სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

10 გამორჩეულად პოპულარული ფილმი და საინტერესო ფაქტები მათ შესახებ

Cinemania ავტორი Cinemania
16 აგვისტო, 2018
რუბრიკა საინტერესო
0
10 გამორჩეულად პოპულარული ფილმი და საინტერესო ფაქტები მათ შესახებ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ჩვენი რჩეული ფილმი შეიძლებოდა სულ სხვანაირი ყოფილიყო – ჰყოლოდა განსხვავებული მთავარი გმირი, სიუჟეტი სხვაგვარად განვითარებულიყო და ჩვენთვის ნაცნობი ფინალითაც არ დასრულებულიყო. დღეს სწორედ 10 ასეთ გამოჩენილ ფილმსა და მათთან დაკავშირებულ ძალზე საინტერესო ფაქტებზე ვისაუბრებთ, შემთხვევებზე, რომელთაც აქციეს ეს ფილმები ისეთებად, როგორებიც არიან.

1. ინტერსტელარი (2014)

სიუჟეტი: ფილმში წარმოდგენილია დედამიწის ახლო მომავალი, რომელიც ძალზე სავალალოა: დაბინძურებული გარემო, ჰაერი, შიმშილი და სასოწარკვეთა. ყოფილი ინჟინერი და პილოტი კუპერი ფერმაში საკუთარ ქალიშვილ მერფისთან, ვაჟ ტომთან და მამამისთან ერთად ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც აცნობიერებს, რომ დედამიწა ადამიანების საცხოვრებელ ადგილად აღარ გამოდგება, კუპერი NASA-ს ბაზას მიაკითხავს, სადაც მას სთხოვენ, ჩაერთოს სპეციალურ მისიაში, რომელიც ადამიანებისთვის საცხოვრებლად ვარგისი პლანეტის მონახვას ისახავს მიზნად. კუპერი რთული არჩევანის წინაშე დგება: მან შეიძლება იხსნას კაცობრიობა, მაგრამ ვეღარასდროს ნახავს საკუთარ ოჯახს. პოლოტი მისიაში წასვლაზე თანხმდება და იწყება გასაოცარი, მოულოდნელობებით აღსავსე კოსმოსური მოგზაურობა.

საინტერესო ფაქტი: ფილმის ფინალურ მომენტში კუპერი შეგნებულად ვარდება შავ ხვრელში და უჩვეულო 5-განზომილებიან სივრცეში ხვდება, საიდანაც ის ქალიშვილისთვის შეტყობინების გაგზავნას ცდილობს. დასასრულმა უამრავი კითხვის ნიშანი დატოვა და მაყურებელი დღემდე განიხილავს სხვადასხვა თეორიას დრო-სივრცეში მოგზაურობის შესახებ. ფილმს თავდაპირველად გაცილებით პროგნოზირებადი და იოლად წარმოსადგენი დასასრული ჰქონდა. ამ ვერსიაში ფილმი სრულდებოდა “ჭიის ხვრელის” (wormhole) განადგურებითა და კუპერის  მცდელობით, მონაცემები ქალიშვილს გაუგზავნოს. ამ მომენტმა ფილმის დასასრულზე დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა ხუთგანზომილებიანი კარადა, გამრუდებული დრო და კუპერის შეხვედრა ქალიშვილთან, შემდეგ დაამატეს.

2. დასაწყისი (2010)

სიუჟეტი: კობი (ლეონარდო დიკაპრიო) ქურდია, თუმცა არა ჩვეულებრივი ქურდი. ის ოფისების, სახლებისა თუ კომპიუტერების გატეხვით არაა დაკავებული – იგი მძინარე ადამიანების ფასეული, ღრმად დამარხული საიდუმლოებების მოპარვის დიდოსტატია. ამგვარმა ცხოვრებამ კობის ყველაფერი მისცა, რაც უნდოდა, თუმცა დგება ეტაპი, როცა მან პასუხი უნდა აგოს: თითოეული მოპარული აზრის საპირისპიროდ, მან ერთი უნდა გაიღოს. ფილმი დატვირთულია წარმოუდგენელი იდეებით, ეხება და ვიზუალურად გვიჩვენებს ადამიანის აზროვნების უმაღლეს საფეხურებს, საოცრად კომპლექსური და რთული გასაგებია, იმდენად, რომ მისი ერთხელ ნახვა შეიძლება არც იყოს საკმარისი.

საინტერესო ფაქტები: დასაწყისში მთავარი როლების თანამდებობები და იერარქია კინოგადამღები ჯგუფის ფუნქციებზე ალუზიას წარმოადგენს: კობი რეჟისორია, ართური – პროდიუსერი, არიადნე – დიზაინერ-პროდიუსერი, ეიმსი – მსახიობი, საიტო სტუდიას წარმოადგენს, ფიშერი კი – მაყურებელს. მთავარი პერსონაჟების სახელების ინიციალები: Dom, Robert, Eames, Arthur, Mal, Saito გვაძლევს სიტყვას “Dreams” (სიზმრები), ხოლო თუ მას პიტერის, არიადნესა და იუსუფის (Peter, Ariadne, Yusuf) სახელის ინიციალებსაც დავუმატებთ, მივიღებთ “Dreams pay” (სიზმრებით გადახდა). მოგეხსენებათ, ეს პერსონაჟებიც აზრების ქურდები არიან.

3. გაქცევა შოუშენკიდან (1994)

სიუჟეტი: ენდი დიუფრეინის ნორმალური ცხოვრება ერთბაშად ირევა, როცა მას შეცდომით თავისი ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობაში ადანაშაულებენ და ციხეში სვამენ. ის შოუშენკის ტუსაღი ხდება და იქაურ პატიმრებს უმეგობრდება, განსაკუთრებით კი შოუშენკის დიდი ხნის მკვიდრ რედს.

საინტერესო ფაქტი: ყველას გვიყვარს ამ ფილმის ამაღელვებელი დასასრული, როცა რედი ენდის საძებნელად მიდის. ფინალი კი შეიძლება ასეთი სულაც არ ყოფილიყო, რეჟისორ ფრენკ დარაბონტს თავისი რომ გაეტანა. მას სურდა, ფილმი რედის მიერ ენდის ძებნით დაესრულებინა და შეხვედრის სცენა არ გადაეღო. საბოლოოდ ფინალი ლიტერატურული პირველწყაროსა და დარაბონტის ვერსიის კომპრომისული ვარიანტია – მაყურებელი ენდის და რედის გულისამაჩუყებელ შეხვედრას პირდაპირ კი არ უყურებს, არამედ თანდათან დაშორებული კადრით ადევნებს თვალს, თუ როგორ უახლოვდება რედი სანაპიროზე მყოფ ენდის. და ეს დასასრული შესანიშნავია.

4. მწვანე გზა (1999)

სიუჟეტი: მწვანე გზას და გაქცევას შოუშენკიდან გაცილებით მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: ორივეს მოქმედება ციხეში ხდება და ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი “უდანაშაულო დამნაშავეა”, ორივეს რეჟისორი ფრენკ დარაბონტია და ორივე სტივენ კინგის რომანების მიხედვითაა გადაღებული. მწვანე გზის მოქმედება 1930-იანებში მიმდინარეობს, მთავარი გმირი კი ციხის ყარაული პოლ ეჯკომბია, რომელიც სიკვდილმისჯილ შავკანიან გიგანტს ადევნებს თვალყურს.

საინტერესო ფაქტი: პოლ ეჯკომბის როლზე, რომელშიც დღეს ტომ ჰენკსის გარდა ვერავინ წარმოგვიდგენია, კინაღამ ჯონ ტრავოლტა დაამტკიცეს. მასზე საბოლოოდ თავად ტრავოლტამ თქვა უარი. ამ არჩევანით სტივენ კინგიც კმაყოფილი დარჩა. კიდევ ერთი: ჯონ კოფის როლზე მაიკლ კლარკ დუნკანი რეჟისორს ბრიუს უილისმა შესთავაზა.

5. შეშლილთა კუნძული (2010)

სიუჟეტი: თრილერის მოქმედება 1954 წელს მიმდინარეობს. მარშალ ტედი დენიელსი (ლეონარდო დიკაპრიო) აშეკლიფის ჰოსპიტალიდან უცნაურ ვითარებაში გაუჩინარებული პაციენტის ამბავს იძიებს. ამ დაძაბულ თრილერში მაყურებელი დენიელსის გამოძიებას კვალდაკვალ მიჰყვება, თუმცა მოვლენები იძაბება და მთავარი გმირის ნორმალურობაშიც ეჭვი ეპარება.

საინტერესო ფაქტი: ფილმის ინგლისური სახელწოდება “Shutter Island” ანაგრამაა როგორც “Truths and Lies”-ის, ისე “Truths and Denials”-ისა.

6. მეექვსე გრძნობა (1999)

სიუჟეტი: ფსიქოლოგიური თრილერი მოგვითხრობს რვა წლის ბიჭზე, რომელსაც სჯერა, რომ მკვდრების სამყაროს დანახვა შეუძლია, და ბავშვთა ფსიქოლოგ მალკოლმ ქროუზე, რომელიც ცდილობს კოულს დაეხმაროს. ქროუ ხვდება, რომ ბავშვი მართლაც ხედავს გარდაცვლილთა სულებს, მაგრამ ეს ერთადერთი სიურპრიზი არ არის.

საინტერესო ფაქტები: ფილმის სპეციალურ DVD ვერსიაში, თუ მთავარ მენიუში დიდხანს დარჩით, ეკრანზე მოჩვენებასავით ჩაივლის გამაფრთხილებელი ტექსტი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: რას ნიშნავს ლათინური ფრაზა, რომელსაც კოული მალკოლმთან პირველი შეხვედრისას ჩაილაპარაკებს –  “De profundis clamo ad te domine”. ეს 129-ე ფსალმუნის ტექსტია და ითარგმნება, როგორც “სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო”.

7. ფორსაჟი 7 (2015)

სიუჟეტი: ყველას ახსოვს მსახიობ პოლ უოკერის ტრაგიკული სიკვდილი. ამ შემთხვევამ ფორსაჟი 7-ისა და მისი მომავალი ნაწილების ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუმცა სცენარის დასრულება მაინც მოხერხდა და ფორსაჟი 7 საკმაოდ კარგი ფილმი გამოვიდა. სიუჟეტის მიხედვით, ტორეტო და მისი გუნდი შაუსა და “ღმერთის თვალის” პროგრამის წინააღმდეგ ერთიანდებიან. აღნიშნულ პროგრამას ნებისმიერი ტექნოლოგიური მოწყობილობის სახიფათო იარაღად გადაქცევა შეუძლია.

საინტერესო ფაქტი: ფორსაჟისა და იქს-ადამიანების სერიების გამოსვლის წლები ძალიან ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, იქს-ადამიანები 2 (2003) და ორმაგი ფორსაჟი (2003), იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა (2006) და ფორსაჟი 3 (2006), იქს-ადამიანები: დასაწყისი (2009) და ფორსაჟი 4 (2009), იქს-ადამიანები: პირველი კლასი (2011) და ფორსაჟი 5 (2011), იქს-ადამიანები: სამურავი (2013) ფორსაჟი 6 (2013). ფორსაჟი 7-იც 2014 წელს უნდა გამოსულიყო, ანუ მაშინ, როცა იქს-ადამიანები: მომავლის განვლილი დღეები (2014) გამოვიდა, მაგრამ პოლ უოკერის სიკვდილის გამო გამოსვლის თარიღმა ერთი წლით გადაიწია.

8. შეპყრობილი (2014)

სიუჟეტი: ენდრიუ ნეიმანი – ახალგაზრდა და ნიჭიერი დრამერი – წარმატების მიღწევას ცდილობს. ერთ დღეს ის პროფესიონალ, მაგრამ ტირან ინსტრუქტორს, ფლეტჩერს ხვდება, რომელიც ნეიმანს ქანცის გაწყვეტამდე ავარჯიშებს და უამრავ ოფლს, სისხლსა და ცრემლს აღვრევინებს. მათ შორის დაძაბული და დრამატული ურთიერთობა ვითარდება და დრამერს უამრავი რამის გადატანა მოუწევს ნამდვილი წარმატების მიღწევამდე. დემიენ შაზელის შეპყრობილი შეტანილია “1001 ფილმში, რომლებიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ” და ის ნამდვილად იმსახურებს ამ საპატიო სიაში ყოფნას.

საინტერესო ფაქტები: ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ფაქტი ამ ფილმის შესახებ ისაა, რომ ის 19 დღეშია გადაღებული! საინტერესოა ისიც, რომ სიტყვა “Whiplash” ტაილანდურ ენაზე გამოითქმის როგორც “whip pa laad” და ნიშნავს “იყავი გიჟი, იყავი შეშლილი” – რაც მართლაც სრულყოფილად ეხმიანება ფილმის სულისკვეთებას.

9. შინდლერის სია (1993)

სიუჟეტი: შინდლერის სია, ისევე როგორც მისი ლიტერატურული პირველწყარო – ტომ კენილის ამავე სახელწოდების რომანი, სრულიად რეალურ ისტორიას ეფუძნება. თავმომწონე და მდიდარმა ბიზნესმენმა ოსკარ შინდლერმა იმით გაითქვა სახელი, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილისგან იხსნა 1100-ზე მეტი ადამიანი. სტივენ სპილბერგის მიერ შავ-თეთრ ფერებში მოთხრობილი რეალური ისტორია ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ფილმია.

საინტერესო ფაქტი: წითელპალტოიანი გოგონა, რომელიც ფილმში უცოდველობის და დაუცველობის სიმბოლოა, ფილმში გეტოს ლიკვიდაციის მომენტამდე ჩნდება. იგი რეალურად არსებული პიროვნებაა – რომა ლიგოკა (ებრაული სახელი – რომინკა ლიბლინგი), რომელიც კრაკოვის გეტოს გადაურჩა. მოგვიანებით მან დაწერა ავტობიოგრაფია სახელწოდებით “წითელპალტოიანი გოგონა”, რომელშიც ჰოლოკოსტისა და გადარჩენის ისტორია აღწერა.

10. ფორესტ გამპი (1994)

სიუჟეტი: ფილმი უინსტონ გრუმის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა და მოგვითხრობს დაბალი აიქიუს მქონე, მაგრამ ძალიან იღბლიან ყმაწვილზე, რომლის ცხოვრებაც წარმოუდგენელი სიურპრიზებითაა სავსე. ის სირბილის განსაკუთრებული უნარით გახდება ცნობილი, წავა ვიეტნამში, გაიმარჯვებს, შეხვდება ამერიკის პრეზიდენტს და საპატიო ჯილდოსაც მიიღებს მისგან, გახდება წარმატებული ბიზნესმენი… რაც მთავარია, ფორესტი ცხოვრებისეულ ორომტრიალში არასდროს კარგავს სუფთა გულს და ბედნიერების ბავშვურ შეგრძნებას.

საინტერესო ფაქტები: ფორესტ გამპი ტომ ჰენკსის მეორე ფილმია, რომლის მთავარი როლი თავდაპირველად ჯონ ტრავოლტას შესთავაზეს (გაიხსენეთ მწვანე მილი). კიდევ ერთი ფაქტი: ფორესტ გამპისა და გემრიელად ჭამის მოყვარულებისთვის აშშ-ში, იაპონიაში, ორლანდოში, მექსიკის ფლორიდაში, მალაიზიაში, ფილიპინებში, ინდონეზიასა და ბრიტანეთში დაახლოებით 1 წლის წინ გაიხსნა “ფორესტისა და დენის კრევეტების იმპერიის” თემატიკის რესტორანი “ბუბა გამპი”, რომლის კარიც ყველასთვის ღიაა.

ბუბა გამპიგამორჩეულად პოპულარულიგაქცევა შოუშენკიდანდამთხვევებიდასაწყისიდემიენ შაზელიინტერსტელარიიქს-ადამიანებილეონარდო დიკაპრიომეექვსე გრძნობამწვანე გზაპოლ უოკერისაინტერესო ფაქტებისიუჟეტისტივენ სპილბერგიტომ ჰენკსიუცნაურიფაქტებიფილმებიფორესტ გამპიფორსაჟიფრენკ დარაბონტიშეპყრობილიშეშლილთა კუნძულიშინდლერის სიაჯონ ტრავოლტა
Previous Post

გიგა ჭიკაძის ქალიშვილს მოკლემეტრაჟიან ფილმში გადაიღებენ

Next Post

ჯოზეფ ფაინსი: "ყოველ მარცხს უკეთესი მომავლის იმედით შევყურებ"

Next Post
ჯოზეფ ფაინსი

ჯოზეფ ფაინსი: "ყოველ მარცხს უკეთესი მომავლის იმედით შევყურებ"

ახალი ამბები

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5587

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5671

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
2940

ბოლოს დამატებული

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020