ვის არ უყვარს სათამაშოების ისტორია! სამი ფილმისგან შემდგარი სერია, რომელსაც, ჩვენდა სასიხარულოდ, ამ ზაფხულს მეოთხეც მიემატება, არამარტო ბავშვებს, არამედ უფროსებსაც აღაფრთოვანებს თავისი შესანიშნავი პერსონაჟებით, ამბებით, დრამითა და იუმორით.
მაგრამ ეს სერია იმაზე გენიალურია, ვიდრე წარმოგედგინათ – მასში შემქმნელებმა უამრავი დეტალი დამალეს, რომლებიც როგორც Pixar-ის სხვა ფილმებს (ეს ასე თუ ისე ცნობილი ფაქტია), ისე სხვა საზოგადოებრივ მოვლენებსა თუ პოპკულტურის სხვადასხვა წარმომადგენელსა და ნიმუშს უკავშირდება.
ამ ანიმაციის მოყვარულებმა მრავალი ასეთი დეტალი გამოააშკარავეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ სათამაშოების ისტორიის სერია ნამდვილად გენიოსების შექმნილია! არ გჯერათ? თავად ნახეთ.
1. სათამაშოების ისტორია – თაროებზე წიგნებს ყუაზე Pixar-ის მოკლე ფილმების სახელები აწერია.
2. ეს დეტალი 1995 წელს CGI-ის დაუხვეწაობაზე მიგვითითებს: დააკვირდით, ენდის მეგობრებიც ენდიები არიან!
3. CGI-ის თემა რომ გავაგრძელოთ, ჩაის სმის ფართიზე გამოყენებული ჩაიდანი იუტას ჩაიდანივით გამოიყურება. ამ ჩაიდანში განსაკუთრებული ისაა, რომ ის ჯერ კიდევ 1970-იან წლებში შექმნილი პირველი კომპოუტერულად მოდელირებული 3D რენდერული გამოსახულებაა. სათამაშოების ისტორია პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციაა, რომელიც კომპიუტერული გრაფიკით შეიქმნა, ამრიგად იუტას ჩაიდანი მისი ერთგვარი წინაპარია.
4. უძრავი ქონების სააგენტოს, რომელიც ენდის სახლს ჰყიდის “ვირტუალური უძრავი ქონება” ჰქვია (ორიგინალში Virtual Realty – რაც სიტყვათა თამაშია და “ვირტუალურ რეალობას” მოგვაგონებს).
5. ანიმატორებს არც ის დავიწყებიათ, რომ ენდის ხელწერა მის ზრდასთან ერთად გაუმჯობესდა.
6. “ვაკ-ა-მოლის” მსგავსი არკადული თამაში Pizza Planet-ში უცხოს ფილმებითაა შთაგონებული, განსაკუთრებით უცხოპლანეტელის მკერდიდან ამოხეთქვის საკულტო სცენებით.
7. სიდის სახლის ნოხი კი ჰორორის კლასიკის, ნათების შიშისმომგვრელი სასტუმროს ნოხის მოხატულობას იმეორებს.
8. სათამაშოების ისტორია 3-ში ნაგვის მანქანის სანომრეზე იკითხება “RM237” – რაც კიდევ ერთი სიმბოლოა ნათებიდან.
9. ის თუ შეგიმჩნევიათ, რომ ამ ნაგვის მანქანაზე სიდი მუშაობს? ამით ანიმატორებმა გვიჩვენეს, რომ სათამაშოების წვალება მას კარმულად შემოუბრუნდა.
10. კომპანიას, საიდანაც სიდმა ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიძინა “ILL EAGLE” (“ავადმყოფი არწივი”) ჰქვია. და კიდეც, სიტყვათა თამაში Illegal-საც (“უკანონო”) მოგვაგონებს.
11. ენდის კოვბოის ქუდი სათამაშოების ისტორიის პირველი ნაწილიდან ზუსტად ჯესის ქუდის ასლია. თავად ჯესი მხოლოდ მეორე ნაწილში ჩნდება.
12. სათამაშოების ისტორია 2-ის დასაწყისი ტიტრების ფონზე – ღამის ვარსკვლავიან ცაზე ერთ-ერთ თანავარსკვლავედს პიქსარის ლამპის ფორმა აქვს.
13. სათამაშოების ისტორია 2-ში, როცა გოჭი ჰემი ცდილობს ვუდის ადგილსამყოფელის დასადგენად მინიშნებები და სამხილები ჩამოწეროს, ის “ტრიბუნად” სამაგიდო თამაშს, სახელად Clue (“სამხილი”) იყენებს.
14. როცა სათამაშოები “ალის სათამაშოების ფერმას” ათვალიერებენ, სლინკი ამბობს, ამ გასასვლელში უკვე ვიყავითო, ქალბატონი კარტოფილი კი უსწორებს, რომ ასე სულაც არაა, რადგან იქაურობა ვარდისფერია. ამ ხუმრობას მხოლოდ ისინი მიხვდებიან, ვინც იცის, რომ ძაღლები დალტონიკები არიან და წითლისა და მწვანის ელფერებს ვერ არჩევენ.
15. “ალის სათამაშოების ფერმაში” მულტფილმ მწერის ცხოვრების პერსონაჟების ფიგურები იყიდება.
16. ბაზის ელემენტები Buy n Large-ისაა – იმავე ფირმის, რომელიც უოლ-ის აწარმოებს.
17. სათამაშების ისტორია 3-ში ახლოდან დაკვირვებისას კარის ჩარჩოზე ჯესის, რექსის, ბაზის და სხვების სიმაღლის აღმნიშვნელ ხაზებს დაინახავთ.
18. მაიკლ კიტონი (იგი კენს ახმოვანებს) კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ამიტომაც კენს ამ სასწავლებლის სიმბოლიკიანი სპორტული ქურთუკი და ალამი აქვს.
19. ბონის სახლში ერთ-ერთი სათამაშო ტოტოროა ლეგენდარული ჰაიაო მიაძაკის ანიმედან – ჩემი მეზობელი ტოტორო.
20. სათამაშოების ისტორია 3-ში ვუდის ხელზე კვლავ მოჩანს იმდროინდელი ნაკერი, როცა სათამაშების ისტორია 2-ში მას მოგლეჯილი ხელი მიამაგრეს.
და ბოლოს, ბონუსი:
სათამაშოების ისტორია 3-ის ბოლო სცენა სათამაშოების ისტორია 1-ის სულ პირველ სცენას იმეორებს.