სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

11 ფილმი, რომელთა სიუჟეტიც სრულიად შეიცვლებოდა, მთავარ გმირებს მეტი გონიერება რომ გამოეჩინათ

Cinemania ავტორი Cinemania
5 თებერვალი, 2019
რუბრიკა სახალისო
0
11 ფილმი, რომელთა სიუჟეტიც სრულიად შეიცვლებოდა, მთავარ გმირებს მეტი გონიერება რომ გამოეჩინათ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

უნდა ვაღიაროთ, რომ ხანდახან მთავარი გმირები სულელურად, ალოგიკურად იქცევიან. იმდენად, რომ ძნელია არ გაბრაზდე. მათი ერთი, თითქოსდა უმნიშვნელო შეცდომა, სიჯიუტე ან სულაც, უცოდინარობა მთლიანად ცვლის სიუჟეტის განვითარებას და გმირს ან მის ახლობლებს უამრავ უბედურებას შეამთხვევს. მაშინ როცა, მთავარ პერსონაჟებს შეუძლიათ სრულიად მარტივად აარიდონ ამ ყველაფერს თავი, მაგრამ საამისოდ ამათ ცოდნა ან ლოგიკური აზროვნების უნარი არ ჰყოფნით… რას ვიზამთ, მათ ამ ნაბიჯებს ხომ სცენარი ან ნაწარმოები აკონტროლებს…

დღეს სწორედ ასეთ 11 შემთხვევას წარმოგიდგენთ – ფილმებს, რომლებიც სულ სხვაგვარად განვითარდებოდა, მთავარი გმირებს ელემენტარული რამეები რომ სცოდნოდათ ან ცოტა გონივრულად რომ მოქცეულიყვნენ.

1. ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი

ლარა კროფტის მიზანი უძველესი არტეფაქტის – “სინათლის სამკუთხედის” განადგურება და ამით ილუმინატების შავბნელი გეგმების ჩაშლაა. პრობლემა ისაა, რომ არტეფაქტი ორადაა გაყოფილი: ერთ-ერთი კამბოჯაშია, მეორე კი ციმბირში. “სამკუთხედის” ნაწილების ძებნისას ლარას ციგებით, მოტოციკლებით და სხვაგვარად მგზავრობა, იარაღის მრავალი ნაირსახეობის გამოყენება უხდება და რა ფათერაკი აღარ გადახდება. არტეფაქტის ერთი ნახევრის მოპოვების შემდეგ გმირი სიუჟეტის დარჩენილ დროს მეორე ნახევრის ძებნაში ატარებს.

ლარას შეცდომა: ლარა! შეჩერდი და დაფიქრდი! თუ ამ სამკუთხედის ერთ ნაწილს გაანადგურებ, ამით ხომ მეორე ნაწილი ძალას დაკარგავს? ამრიგად, ციმბირში წასვლა და გაყინვაც აღარ იქნება საჭირო.

2. და ვინჩის კოდი

და ვინჩის კოდში პროფესორი ლენგდონი, რომელიც მკვლელობის კვალს მიჰყვება, იდუმალებით მოცულ ნივთს – კრიპტექსს აღმოაჩენს. პროფესორმა ამ ნივთზე დადებული კოდი უნდა გაშიფროს და იქიდან ამოიღოს რუკა, რომელიც გრაალის თასის კვალზე გაიყვანს. კრიპტექსის გატეხვა შეუძლებელია – რუკიანი კაფსულა ძმარში დევს და გაუფრთხილებელი მოპყრობის შემთხვევაში ხელნაწერს ეს სითხე გააფუჭებს.

ლენგდონის შეცდომა: საკმარისი იქნებოდა, პროფესორს კაფსულა გაეყინა და შემდეგ გაეტეხა ის. ძმარმჟავას გაყინვის ტემპერატურა სულ რაღაც +16 °С-ია. სოციალურ ქსელებში კი კიდევ ერთი ვარიანტი გამოჩნდა: ლენგდონი ბურღით უნდა შეიარაღებულიყო და არტეფაქტში პატარა ხვრელი გაეკეთებინა, შემდეგ კი ძმარი გადმოეღვარა.

3. გრავიტაცია

კოსმოსურ ხომალდზე მომხდარ კატასტროფას ორად ორი ასტრონავტი – რაიან სტოუნი და მეთ კოვალსკი გადაურჩნენ. ფილმის ყველაზე დაძაბულ მომენტში ერთმანეთზე ბაგირით გადაბმული მთავარი გმირები ღია კოსმოსში გადიან. როცა კოვალსკი “ვარდება”, ბაგირს იხსნის, რათა მეწყვილე ღია სივრცეში არ გადაიყოლოს.

რაიან სტოუნის შეცდომა: კოსმოსში, რასაკვირველია, არის მიზიდულობა, მაგრამ ის იქ სხვაგვარად მოქმედებს და ასტრონავტებს მტვერსასრუტივით როდი ითრევს. საკმარისი იყო, რაიანს ოდნავ მოექაჩა ბაგირი და მეწყვილე “საკუთარ ორბიტაზე” დაებრუნებინა.

4. წვეულება ვეგასში

სამმა თავზეხელაღებულმა მეგობარმა, ერთი შეხედვით უწყინარი “ბიჭების წვეულება” მოაწყო, რომლის დროსაც ყველაფერი აირდაირია: მათ ცოლები დაკარგეს, სამაგიეროდ ახალშობილი ბავშვი და ვეფხვი “შეიძინეს”. მათი თავგადასავლები, რასაკვირველია, ძალიან სასაცილოა, მაგრამ რეალობაში მათ ასეთი ამბები მათ ვერ დაემართებოდათ. ვეგასის ყველა სასტუმროსა და კაზინოში უამრავი სათვალთვალო კამერაა – რა თქმა უნდა, ყოველი მათგანი სტუმრების უსაფრთხოებისთვის.

ფილის, სტიუს და ალანის შეცდომა: რომელიმეს უსაფრთხოების კამერაში ჩახედვა რომ მოეფიქრებინა, საბრალო დუგს სასტუმროს სახურავზე წუთებში იპოვიდნენ. მეგობრების უყურადღებობის გამო სასიძო მზეზე კინაღამ მართლა დაიწვა.

5. ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე

პოტერიადის ამ ნაწილში ჰარი სირიუს ბლექის ნამდვილ ვინაობასთან ერთად მშობლების გამცემ პიტერ პეტიგრიუსაც აღმოაჩენს, რომელიც… რონის ვირთხაა! შინაურ ვირთხად გადაქცეული ანიმაგუსი პეტიგრიუ 12 წლის განმავლობაში ცხოვრობდა უისლების ოჯახში და რონს უფროსი ძმისგან “მემკვიდრეობით” ერგო.

როგორც ვიცით, პიტერ პეტიგრიუს გაქცევა ბევრი გამოუწორებელი მოვლენის დასაწყისად იქცა: ვერ გამართლდა და სამინისტროსგან დევნილად დარჩა უდანაშაულო სირიუსი, ვოლდემორმა სხეული და ძალაუფლება აღიდგინა და ა.შ. არადა, ანიმაგუსის დროულად აღმოჩენა ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლიდა. ამ ყველაფრის აღმოჩენა კი ონავრების რუკის მფლობელ უისლებს – ფრედს და ჯორჯს შეეძლოთ.

ფრედის და ჯორჯის შეცდომა: უისლის ტყუპებმა ონავრების რუკის დახმარებით ჰოგვორტსის ყველა საიდუმლო გასასვლელი, გვირაბი და ოთახი შეისწავლეს, თუმცა ერთხელაც კი არ შეუხედავთ რუკაზე საკუთარი უმცროსი ძმისთვის, რომელსაც გვერდით თითქმის ყოველთვის ვიღაც პიტერ პეტიგრიუ ჰყავდა. ამ უყურადღებობას პოტერომანები ბოლომდე ვერ ხსნიან.

6. სიცოცხლე

ასტრონავტები მარსზე სიცოცხლეს აღმოაჩენენ და ბორტზე ერთუჯრედიან არსებას აიტანენ შესასწავლად. ერთ-ერთი მთავარი გმირის, ჰიუ დერის დაუფიქრებელი ქცევა პატარა არსებას საშიშ ურჩხულად აქცევს და მთელ სადგურს სასიკვდილო საფრთხეში აგდებს.

ასტრონავტების შეცდომა: კოსმოსში მყოფმა ყველა ასტრონავტმა იცის, რომ ნებისმიერი სახის უცხოპლანეტურ მასალას ხელით არ უნდა შეეხო! არადა, სწორედ ასეთი უცოდინარობა გამოავლინა ჰიუ დერმა – სათავსო გამოაღო და უცხო არსებას თითებით შეეხო.

ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია: თუ ბორტზე ასეთი არაკომპეტენტური თანამშრომლები გყავს, მაშინ სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის იზოლირებული და მხოლოდ მკვლევრებისთვის განკუთვნილი ოთახი გამოყავი.

7. უსაზღვრო

წარუმატებელი მწერალი ედი მორა ავანტიურაზე თანხმდება და იღებს მეგობრის მიერ შეთავაზებულ აბს, რომელიც მისი ტვინის მუშაობის ეფექტურობას ერთიათად ზრდის. თუმცა, ამასთან ერთად უსიამოვნებებიც იწყება: ის წარმოუდგენლად ჭკვიანი ხდება, თუმცა მასზე ნადირობას იწყებენ როგორც განგსტერები, ისე პოლიცია.

ჩვენი გმირის პრობლემა ისაა, რომ იგი საკუთარ ჭკუას არასათანადოდ იყენებს: მის მოდიფიცირებულ ტვინს პოკერის ნებისმიერი კომბინაცია შეუძლია გამოიცნოს და მოლაპარაკებები აწარმოოს ნებისმიერ საკითხზე, შესაბამისად, ის 100 000 $-ს ართმევს რუს განგსტერს და ამასობაში უნებურად გაერევა ძარცვასა და მკვლელობაში.

ედის შეცდომა: იქნებ მას უბრალოდ არ ეთამაშა კაზინოში, საერთოდ შეშვებოდა აზარტულ თამაშებს და საკუთარი გენიალური ტვინი იმისთვის მოეხმარებინა, რაც ისედაც კარგად იცოდა? დიახ, მწერლობისთვის. მისი ტვინი იმდენად ჭკვიან გათვლებს აკეთებდა, რომ უეჭველად დაწერდა მსოფლიო ბესტსელერს.

8. ჯეიმს ბონდი: ოპერაცია სქაიფოლი

ბონდიანას მორიგ ფილმში აგენტი 007 და მისი გუნდი მათ სისტემაში (MI 6) შემოღწეულ მთავარ ვილანს უპირისპირდება. შეტაკებისას გამოწვეული დიდი მსხვერპლისა და სისხლისღვრის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, კომპიუტერულ გენიას, სახელად Q, მეტი გონიერებისთვის რომ მოეხმო.

Q-ს შეცდომა: ძლიერი IT-სპეციალისტმა Q სავარაუდო თავდამსხმელის ნოუთბუქი აღმოაჩინა და დაუფიქრებლად მიაერთა ის MI 6-ის ქსელთან. ჟანრის კანონების მიხედვით, ნოუთბუქში საშიში ვირუსი იყო, რომელმაც ბრიტანეთის დაზვერვის შიდა ქსელის უსაფრთხოებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

კომპიუტერის სპეციალისტს წინასწარ აუცილებლად უნდა შეემოწმებინა ნოუთბუქი და დამატებითი დაცვაც დაეყენებინა, რადგან მისი პაროლი მეტისმეტად მარტივი გასატეხი აღმოჩნდა. ასე ხშირად ნიღბავენ კომპიუტერულ ხაფანგებს.

9. სამეფო კარის თამაშები

სამეფო კარის თამაშები ისეთი სასტიკი თამაშია, რომელშიც ჭადრაკის მსგავსად, ერთი მცირე შეცდომა და, დამარცხდები. ოღონდ, ჭადრაკისგან განსხვავებით, აქ ფიგურას და პრესტიჟს კი არა, თავს დაკარგავ. ასე დაემართა ნედ სტარკსაც – ერთ-ერთ უკეთილშობილეს და სამართლიან პერსონაჟს. ჩრდილოეთის გონიერი ლორდი ორჯერ მწარედ შეცდა და ამის გამო საკუთარი (და არამარტო საკუთარი) სიცოცხლით ზღო.

ნედის დასჯის არაოფიციალურ საბაბად იქცა ის, რომ მან სერსეი და ჯეიმი ლანისტერების საიდუმლო კავშირის შესახებ შეიტყო. ამ მიზეზით მას ომის დაწყება მაშინვე შეეძლო, თუმცა რატომღაც გააჭიანურა მეფის სავანეში ყოფნის დრო და თანაც სერსეის პირველს მოახსენა, რომ მისი უკანონო კავშირის შესახებ იცოდა. სამაგიეროდ დედოფალმა დრო არ დაკარგა, საკუთარ ძალებს მობილიზება სწრაფად გაუწია და შვილს ნედის მოღალატეობაში დაარწმუნა, რის შედეგადაც ჩრდილოეთის ლორდი სიკვდილით დასაჯეს.

ნედის პირველი შეცდომა: არასდროს მიიმწყვდიო კუთხეში ადამიანი, რომლის ძალის შესახებ წარმოდგენა არ გაქვს.

ედარდმა სერსეის უკან დასახევი გზა მოუჭრა, თანაც ისე, რომ მან დედოფლის რეალური გავლენების შესახებ არ იცოდა. მას დედოფალი ქარაფშუტა და უჭკუო ქალი ეგონა და წამითაც არ დაუშვია, რომ სერსეის შურისძიება სასტიკი იქნებოდა. ამის გამო მან მეგობარი რობერტ ბარათეონიც გაწირა და საკუთარი თავიც. მას სერსეის და ჯეიმის კავშირზე ხმა არ უნდა ამოეღო, გეგმა დაესახა და ჩუმად ემოქმედა.

ნედის მეორე შეცდომა: არასდროს ენდო ტიპს, რომელიც დღემდე შეყვარებულია შენს ცოლზე. მით უმეტეს, თუ ეს ტიპი ეშმაკი და ამბიციურია. ედარდ სტარკი გულახდილად საუბრობდა მათთან, ვინც მისი მოკავშირეები არ იყვნენ და არცთუ კარგად იცნობდა. პეტირ ბეილიშთან “კავშირის” ისტორია ამის დასტურია. ადამიანი, რომელიც გაფრთხილებს, არავის ენდოო, რასაკვირველია, თავადაც არაა სანდო. პეტირს წლების წინ მისი ცოლი უყვარდა, შესაბამისად, მის მიმართ ანტიპათიის მიზეზი ჰქონდა; და კიდევ – მან ნედს ტახტის დაუფლების საკუთარი გეგმები გაუმხილა, რაზეც ნედმა უარი განაცხადა, რადგან, მისივე თქმით, გეგმა “უღირსი” იყო. ამის შემდეგ პეტირს აღარაფერი ედგა წინ, მის წინააღმდეგ ცბიერი ნაბიჯები გადაედგა.

10. შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი

ამ სერიაში მარველის გმირები სუპერვილან თანოსს უპირისპირდებიან. გალაქტიკის მცველების ლიდერი სთარლორდია, რომელიც თანოსს მცირე ხნით დაჯაბნის და სანამ ტიტანი ჰიპნოზის ქვეშაა, მისი მთავარი იარაღი – უსასრულობის ქვებიანი ხელთათმანი უნდა გახადოს.

სთარლორდის შეცდომა: გალაქტიკის მცველების ლიდერი შეიტყობს, რომ ტიტანმა მისი შეყვარებული გამორა მოკლა, ამისგან გაცეცხლებული, თანოსს ცემას დაუწყებს და ცხადია, გამოაღვიძებს. თანოსი ფხიზლდება, გმირი ხელთათმანს ვერ აძრობს მას, შედეგად კი ტიტანი ნახევარ სამყაროს ანადგურებს.

არადა, სთარლორდს ბრაზი რომ მოეთოკა და ცოტა ცივი გონებისთვის მოეხმო, მარველის სამყაროში ყველაფერი უკეთ იქნებოდა.

11. ელისი საოცრებათა ქვეყანაში

ელისის კინოვერსიაში გოგონას მნიშვნელოვანი მისი აქვს: მან დრაკონი ბადმაგლოტი უნდა დაამარცხოს. დრაკონი წითელ დედოფალს ემორჩილება და სამეფოს ყველა მკვიდრს ცხოვრებას უმწარებს.

ელისის შეცდომა: საოცრებათა ქვეყანაში ხომ უხვადაა ჯადოსნური ნამცხვრები და საჭმელები, რომლებიც ნებისმიერ მსურველს ზრდის ან აპატარავებს ზომაში. ელის რომ ასეთი ნამცხვარი ეჭამა, უპრობლემოდ, შიშველი ხელებითაც კი დაამარცხებდა დრაკონს. თუმცა ელისმა ეს მარტივი გამოსავალი ვერ მოიფიქრა.

მაგრამ არც წითელი დედოფალი აღმოჩნდა გონებამახვილი – მას ეს ნამცხვრები თავისი არმიის გასაძლიერებლად რომ გამოეყენებინა, ვერავითარი ელისი მას წინ ვერ აღუდგებოდა.

 

რა გაეწყობა, ეს ხომ კინოა))

007გონიერებაგრავიტაციადა ვინჩის კოდიელისი საოცრებათა ქვეყანაშითანოსილარა კროფტილოგიკალოგიკური გადაწყვეტილებებიმთავარი გმირების შეცდომებინედ სტარკიონავრების რუკაპიტერ პეტიგრიურობერტ ლენგდონირონ უისლისთარლორდისიცოცხლესქაიფოლიუსაზღვროუსასრულობის ომიფილმებიწვეულება ვეგასში
Previous Post

შურისმაძიებლების უკანასკნელი თავის 30 წამიანი თიზერი

Next Post

ბუკმეიკერებმა "ბეტმენის" როლის შემსრულებლის კანდიდატები გამოაქვეყნეს

Next Post
ბუკმეიკერებმა “ბეტმენის” როლის შემსრულებლის კანდიდატები გამოაქვეყნეს

ბუკმეიკერებმა "ბეტმენის" როლის შემსრულებლის კანდიდატები გამოაქვეყნეს

ახალი ამბები

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6349

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5415

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5587

ბოლოს დამატებული

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020