სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ძლიერი და დამოუკიდებელი პერსონაჟი ქალები დისნეის ფილმებიდან

Cinemania ავტორი Cinemania
25 ოქტომბერი, 2018
რუბრიკა საბავშვო
0
ძლიერი და დამოუკიდებელი პერსონაჟი ქალები დისნეის ფილმებიდან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დაგვეთანხმებით, რომ დისნეის პერსონაჟმა ქალებმა ყოველთვის შესანიშნავად იცოდნენ, როგორ უნდა მიეღწიათ მიზნებისთვის და რა გაეკეთებინათ საკუთარი ოცნების ასასრულებლად. ისინი ხშირად დამოუკიდებლად წყვეტენ პრობლემებს, ძნელბედობისასაც პოულობენ ძალას საკუთარ თავში და არასდროს ამბობენ უარს საკუთარ ოცნებებზე. დისნეის თანამედროვე პერსონაჟმა ქალებმა კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვეს, უფრო ამბიციური გმირები რიგ შემთხვევებში ნამდვილ ლიდერებადაც გვევლინებიან.

დღეს დისნეის ყველაზე ძლიერ, დამოუკიდებელ ქალებს წარმოგიდგენთ.

1. ბელი (მზეთუნახავი და ურჩხული)

ბელი გულკეთილი, წყნარი ბიბლიოფილი გოგონაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ადვილად დაჩაგრავ. ის მოხერხებულად არიდებს თავს გასტონის მოურიდებელ არშიყს, შემდეგ კი ფეხს დაუდებს და სახლიდან გააგდებს და იმ ჩექმებსაც მიუყრის, რომლებიც გასტონმა ასე ურცხვად გაიხადა მის სახლში.

2. რაპუნცელი

როცა რაპუნცელი მღერის “როდის დაიწყება ჩემი ცხოვრება?”, ძნელია არ გავიფიქროთ, რომ მას ისედაც სავსე და შინაარსიანი ცხოვრება აქვს. რასაკვირველია, რაპუნცელს ძალიან უნდა კოშკიდან გასვლა და სამყაროს ნახვა, მაგრამ კოშკში ჩაკეტილიც კი ახერხებს, თავისთვის საინტერესო საქმეები გამონახოს. ის ამზადებს სადილებს, კითხულობს და ხატავს. და თანაც – როგორ. შეხედეთ მის მიერ მოხატულ კედლებს!

3. ანა (გაყინული)

მიუხედავად იმისა, რომ ელზა ზებუნებრივ ძალას ფლობს, მის დაიკო ანას სხვა ძლიერება გააჩნია. ის ძლიერი, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიმღები გოგონაა. გაიხსენეთ მომენტი, როცა კრისტოფი ჩრდილოეთის მთებისკენ მიმავალ ანას გზას არ მიასწავლის, გოგონა მას ხვეწნას არ დაუწყებს, ამის ნაცვლად არწმუნებს მას, რომ მუდმივი ზამთრის შეჩერება ყველას ინტერესშია.

4. არიელი (პატარა ქალთევზა)

არიელი ექსცენტრიკული და გულუბრყვილო გოგონაა, რის გამოც ზღვის სხვა ბინადრებს არ ჰგავს. მაგრამ ის მათგან განსხვავებით ასევე დიდი ცნობისმოყვარეობითა და ახლის შეცნობის წყურვილითაა სავსე. იმდენად, რომ ხმელეთისა და მისი ბინადრების გაცნობის მიზნით უძვირფასეს ხმასაც კი შეელევა.

5. დორი (ნემოს ძიებაში)

მიუხედავად გულმავიწყობისა, დორი ერთ-ერთი უჭკვიანესი თევზია. გულკეთილი და გონიერი დორი საკუთარი სურვილით, სრულიად უანგაროდ ეხმარება მარლინს შვილის პოვნასა და პარალელურად, სამყაროს ახლებურად დანახვაში. მას სჯერა საკუთრი თავის, უშიშარია და მიაჩნია, რომ თავგადასავლები – ეს ყველაზე დიდი გამოცდილებაა. და ჰო: მან ადამიანების ანბანი და ვეშაპების ენაც კი იცის!

6. ჟასმინი (ალადინი)

მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი პრინცესაა, მას სასახლის დატოვების უფლება არ აქვს და ქვეყანასაც ვერ მართავს, თუ ცოლად პრინცს არ გაჰყვა. მაგრამ ის არ ემორჩილება კანონს, უარს ამბობს უსიყვარულოდ დაქორწინებაზე და უბრალოდ გადაცმული ქალაქში გარბის.

7. მერიდა (მამაცი)

დაუდგრომელი, მამაცი და თავგადასავლების მაძიებელი მერიდა ნამდვილი მაგალითია პატარა გოგონებისთვის, რომლებსაც სხვები არიგებენ, რა უნდა მოსწონდეთ და რა უნდა აკეთონ. მერიდა თავად ირჩევს საკუთარი ცხოვრების გზას და შეცდომებზეც ბევრს სწავლობს.

8. მულანი

მულანი საოცარი სიმამაცისა და ღირსების მქონე მეომარი გოგონაა. ოჯახის ღირსების დასაცავად, ის ბიჭად გადაცმული მიდის ჩინეთის არმიაში, კაცების მხარდამხარ ვარჯიშობს და იბრძვის და იმპერატორის სიცოცხლესაც კი იხსნის. ჩინეთის მმართველმა მას თავისი ხელით გადასცა ხმალი, ხალხმა კი მუხლი მოუყარა ქალს, რომელმაც გათხოვებაზე უარი თქვა, თმა შეიჭრა და გააკეთა ის, რაც მის გულს სურდა.

9. ჯესი (სათამაშოების ისტორია 2)

ჩვენს საყვარელ სათამაშოებს სათამაშების ისტორიის მეორე ნაწილში მორიგი წევრი, ქარიზმატული და მომხიბვლელი ჯესი შეემატა. ის ნამდვილი კოვბოი გოგონაა. არასდროს უშინდება სიმართლის პირდაპირ თქმას, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და თუ საჭიროა, თავის პრობლემებზეც ლაპარაკობს.

11. კონკია

მართალია კონკია დედინაცვალს და მის ორ უქნარა შვილს ემსახურება, უზარმაზარი სახლის მენეჯმენტს და მართვას იდეალურად ახერხებს. გარდა ამისა, არ ავიწყდება ცხოველებზე ზრუნვაც და თუნდაც ძველმანები ეცვას, მაინც სუფთად და მიმზიდველად გამოიყურება. ამასთან ერთად, რაღაც სასწაულით ახერხებს საშინელი ხასიათის დედინაცვალსა და ნახევარდებთან ურთიერთობას ისე, რომ მოთმინებიდან არ გამოდის. ის ნამდვილად ძლიერი ხასიათის გოგონაა.

12. პოკაჰონტასი

პოკაჰონტასი თავისუფალი სულის განსახიერებაა. ის ყოველთვის იოლი გზით სიარულს როდი ირჩევს, მაგრამ არჩევანს ყოველთვის საკუთარი გულის კარნახით აკეთებს და ცდილობს, ეს გზა სწორი იყოს. მას უყვარს საკუთარი ხალხიც და უცხოელი ჯონ სმიტიც და გააჩნია იმდენი სიბრძნე და გავლენა, რომ ბელადი მამა დაარწმუნოს, ყველა თეთრკანიანი ცუდი და საშიში ადამიანი არაა.

12. ფლორა (მძინარე მზეთუნახავი)

მძინარე მზეთუნახავის ფერიების ტრიო ნამდვილი ოცნების გუნდია, მათთვის არ არსებობს შეუსრულებელი მისია, მაგრამ ფლორა ამ სამეულშიც კი გამოირჩევა. ის ჭეშმარიტი ლიდერია, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და ავრორას კაბის ფერსაც არავის უთმობს.

13. ტიანა (პრინცესა და ბაყაყი)

ოცნებების რეალობად ქცევაზე გაფიქრებისას ბევრს ახსენდება ტიანა – გოგონა, რომელიც იმდენ ხანს მიილტვოდა საკუთარი ოცნებისკენ, ისე მიზანსწრაფულად და ბეჯითად, რომ საბოლოოდ აისრულა კიდეც. როგორც ნამდვილმა ძლიერმა ქალმა, ტიანამ საკუთარი ძალებით მოახერხა რესტორნის გახსნა და მისი გულმოდგინება ჯილდოს გარეშეც არ დარჩენილა.

ანაარიელიბელიდამოუკიდებელი ქალებიდისნეიდისნეის ქალი გმირებიდოეიკონკიამერიდამულანიპერსონაჟი ქალებიპოკაჰონტასიჟასმინირაპუნცელიტიანაფლორაძლიერი ქალებიჯესი
Previous Post

10 ფილმი დაქალებზე, სადაქალოზე და მოკლედ, ქალურ მეგობრობაზე

Next Post

ის, რაც ახალი სერიალის - "მანიაკი" ყურებისას გამოგრჩათ

Next Post
ის, რაც ახალი სერიალის – “მანიაკი” ყურებისას გამოგრჩათ

ის, რაც ახალი სერიალის - "მანიაკი" ყურებისას გამოგრჩათ

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020