უკვე 7 წელია, რაც რაიაინ რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი დაქორწინებულები არიან და ჰოლივუდის ერთ-ერთ სამაგალითო წყვილადაც ითვლებიან, თუმცა მათ შეხვედრამდე რაიანს რამდენიმე სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა.
მაშ ასე, ერთად გადავავლოთ თვალი დედპულის ვარსკვლავის სასიყვარულო ისტორიას:
1. მელისა ჯოან ჰარტი
ახალგაზრდა მსახიობები ერთმანეთს 1996 წელს “საბრინა – თინეიჯერი მგელის” გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ და, გავრცელებული ხმების თანახმად, მათ შორის მცირეხნიანი, თუმცა საკმაოდ ვნებიანი რომანი გაჩაღდა.
2. ტრეილორ ჰოვარდი
90-იანი წლების მიწურულს რაიანმა მონაწილეობა მიიღო სიტკომში “ორი ბიჭი, გოგონა და პიცერია”, რომლის გადასაღებ მოედანზეც გაიცნო ტრეილორი და ისინი ერთმანეთს 8 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ.
3. კრისტენ ჯონსონი
ტრეილორთან დაშორების შემდეგ რაიანს დრო უქმად არ დაუკარგავს და 1999 წელს შეხვედრა კიდევ ერთ კოლეგასთან დაიწყო. საბოლოო ჯამში, მათი სასიყვარულო ურთიერთობა 1 წლის განმავლობაში გაგრძელდა.
4. რეიჩელ ლი კუკი
2000-იანი წლების დასაწყისში გავრცელებული ხმების მიხედვით, რაიანსა და რეიჩელს მცირეხნიანი რომანი ჰქონდათ.
5. ალანის მორისეტი
პოპულარული მომღერალი და მსახიობი ერთმანეთს 2002-2007 წლებში ხვდებოდნენ და დანიშნულებიც კი იყვნენ, თუმცა მათი ურთიერთობა ქორწინებამდე დასრულდა.
6. სკარლეტ იოჰანსონი
ხუთწლიანი და საკმაოდ სერიოზული ურთიერთობის დასრულების შემდეგ რაიანმა ძალიან მალევე დაიწყო შეხვედრა სკარლეტთან და ერთი წლის შემდეგ წყვილმა ნიშნობის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა. ისინი 2008 წელს დაქორწინდნენ და ერთად 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა 2011 წელს ჰოლივუდის ვარსკვლავების ოჯახური თანაცხოვრება განქორწინებით დასრულდა.
7. სანდრა ბულოკი
სკარლეტთან განქორწინების შემდეგ და ბლეიკთან შეხვედრამდე, რაიანს რომანტიკულად საკმაოდ დატვირთული 2011 წელი ჰქონდა. ამ პერიოდში ის რამდენიმე ქალს ხვდებოდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კი სანდრა იყო, რომელთან ერთადაც რეინოლდსმა წინადადებაში ითამაშა.
8. აგნეს ფიშერი
ასევე 2011 წელს პაპარაცებმა რეინოლდსი რამდენჯერმე შეამჩნიეს გერმანელ მოდელთან ერთად, რამაც, რა თქმა უნდა, მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ჭორების გავრცელება გამოიწვია.
9. შარლიზ თერონი
კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ქალბატონი, ვისი სახელიც 2011 წელს რაიან რეინოლდსს დაუკავშირდა, ოსკაროსანი მსახიობი შარლიზ თერონია. გავრცელებული ხმების თანახმად, ისინი ერთმანეთს ზაფხულის განმავლობაში ხვდებოდნენ, თუმცა განსხვავებული პრიორიტეტების გამო ურთიერთობა აღარ გააგრძელეს.
10. ბლეიკ ლაივლი
მსახიობები ერთად თამაშობდნენ ფილმში მწვანე ლამპარი. თავიდან მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა ერთმანეთის მიმართ რომანტიკული გრძნობები გაუჩნდათ. წყვილმა 2012 წელს იქორწინა, მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ და როგორც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რამდენიმე თვეში მესამესაც ელოდებიან.