სათამაშოების ისტორიას თამამად შეგვიძლია ლეგენდა ვუწოდოთ. გარდა იმისა, რომ ამ შესანიშნავმა ანიმაციამ მილიონობით ბავშვს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქა, მან მნიშვნელოვანი გაკვეთილებიც გვასწავლა.
ჩვენ კი სიამოვნებით წარმოგიდგენთ 10 მათგანს, რომელთა გათვალისწინებაც, დარწმუნებულები ვართ, თითუელი ჩვენგანის ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლის:
1. გჯეროდეს საკუთარი თავის
ისევე როგორც ბაზს!
როდესაც ის პირველად დაეშვა ენდის ოთახში, დარწმუნებული იყო, რომ მისიაზე მიავლინეს და, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საწინააღმდეგოს უმტკიცებდა, მან საკუთარი სიმართლე მაინც დაამტკიცა.
2. გაიჩინე ახალი მეგობრები და შეინარჩუნე ძველები
ნორმალურია, თუ ერთზე მეტი საუკეთესო მეგობარი გყავს!
სათამაშოების ისტორიამ ნამდვილად დაგვარწმუნა, რომ მეტი მეგობარი ნიშნავს მეტ მხიარულებას. ალბათ, ყველას გახსოვთ, როგორ ნერვიულობდნენ ვუდი და სხვა სათამაშოები მაშინ, როდესაც ენდის ცხოვრებაში ბაზი გამოჩნდა, თუმცა დროთა განმავლობაში ისინიც მიხვდნენ, რომ ახალ მეგობრებს გულმხურვალედ უნდა შეეგებო.
3. გვერდით გყავდეს ნამდვილი მეგობრები
როდესაც გასაჭირში ხარ, სწორედ ნამდვილი მეგობრები გჭირდება!
კარგი თუ ცუდი ამბების დროსაც კი, ვუდი, ბაზი და სხვები ყოველთვის ერთად იყვნენ და სწორედ ეს ეხმარებოდათ ათასგვარი ხიფათისაგან თავის დახსნასა თუ ერთმანეთის გამხნევებაში.
4. ხანდახან გაბრაზებაც აუცილებელია
ცხოვრება ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი გქონდა.
ყოველთვის პოზიტიური და მხიარული ქალბატონი კარტოფილი ასეთი შემთხვევებისთვის გაბრაზებულ თვალებს იყენებს და სწორედ ასე აღწევს სასურველ შედეგს.
5. კარმა ნამდვილად არსებობს
სიდი კი ამის ცოცხალი მაგალითია.
ის საშინლად ექცეოდა სათამაშოებს და, დარწმუნებულები ვართ, ყველანი ვთანხმდებით, რომ მის წინააღმდეგ შურისძიება სათამაშოების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სამართლიანი ეპიზოდია.
6. შეფუთვას ყოველთვის ნუ ენდობი
ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ წიგნი ყდის მიხედვით არ უნდა შევაფასოთ.
სათამაშოების ისტორია კი გვასწავლის, რომ ახალთახალ ყუთში ლამაზად შეფუთული სათამაშო, შესაძლოა, ჩვენი უდიდესი მტერი აღმოჩნდეს.
7. აღმოაჩინე სიახლეები საკუთარ თავში
აბა, ვის უნდა მოსაწყენი არსებობა?
ახალ-ახალი ჰობებისა და მისწრაფებების აღმოჩენა ცხოვრებას ნამდვილად გაგიხალისებთ, ისევე როგორც ეს ბაზის შემთხვევაში მოხდა ინგლისურიდან ესპანურ პროგრამაზე გადართვის შემდეგ.
8. ყოველთვის გქონდეს გეგმა
დახაზე, ჩამოაყალიბე და რეალობად აქციე!
სწორედ გეგმის არსებობა დაგეხმარება ყველაზე რთულ მომენტებში.
9. იცოდე საკუთარ უპირატესობები
რექსს შესაძლოა პატარა და მოუქნელი ხელები ჰქონდა, თუმცა საჭირო დროს ის მეგობრებისათვის ნამდვილ გმირად იქცა.
რეცეპტი მარტივია – უბრალოდ კარგად შეისწავლე საკუთარი ძლიერი მხარეები და იცოდე, თუ როდის და რა სიტუაციაში უნდა გამოიყენო.
10. ნუ შეგეშინდება საკუთარი გრძნობების
თუ ვინმე გიყვარს, აუცილებლად გამოხატე!
ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც სათამაშოების ისტორიიდან დაგვრჩა, სწორედ ენდისა და მისი სათამაშოების გულწრფელი ურთიერთობაა. მას თითოეული მათგანი ძალიან უყვარდა – ალბათ, ასე არც ერთ ბიჭუნას ყვარებია სათამაშოები. და მაშინაც კი, როდესაც ენდი გაიზარდა და ისინი სხვას გადაულოცა, მან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ამ დებულების ჭეშმარიტებაში.