. და რაც მთავარია, როლებში კვლავ ვიხილავთ ბეტ მიდლერს, სარა ჯესიკა პარკერსა და ქეთი ნაჯიმს.

სიუჟეტის იდეა: ახალი სიუჟეტის მიხედვით ალქაჯი ქალბატონები “უნოს” თამაშით გაიყვანენ დროს და საერთოდაც, როცა ეს სამი პერსონაჟია, სიუჟეტს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს…

9. ლიზი მაგუაიერის ფილმი 2

რატომ ვითხოვთ სიქველს: იმიტომ, რომ მეტისმტად დაუფასებელი ფილმია. “What Dreams Are Made Of”-ის შესრულება კი კოლიზეუმთან – ნამდვილად საკულტო სცენა.

სიუჟეტის იდეა: პირველი ფილმის მოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ იზაბელა გადაწყვეტს, რომ უკანასკნელი ტურნეს გამო სამუშაოს დაუბრუნდეს და ლიზის მენეჯერი გახდეს.

10. მამა მია 3

რატომ ვითხოვთ სიქველს: იმიტომ, რომ ყველას გვიყვარს ლურჯი ზღვა, უმშვენიერესი კურორტები და ABBA.

სიუჟეტის იდეა: ამ ფილმის შემთხვევაში “სიუჟეტი” საკმაოდ არაფრისმთქმელი ტერმინია, რადგან მამა მიას უპირატესობა ნამდვილად არაა განსაკუთრებული სიუჟეტი. მთავარია ნიჭიერი, ქარიზმატული, და რასაკვირველია, მომღერალი დედა-შვილი, სავარაუდო მამობის კანდიდატები და ზღვის სანაპირო. შერი და მერილი უკვე გვყავს. შემდეგ სიქველში რომელიმე დრაგ-ქუინის, თუნდაც მადონას დამატებაზე რას იტყვით? არა გვგონია, უარი თქვას… და ჰო: სიახლისთვის, ახალი მუსიკალური სიქველი მადონას რეპერტუარზე შეიძლება აიწყოს.

11. სულელი 2

რატომ ვითხოვთ სიქველს: პირველი ნაწილის გამოსვლიდან საკმარისი დრო გავიდა საიმისოდ, რომ სიქველი მოვითხოვოთ.

სიუჟეტის იდეა: პირველი ნაწილი იმდენად კარგად ეხმაურება თავის ეპოქას, იმდენად სახასიათო პერსონაჟები ჰყავს, რომ ყველას აინტერესებს იმის ნახვა, თუ როგორები იქნებოდნენ ისინი სამი ათწლეულის შემდეგ. წარმოიდგინეთ დღევანდელი შერი – კვლავ მოდური, დაჭკვიანებული და, რასაკვირველია, ისევ მზრუნველი.

12. პატარძალი პრინცესა 2

რატომ ვითხოვთ სიქველს: იმიტომ, რომ ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი და მაყურებლის ფავორიტი ფილმია.

სიუჟეტის იდეა: გაზრდილი შვილიშვილი (რომლის როლსაც ფრედ სევაჯი დაამშვენებდა), თავის შვილს უკითხავს თქმულებას, თუ როგორ იხსნა ბატერქაფმა (რობინ რაითი) თავისი ერთადერთი სიყვარული ვესტლი მეკობრეების ბანდისგან.

13. მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანი 2

რატომ ვითხოვთ სიქველს: ემა სტოუნს მოხერხებული მოსწავლის როლი ძალიან უხდება.

სიუჟეტის იდეა: ოლივი კოლეჯის დამთავრების შემდეგ საოცნებო სამსახურს იპოვის, თუმცა მალევე აღმოაჩენს, რომ მიზოგინი ბოსი მის ახალ იდეებს უცერემონიოდ ითვისებს. ოლივი ბოსის მხილებისა და განადგურების გზების ძიებას იწყებს და დიდ სკანდალს ატეხს.

14. ის კაცია 2

რატომ ვითხოვთ სიქველს: იმიტომ რომ ამანდა ბაინსი საბოლოოდ გათავისუფლდა მენტალური დაავადებისგან და სამსახიობო კარიერას უბრუნდება.

სიუჟეტის იდეა: თუ სიქველიც, ორიგინალური ფილმის მსგავსად, სიუჟეტი კვლავ შექსპირის პიესის თანამედროვე ადაპტაცია იქნება, შეიძლება სიუჟეტად თანამედროვეობაში გადმოტანილი შექსპირის პიესა – ორი ჯენტლმენი ვერონადან –  აიღოს. ვიოლა (ამჟამად რეპორტიორი), რომელიც კვლავ სებასტიანად არის გადაცმული, მთლიანად მამაკაცებისგან შემდგარ ბიზნესკლუბში შეიპარება კორუმპირებული სენატორის საქმიანობის გამოსააშკარავებლად (აქვე, გოგონა აღმოაჩენს, რომ თურმე მისი ბოიფრენდიც საიდუმლოდ ამავე კლუბის წევრია).

15. გზაჯვარედინი 2

რატომ ვითხოვთ სიქველს: ბრიტნი სპირსი შონდა რაიმსი და ზოე სალდანა “ჩარლის ანგელოზებზე” არანაკლებ ქარიზმატული ტრიოა.

სიუჟეტის იდეა: ლუსი (ბრიტნი სპირსი) და კიტი (ზოე სალდანა), ამჯერად განქორწინებულები, კვლავ ხანგრძლივ მოგზაურობას იწყებენ მანქანით. გზაში ისინი ახალ რჩეულებს შეხვდებიან და ცხოვრებას თავიდან იწყებენ.

buzzfeedამანდა ბაინსიბეტ მიდლერიბრიტნი სპირსიგზაჯვარედინიდემი მურიდრიუ ბერიმორიემა სტოუნიემილი ბლანტიენ ჰეთევეიეშმაკი ატარებს პრადასზო სალდანაის კაციაკამერონ დიაზილიზი მაგუაიერის ფილმილუსი ლუმამა მიამახე მშობლებისთვისმერილ სტრიპიმსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანიპატარძალი პრინცესაპრინცესას დღიურებისარა ჯესიკა პარკერისაყვარელი ფილმებისიქველებისიქველის იდეებისულელიფოკუს პოკუსიქეთი ნაჯიმიქერათმიანი ადვოკატიშონდა რაიმსიჩარლის ანგელოზებიცუდი გოგონები
Previous Post

კერი კუნი: "ყველამ იცოდა, ვინ ვიყავი"

Next Post

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობები: იოჰანსონი, ჯოლი, ენისტონი

Next Post
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობები: იოჰანსონი, ჯოლი, ენისტონი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობები: იოჰანსონი, ჯოლი, ენისტონი

ახალი ამბები

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ავტორი Cinemania
3 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ბოლოს დამატებული

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ავტორი Cinemania
3 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020