სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

15 საუკეთესოდ ჩაცმული ტელეგმირი

Cinemania ავტორი Cinemania
6 მარტი, 2019
რუბრიკა საინტერესო
0
15 საუკეთესოდ ჩაცმული ტელეგმირი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გარდა იმისა, რომ ისინი ჩვენი საყვარელი სერიალების პერსონაჟები არიან, მათ კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ!

დიახ, ამჯერად ვსაუბრობთ საუკეთესოდ ჩაცმულ ტელეგმირებზე, რომელთა სტილიც არაერთი ჩვენგანის ინსპირაციის წყარო გამხდარა:

1. ოლივია პოუპი – სკანდალი

მაშინაც კი, თუ არ იცით ვინ არის ოლივია პოუპი და რა გავლენებს ფლობს იგი, ერთი შეხედვაც საკმარისია ამ ყველაფრის მისახვედრად! ჩვენ მას ვუყურებთ და გვიჩნდება შეგრძნება, რომ თითოეული ტანისამოსი სწორედ მისთვის, როგორც იტყვიან, მის ტანზე შეიკერა…

2. ქერი ბრედშოუ – სექსი დიდ ქალაქში

რა თქმა უნდა, ქერი ბრედშოუ – მის გარეშე ხომ “საუკეთესოდ ჩაცმულების” არც ერთი სია სრულყოფილი არ იქნებოდა? ჩვენ დღემდე გავინტერესებს, როგორ ახერხებდა წერით იმდენი ფულის შოვნას, რომ ასეთი მრავალფეროვანი და საინტერესო გარდერობი ჰქონოდა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება – ის ნამდვილი სტილის დედოფალია, რომლის ლუქებიც დღემდე არაერთი ჩვენგანის ინსპირაციის წყარო ხდება.

3. რენდალ პირსონი – ეს ჩვენ ვართ

შესაძლოა, პირსონების ოჯახში რენდალი ყველაზე კონსერვატიული წევრი იყოს, თუმცა ჩაცმულობასთან დაკავშირებით მას ნამდვილად განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ პერსონაჟს საკმაოდ ხშირად ვხვდებით კლასიკურ კოსტუმში, მაგრამ ეს მოსაწყენი არასოდეს არის – რადგან პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებით ის ყოველთვის ახერხებს საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოხატვას!

4. კლერ ანდერვუდი – ბანქოს სახლი

კლერის გარდერობში თქვენ ვერ იპოვით ხასხასა ფერებსა და გამოკვეთილ პატერნებს… ის უპირატესობას აკადემიურ, მკაცრ სტილს ანიჭებს, რაც მის პერსონას კიდევ უფრო პატივსაცემსა და სახიფათოს ხდის!

5. სელესტ უაითი – დიდი პატარა ტყუილები

სელესტი პატარა, ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს და მისი სტილიც შესანიშნავად ეხამება ცხოვრების პასიურ რეჟიმს… მიუხედავად იმისა, რომ ის მეუღლის მხრიდან განუწყვეტელი ძალადობის მსხვერპლია, ყოველთვის ახერხებს უბადლოდ გამოიყურებოდეს – ალბათ, ესეც ერთ-ერთი იმ პატარა ტყუილთაგანია, რომლითაც ის საკუთარი ოჯახის ნაკლოვანებებს ფარავს!

6. ელიზაბეტ ჯენინგსი – ამერიკელები

ის საიდუმლო ჯაშუშია, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა როლისა და იდენტობის მორგება უწევს. ეს ყოველივე კი, პირველ რიგში, გარეგნულ ცვლილებებში გამოიხატება – დიახ, ვისაც არ უნდა განასახიერებდეს ელიზაბეტი, ის ყოველთვის ძალიან გემოვნებიანადაა ჩაცმული!

7. არია მონტგომერი – პატარა საყვარელი მატყუარები

ალბათ, ყველა თინეიჯერის ოცნებაა, რომ მაღალ კლასებში სწორედ არიასავით გამოიყურებოდეს. თუმცა ეს ძალიან ცოტა ჩვენგანს თუ გამოსდის – ბოლოს და ბოლოს, მისი გარდერობი ხომ ძალიან მრავალფეროვანი და ძვირადღირებულია?!

8. ბარნი სტინსონი – როგორ შევხვდი დედათქვენს

ბარნი ნამდვილი მექალთანეა, რომლის მორალთანაც, მაყურებლის გარკვეულ ნაწილს, შესაძლოა, კითხვები ჰქონდეს, თუმცა რასაც ვერ უარვყოფთ სწორედ ის ფაქტია, რომ კლასიკური კოსტუმი მას ძალიან უხდება და ეს თვითონაც შესანიშნავად იცის!

9. ჯეს დეი – ახალი გოგო

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯესი საყვარელი გოგონას იმიჯს შესანიშნავად ირგებს. ამ ყოველივეში მას ფერად-ფერად კაბებთან ერთად, სწორად შერჩეული ვარცხნილობა და სათვალეც კი ეხმარება!

10. ჯესა იოჰანსონი – გოგონები

ეს ის შემთხვევაა, როდესაც პერსონაჟის ჩაცმულობა მის ხასიათთან სრულ ჰარმონიაშია. ბოჰემური, თავისუფალი ცხოვრების მოყვარული “ცუდი” გოგო – სწორედ ასეთია ჯესა იოჰანსონი, რომლის გარდერობიც ძალიან დიდი გემოვნებით არის შერჩეული.

11. გრეის ჰანსონი – გრეისი და ფრენკი

“მის ასაკში?” – არა, ეს ნამდვილად უსამართლო შეფასება იქნება! რადგან, ჯეინ ფონდა ნებისმიერ ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და გრეისის გემოვნებიან ჩაცმულობასაც განსაკუთრებულად იხდენს…

12. ტომი შელბი – ალესილი კეპები

ვინ იფიქრებდა, რომ 1920-იანი წლების ბირმინგემში ასე ჩაცმული ჯენტლმენები დადიოდნენ?! კარგი, შესაძლოა, ეს სიტყვა ტომისთან მიმართებაში ცოტა უადგილოა, თუმცა ის, რაზეც ყველანი ვთანხმდებით, სტილის არაჩვეულებრივი შეგრძნება და ელეგანტურობის უმაღლესი ხარისხია!

13. შანელ ობერლინი – კივილის დედოფლები

თუ ამ სერიალს უყურებთ, შეუძლებელია შანელის პიროვნულმა თვისებებმა მოგხიბლოთ, თუმცა, რასაც ვერ დავუკარგავთ – ეს გემოვნებიანი ჩაცმულობაა! დიახ, შესაძლოა, ადამიანი შინაგანად უხეში იყოს, თუმცა ბეწვის ფაფუკი ქურთუკები და ნაზი ტექსტურები მას განსაკუთრებულ ჰაეროვნებას მატებდეს.

14. რეიჩელ გრინი – მეგობრები

როდესაც რეიჩელს ვახსენებთ, პირველ რიგში მისი ლეგენდარული ვარცხნილობა მოგვდის თავში, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ 90-იან წლებში ის გოგონებისათვის მისაბაძ მაგალითად იქცა და არაერთი ჩვენგანის ჩაცმულობაზე მოახდინა გავლენა!

15. დენერის ტარგარიანი – სამეფო კარის თამაშები

მიუხედავად იმისა, რომ დრაკონების დედის ჩაცმულობა თანამედროვეობას ნაკლებად შეესაბამება, მის გარეშე ამ ჩამონათვალს ვერ დავასრულებდით – სეზონების განმავლობაში ის რამდენჯერმე იცვლის სტილს და ნაზი, სიფრიფანა გოგონადან ნამდვილ მებრძოლ დედოფლად გარდაიქმნება. თუმცა, ყოველ ჯერზე, მისი სამოსი განსაკუთრებული გემოვნებითაა შერჩეული!

ალესილი კეპებიამერიკელებიახალი გოგობანქოს სახლიგოგონებიგრეისი და ფრენკიდენერის ტარგარიენიდიდი პატარა ტყუილებიეს ჩვენ ვართკივილის დედოფლებიკლერ ანდერვუდიმეგობრებიოლივია პოუპიპატარა საყვარელი მატყუარებირენდალ პირსონიროგორ შევხვდი დედათქვენსსამეფო კარის თამაშებისექსი დიდ ქალაქშისკანდალისტილიქერი ბრედშოუჩაცმულობა
Previous Post

GOT თეორია: ვინ არის ამოუცნობი კაცი ხომალდზე?

Next Post

გულაჩუყებული ლედი გაგა ინსტაგრამზე ფანებს მადლობას უხდის

Next Post
გულაჩუყებული ლედი გაგა ინტაგრამზე ფანებს მადლობას უხდის

გულაჩუყებული ლედი გაგა ინსტაგრამზე ფანებს მადლობას უხდის

ახალი ამბები

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ავტორი Cinemania
3 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ბოლოს დამატებული

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ცნობილი ადამიანების შვილების უცნაური და განსხვავებული სახელები

ავტორი Cinemania
3 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020