ამბობენ, რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია. აღმოჩნდა, რომ მაყურებელიც სწორედ ამ ემოციას განიცდის რამდენიმე ეკრანული წყვილის მიმართ.
ჩვენ თავიდან მათი სიყვარულის ისტორიას განსაკუთრებით ვგულშემატკვირობთ ხოლმე თუმცა დრო გადის და ვხვდებით, რომ რაღაც ზედმეტი იყო, რაღაც არასწორად მიდიოდა…
დერეკი და მერედიტი – გრეის ანატომია
თავიდან ეს წყვილი ძალიან მიყვარდა, თუმცა შემდეგ შევამჩნიე, რომ დერეკი მერედიტს აიძულებდა საკუთარ ოცნებებზე უარი ეთქვა და პირველ რიგში მისი ინტერესები დაეყენებინა. ეს მოსაზრება კიდევ უფრო გამიმყარდა, როდესაც მერედიტის ცხოვრებაში რიგსი გამოჩნდა – მერედიტი ნამდვილად იმსახურებდა ეგოისტ დერეკზე მეტს.
ეზრა და არია – პატარა საყვარელი მატყუარები
ამ წყვილს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობდი, მაგრამ დრო გავიდა და მივხვდი, რომ ეს ურთიერთობა აბსოლუტურად არასწორი იყო. დავიწყოთ იმით, რომ ეზრა არიას მასწავლებელია და ეს უკვე არღვევს გარკვეულ პრინციპებს. ამას გარდა, ირკვევა, რომ ის მანამდე ელისონსაც ხვდებოდა, რაც ეზრაზე კიდევ უფრო ცუდად მეტყველებს.
როსი და რეიჩელი – მეგობრები
როცა სერიალს პირველად ვუყურე, ძალიან გამიხარდა, რომ რეიჩელმა როსი აირჩია, თუმცა მეორედ ნახვის შემდეგ მივხვდი, თუ რა ცუდად ექცეოდა როსი რეიჩელს. მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთს დროებით დაშორდნენ, როსმა უღალატა, შემდეგ კი დაარწმუნა, რომ მაინც მასთან დარჩენილიყო და ამის გამო პარიზში საოცნებო სამსახურზე უარის თქმაც კი აიძულა.
ტედი და რობინი – როგორ შევხვდი დედათქვენს
თავიდან მათი წყვილი ძალიან მომწონდა, მაგრამ შოუს განვითარების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ერთად უბრალოდ აუტანლები იყვნენ.
დენი და სერენა – ჭორიკანა
როდესაც თინეიჯერი ვიყავი, რა თქმა უნდა, ამ წყვილს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ხელმეორედ ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ დენი საშინელი ადამიანია და მასთან ყოფნამ სერენაც ასეთად აქცია. არადა, ის ბევრად მეტს იმსახურებდა.
ელენა და დეიმონი – ვამპირის დღიურები
თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს წყვილი აუცილებლად ერთად უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლა მგონია, რომ ელენას სტეფანი უნდა აერჩია. ისინი ნამდვილად ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი.
ოუენი და კრისტინა – გრეის ანატომია
მხოლოდ ახლა ვაანალიზებ, რომ ოუენმა კრისტინა აიძულა დაორსულებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ კრისტინას შვილი არ უნდოდა. ამის შემდეგ უღალატა კიდეც და, რაც ყველაზე უარესია, ამალიასთანაც იგივე გაიმეორა.
ჩენდლერი და მონიკა – მეგობრები
შოუს მეორედ ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ეს წყვილი ერთმანეთს საერთოდ ვერ ეწყობა. იმის მაგივრად, რომ ერთად კარგი დრო გაატარონ, გამუდმებით ჩხუბობენ. ვფიქრობ, ჯობდა მეგობრებად დარჩენილიყვნენ.
ჩაკი და ბლერი – ჭორიკანა
როდესაც მოზარდი ხარ, მათი ურთიერთობა ძალიან მომხიბვლელი გეჩვენება, თუმცა ზრდასრულ ასაკში აცნობიერებ, რომ ბლერი ბევრად მეტს იმსახურებდა, ვიდრე ეს მანიპულატორია. მით უმეტეს, რომ მან საყვარელი ქალი სასტუმროს გამო გაყიდა.
ქერი და მისტერ ბიგი – სექსი დიდ ქალაქში
კომენტარიც კი ზედმეტია… მისტერ ბიგი ქერის პატივს არასოდეს სცემდა. მას ჰარის ან სტივისნაირი მამაკაცი უნდა ჰყოლოდა გვერდით.