ცოტა ხნის წინ საზაფხულო კომედიური მელოდრამის, მამა მიას მეორე ნაწილი გამოვიდა. ამ ხალისიანი ფილმის წარმატების საიდუმლო ABBA-ს დაუვიწყარი მელოდიების გარდა ბრწყინვალე სამსახიობო ანსამბლის, ლაჟვარდოვანი ზღვისა და სახასიათო პერსონაჟების დამსახურებაა.
ფილმში ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა – მერილ სტრიპი, ამანდა სეიფრედი, პირს ბროსნანი თუ კოლინ ფერტი… მაგრამ დღეს მამა მიას ნამდვილ მშვენებაზე, მის ჭეშმარიტ, თვალისმომჭრელ ვარსკვლავზე – დონას მეგობარ ტანიაზე ვისაუბრებთ. პერსონაჟზე, რომელიც კრისტინ ბარანსკიმ დაუვიწყარად აქცია.
მოდი, ვნახოთ 13 მტკიცებულება იმის, თუ რატომ არის ტანია ამ მხიარული ფილმის საუკეთესო პერსონაჟი.
1. ის გვარწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია
როცა ტანიას როლში კრისტინს ვხედავთ, შინაგანად ვგრძნობთ, რომ მასავით ჩვენც ყველაფერი შეგვიძლია.
2. ის ნებისმიერ კონკურენციაზე მაღლა დგას
ველოსიპედი-ნავი როგორ შეიძლება საუკეთესო ტრანსპორტად იქცეს? რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ მასზე ნამდვილი ქალღმერთი ზის (დააკვირდით მის პოზას!).
3. მისი სტილი…
უცვლელი. მშვენიერი. ცოცხალი… ეპითეტების სია უსასრულოა.
4. თვითონვე იცის, რა ქარიზმატული და ცეცხლოვანია.
watching Christine Baranski be told that she has Big Dick Energy is a fucking MOOD pic.twitter.com/kVaYrIjECS
— Kevin O'Keeffe (@kevinpokeeffe) July 16, 2018
5. საოცარი, ერთდროულად სექსუალური და ანგელოზური ხმა აქვს.
მამა მიას ნაკლად ნამდვილად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ კრისტინის სოლოპარტიები იმაზე ნაკლებად გვესმის, ვიდრე საჭიროა. საბედნიეროდ, “Does Your Mother Know” ამ დანაკლისის ამოვსებაში გვეხმარება.
6. ის ბროდვეიზეც გამოსულა, თან როგორ შემსრულებლებთან!
Who's like Julie Andrews, Christine Baranski & Carol Burnett? DAMN FEW! pic.twitter.com/ZDbjFK5E1R
— Jordan Roth (@Jordan_Roth) February 2, 2017
მუსიკის ლეგენდა ჯული ენდრიუსი, კაროლ ბარნეტი და კრისტინ ბარანსკი ბროდვეის სცენაზე ‘Old Friends’-ს ასრულებენ.
7. მისი გამორჩეული, ურცხვი იუმორი…
ეს ტანიას ერთ-ერთი საუკეთესო გამონათქვამია. ძნელია, ამ სიტყვების გაგონებაზე მაყურებელმა ხარხარი არ ატეხოს.
8. ის საუკეთესო მეგობარია.
დაააა… ისევ მისი მშვენიერი სიმღერა.
9. მისი “ქიმია” ჯული უოლტერსთან უბადლოა.
10. და მისი ქიმია ფილმის ყველა მამაკაცთან:
ვინ არ დაკარგავს გონებას მისი შემხედვარე?
11. უბერებელი კრისტინი Here We Go Again-ის პრემიერაზე:
12. მისი საცეკვაო ტალანტიც არ უნდა დავივიწყოთ:
13. ალბათ ჯადოქარია, რადგან ათი წლის შემდეგაც ძალიან ახალგაზრდულია.
დიახ: ჩენ გვჯერა, რომ სწორედ ისაა მამა მიას საუკეთესო პერსონაჟი!
გაგიჭირდებათ, შეგვეწინააღმდეგოთ.