სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

14 მტკიცებულება იმისა, რომ უილ სმიტი საუკეთესო პრეზიდენტი იქნებოდა

Cinemania ავტორი Cinemania
18 დეკემბერი, 2018
რუბრიკა სახალისო
0
14 მტკიცებულება იმისა, რომ უილ სმიტი საუკეთესო პრეზიდენტი იქნებოდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

უილ სმიტის პრეზიდენტობის იდეა ხუმრობით არაერთხელ გაჟღერდა ჰოლივუდში და არამარტო იქ. ეს იდეა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ხუმრობაა, გიჟურად სულაც არ ჟღერს; მით უმეტეს, რომ ამერიკაში არ უკვირთ პოლიტიკაში წასული ჰოლივუდის ვარსკვლავები. დღეს ჩვენ ვეცდებით დაგიმტკიცოთ, რომ იმ სელებრითებს შორის, რომლებიც დიდ პოლიტიკაში წარმოუდგენიათ, უილ სმიტი საუკეთესოა და ამისთვის 14 არგუმენტს წარმოგიდგენთ.

1. ის ნამდვილი მეომარი და გმირია

ამერიკელები გიჟდებიან ეპიკურ ისტორიებზე, რომლებშიც მთავარი გმირები გამარჯვებას დიდი ძალისხმევის შედეგად აღწევენ. აშშ-ის რამდენიმე დიდ პრეზიდენტს დაუმტკიცებია გმირობა ბრძოლის ველზე – ჯორჯ ვაშინგტონს, ულისეს გრანტს და ჯონ ფ. კენედის. მაგრამ რომელი მათგანი დაიკვეხნის რობოტების არმიასთან გამარჯვებით? ვინ იამაყებს იმით, რომ მოახერხა და არამარტო მომაკვდინებელ ვირუსს დაუძვრა, არამედ კაცობრიობის გადასარჩენ წამალსაც მიაგნო? სხვა ვინ დაპირისპირებია ბოროტ უცხოპლანეტელებს, თან არა ერთხელ, არამედ სამჯერ? (ფილმის კაცები შავებში ნაწილები ცალ-ცალკე რომ მივათვალოთ, 5 გამოდის). მოკლედ, უილი ნამდვილი გმირია.

2. იცის, რა დროს როგორი საერთაშორისო სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს

საერთაშორისო სამართალთან და კანონებთან დამოკიდებულება აშშ-ის პრეზიდენტის ლიდერული აზროვნების ქვაკუთხედია. პრეზიდენტს ხშირად ისეთი გადაწყვეტილებების მიღება უწევს, რომლებსაც ჩვეულებრივი მოქალაქე არ მიიღებდა. წამოიწყოს თუ შეწყვიტოს ომები, მოაგვაროს კონფლიქტები და თუ საჭირო იქნა, შეაჩეროს მეტოქეების ან მოკავშირეების თვითნებობა. ყოველივე ეს ბეწვის ხიდზე სიარულის ცოდნას ჰგავს. უილის შემთხვევაში უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როცა მას გაუკეთებია წამიერი არჩევანი დიდი ზეწოლის, სტრესის ან წნეხის ქვეშ; გაურისკავს საკუთარი სიცოცხლე და პირადი ცხოვრება. ის ჭეშმარიტი ლიდერია.

3. ამავე დროს, შესანიშნავად ესმის დიპლომატიის ფასი

პრეზიდენტობა მთავარ ოფისში ბოსივით ჯდომა არაა. მთავარ დიპლომატს მუდმივად უწევს ფიქრი, თუ როგორ მიიღოს იდეალური გადაწყვეტილებები. მან ხშირად უნდა დათმოს და ყველანაირად ეცადოს, დაპირისპირებული მხარეები შემოირიგოს, გაურიგდეს და ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იპოვოს. უილ სმიტს ეს საუკეთესოდ ეხერხება და თან მისი მასშტაბები გალაქტიკასაც კი სცდება.

4. თავდაჯერებულობა და თავდაჭერილობა

ფიქრობთ, რომ ბარაკ ობამას ეს დახასიათება ყველაზე მეტად შეეფერება? გეთანხმებით, მაგრამ ნამდვილად არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ეპითეტებს მასზე მეტად მოიხდენს.

5. ის კონგრესს ადგილს მიუჩენს და მასზე ვერავინ მოახდენს მავნე გავლენას

აშშ-ში ჩახლართული პოლიტიკური სისტემაა. კონგრესის ორი პალატა ხშირად ორი განსხვავებული პარტიის წარმომადგენლებისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს დაპირისპირებული მხარეების მედიატორობა უწევს. ხშირია შემთხვევებიც, როცა ქვეყნის უმაღლეს პირზე გარემოცვა დიდ გავლენას ახდენს და იმას აკეთებინებს, რაც მათ სურთ. უილი კი ძლიერი პიროვნებაა. ის ყურს არ დაუგდებს სხვების ლაყბობას, რადგან საამისოდ მეტისმეტად გონებამახვილია.

6. მაგრად გამოიყურება

როცა იცი, რომ მომდევნო ოთხი, ან მეტიც – რვა წელიწადი ერთსა და იმავე ადამიანს უნდა უყურო, რასაკვირველია გირჩევნია, ეს ადამიანი შესანიშნავად გამოიყურებოდეს. განა ამ მხრივ უილ სმიტი დაიწუნება?

7. იუმორის დიდებული გრძნობა აქვს

პრეზიდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და დიდი ფუნქცია საჯარო გამოსვლებია, რომლებზეც პირველ პირს ხშირად იმპროვიზებული სიტყვის წარმოთქმაც უწევს. იმისათვის, რომ პრეზიდენტის სიტყვა მოსაწყენი არ იყოს, მას იუმორის გრძნობა უნდა გააჩნდეს. ახლა წარმოიდგინეთ უილ სმიტის ჩართვა თეთრი სახლის კაბინეტიდან, ან რომელიმე ინტერვიუ. ხომ მშვენიერია?

8. იცის, როგორ უნდა გაუმკლავდეს მედიას

რა არის თანამედროვე პოლიტიკა? – უპირველეს ყოვლისა, პიროვნების საჯარო იმიჯი. უილს ეს იმიჯი უკვე გააჩნია – ის მედიის საყვარელი რესპოდენტია. მას არ მოუწევს 24/7-ზე დაცვის მიღმა დგომა – იცის, ვინ რა მანძილზე მიუშვას, ვის როგორ, როდის და რამდენი ელაპარაკოს, წითელ ხალიჩაზე პოზირებაც მშვენივრად გამოსდის და არაფორმალური დიალოგებიც.

9. მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია

უილი მხოლოდ მსახიობი არ არის – ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სელებრითია, რომელსაც ფანების მილიონობით არმია ჰყავს და მათ მსახიობის არამარტო კარიერა აინტერესებთ. გარდა ამისა, მშვენიერი რეპერი, კომპოზიტორი და პროდიუსერი გახლავთ, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა ბრწყინვალე მეოჯახეა.

10. პოლიციელობის “გამოცდილებაც” აქვს

DEA-ს წევრი; მფრინავი სუპერგმირი; უცხოპლანეტელებთან ურთიერთობის საიდუმლო დეპარტამენტის აგენტი – ეს უილ სმიტის ეკრანული პროფესიების არასრული ჩამონათვალია. მცირე რაოდენობის ამერიკელი თუ დაიკვეხნის კრიმინალურ განყოფილებებში მუშაობის ამხელა გამოცდილებით. ჩვენ კი გვჯერა, რომ ეს პრაქტიკა უილს პრეზიდენტობისას ძალიან გამოადგება.

11. იარაღების უბადლო მცოდნეს შესაბამისი კანონების მიღება არ გაუჭირდება

უილი, რომელიც თავის ფილმებში ოსტატურად ხმარობს ნაირგვარ იარაღს, დიდი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით მიუდგება აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღის კონტროლის ასე საჭირბოროტო საკითხს. მას ამ თემაზე თავისი აზრიც გამოუთქვამს: “ვფიქრობ, ამერიკას სერიოზული დაფიქრება მოუწევს. მართლა ვაპირებთ, რომ ადამიანებს უფლება ჰქონდეთ, ქუჩაში შეიარაღებულები დადიოდნენ და იმათი მოკვლა შეეძლოთ, ვინც არ მოეწონებათ? ეს სახუმარო საკითხი არაა.”

12. მას ოქროს გული აქვს

დიახ, უილი მილიონებს შოულობს, მაგრამ ხარბი და ძუნწი სულაც არაა. უილმა და მისმა ცოლმა ჯადამ ჯერ კიდევ 20 წლის წინ დააარსეს საკუთარი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც სცენარისტთა ამერიკულმა ასოციაციამ 2006 წელს ჰუმანიტარული მოღვაწეობისთვის დააჯილდოვა. 2012 წელს წყვილი იმ 30 სელებრითიში აღმოჩნდა, რომელთაც ქველმოქმედებისთვის ყველაზე მეტი გაიღეს.

13. სხვა ყველაფერთან ერთად, უილი შესანიშნავად ცეკვავს

მოდი, ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტები, რომლებიც უბრალოდ სხედან იმ თავიანთ ოვალურ კაბინეტში და ჭკვიანური გამომეტყველებით რაღაცებს ლაპარაკობენ, მარიონეტებს ჰგვანან. უილი მათსავით არ მოიქცევა და ოვალურ კაბინეტს საცეკვაო დარბაზად გადააქცევს… ხანდახან მაინც.

14. ჯადა პინკეტ სმიტი – იდეალური პირველი ლედი

რა თქმა უნდა, ჰილარი გონიერი პირველი ლედი გახლდათ, ჯეკი – სტილის ქალღმერთი, მიშელი – კეთილი ჯადოქარი; მაგრამ დაფიქრდით – ჯადას ყველაფერი აქვს. პლუს, შესანიშნავად მღერის. ვინ არ ინატრებს ასეთ პირველ ლედის?

ამერიკელი გმირიამერიკის პრეზიდენტიგმირიდიპლომატიაიდეაიუმორიკანდიდატიკონგრესიმხიარულებაპრეზიდენტისამართალისახალისოუილ სმიტიჯადა პინკეტ სმიტი
Previous Post

ვუდი ალენს 16 წლის გოგონასთან რომანი ჰქონდა

Next Post

სინემანიის რედაქციის არჩევანი: 2018 წლის 10 საუკეთესო ფილმი

Next Post
სინემანიის რედაქციის არჩევანი: 2018 წლის 10 საუკეთესო ფილმი

სინემანიის რედაქციის არჩევანი: 2018 წლის 10 საუკეთესო ფილმი

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020