რა ფასი ექნებოდა დისნეის ცხოველების გარეშე! მისი ისტორია ხომ სულაც ერთი პატარა ცხოველით იწყება. ამ საოცარ არსებებს, რომლებიც, ჩვენდა სასიხარულოდ, დედამიწაზე ჩვენ გვერდით გაჩნდნენ, დისნეის სტუდია ყოველთვის საკადრის პატივს მიაგებდა. მაგრამ როგორ ვიცნობთ მათ? რა იმალება მათი ქარიზმატული ხასიათისა და გარეგნობის მიღმა? შეიძლება ყველას გახსოვთ, რომ მიკი მაუსს კინაღამ მორტიმერი დაარქვეს, მაგრამ დანარჩენებზე რას გვეტყვით?
დღევანდელ სტატიას სწორედ დისნეის უსაყვარლეს ცხოველებს ვუძღვნით. წარმოგიდგენთ 10 ფაქტს დისნეის მულტფილმების გმირი ცხოველების შესახებ – ფაქტებს, რომლებიც აქამდე ალბათ არ იცოდით. მოგვყევით და უკეთ გაიცანით ფავორიტი პერსონაჟები!
1. დავიწყოთ მონსტრებით – სალივანი
სალი დისნეის ყველაზე ხშირთმიანი პერსონაჟია – მონსტრების კორპორაციის “ტოპ-შემშინებელს” ტანზე 2,3 მილიონი თმის ღერი აქვს! (კიდევ უფრო მეტი სიზუსტისთვის – 2,320,413 ღერი) და ყოველი მათგანი დისნეი-პიქსარის ანიმატორების მიერ არის დახატული. 2001 წელს, როცა ციფრული ანიმაცია ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე იყო, სალივანის თითოეული კადრისთვის ანიმატორებს 12 საათი შრომა სჭირდებოდათ.
2. ფინიკი
ზოოტოპიას გმირის, ფინიკის სახელი მისი ბიოლოგიური ჯიშიდან (მელა ფენიკი) მომდინარეობს.
3. ტიმონი და პუმბა
თავდაპირველად სწორედ ამ განუყრელ წყვილს უნდა შეესრულებინა სიმღერა “Can You Feel the Love Tonight”, თანაც – ფილმის დასაწყიში.
4. სებასტიანი
როგორ ფიქრობთ, კიბორჩხალას სადაური ჯიშია სებასტიანი? იამაიკური თუ პოლინეზიური? – არც ერთი და არც მეორე! სინამდვილეში ის ჩვეულებრივ ბრიტანულ კიბოსნაირებს მიეკუთვნება.
5. აბუ
ალადინის განუყრელი მეგობრის, აბუს პროტოტიპები ლოს-ანჯელესის ზოოპარკის ბინადარი არგენტინული მაიმუნები (კაპუჩინოსფერი მაიმუნები) არიან. ანიმატორები ამ პერსონაჟის ხატვისას სწორედ მათ აკვირდებოდნენ.
6. დიაბლო
მიუხედავად იმისა, რომ ამ პერსონაჟს დიაბლო ჰქვია, ფილმ მძინარე მზეთუნახავში არავინ არასდროს მოიხსენიებს მას სახელით.
7. ორვილი და უილბერი
ორვილსა და უილბერს მულტფილმიდან მაშველები სახელები პირველი ავიატორების პატივსაცემად ჰქვიათ. დიახ, პირველი მფრინავ ძმებს, რაიტებს, სწორედ ორვილი და უილბერი ერქვათ.
8. ტამატოა
მოანას შემქმნელების თქმით, ტამატოას მიერ შესრულებული სიმღერა “Shiny”დევიდ ბოუისა და გლემროკს ეძღვნება.
9. დანტე
გარდა იმისა, რომ მიგელის მეგობარ ცუგას რენესანსის ხანის პოეტის, დანტე ალიგიერის სახელი ჰქვია (რომელმაც თავის “ღვთაებრივ კომედიაში” გარდაცვლილთა სამეფოში მოგზაურობა აღწერა), ის მექსიკური ძაღლის ჯიშისაა, რომელსაც კბილის პრობლემები თანდაყოლილი აქვს და სცვივა. ამიტომაც უვარდება პირიდან ენა ასე ხშირად დანტეს.
10. ბაგირა
“ბაგირა” ჰინდის ენაზე “შავ ვეფხვს” ნიშნავს.
ბონუსი: დინოზავრი რექსი