სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

როგორ “წავიკითხოთ” კინო – რჩევები დამწყებ კინომოყვარულებს

Cinemania ავტორი Cinemania
20 აპრილი, 2019
რუბრიკა საინტერესო
0
როგორ “წავიკითხოთ” კინო – რჩევები დამწყებ კინომოყვარულებს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენ ყველანი ვუყურებთ ფილმებს – ზოგს მძაფრსიუჟეტიანი ბლოკბასტერები ურჩევნია, ზოგსაც არტჰაუსი, თუმცა მთავარი, რაც სხვადასხვა გემოვნების ადამიანებს აერთიანებთ, ეს  ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე “ახალგაზრდა” განხრის მიმართ სიყვარულია.

ადრე თუ გვიან ნებისმიერი კინომანი ერთი მნიშვნელოვანი კითხვის წინაშე დგება: “რით უნდა შევაფასო კინო?” და თუ მხოლოდ არგუმენტი “მომწონს” საკმარისი არაა, მაშინ დაფიქრება და სურათის გაანალიზება გვმართებს. მაგრამ როგორ? ჩვენ შევკრიბეთ რამდენიმე მარტივი რჩევა, რომლებიც კინემატოგრაფის უსასრულოდ მრავალფეროვან სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ.

1. სცადეთ სიუჟეტის მოყოლა

დავიწყოთ ყველაზე იოლით. წარმოიდგინეთ, რომ ახლახან ნახეთ ფილმი და არ იცით, მეგობრებს ურჩიოთ თუ არა ის. წიგნის “კინოს ენა” ავტორი დალინა კუზნეცოვი რეკომენდაციას გვაძლევს, ფილმის ანალიზი მარტივი ლოგლაინით – ანუ სიუჟეტის უმოკლესი აღწერით დავიწყოთ. ზუსტად ასეთი სინოფსისებს უგზავნიან პროდიუსერებს, ახალი პროექტებით რომ დააინტერესონ. სწორედ ასეთი მოკლე სინოფსისებით ახერხებენ პროდიუსერების დაინტერესებას და მისი ათვისება არც დამწყები მაყურებლებისთვისაა ურიგო.

ამრიგად, ფრენსის ფორდ კოპოლას კლასიკის, ნათლიას (1972) ლოგლაინი შემდეგნაირად შეიძლება გამოიყურებოდეს: “ესაა ამბავი ძლიერი მაფიოზური კლანის შვილზე, რომელიც ცდილობს თავისი ოჯახის საქმიანობისგან დისტანცირდეს, მაგრამ ძმის მკვლელობა და მამის სიკვდილი მას აიძულებს, კლანის მმართველობა თავად აიღოს ხელში.”

2. შეაფასეთ დიალოგები

ხმოვანი კინოს გამოგონების შემდეგ ზოგიერთ რეჟისორს ეშინოდა, რომ კინემატოგრაფი, როგორც ხელოვნება, მოკვდებოდა: ასე ხომ მონტაჟის რთული ტექნიკა საჭირო აღარ იქნებოდა, რადგან სიუჟეტს სიტყვები მარტივად გასაგება გახდიდა. მაგრამ ასე სულაც არ მოხდა. კინო არ მომკვდარა, უბრალოდ მიმართულება შეიცვალა. უმუშევრები დარჩნენ მსახიობები, რომელთა ხმაც გახმოვანებისთვის არ გამოდგებოდა, მაგრამ თავად ხელოვნება ხმას მოერგო და კინოში კარგ დიალოგებს ოქროს ფასი დაედო. რეჟისორებს და პროდიუსერებს უფრო სერიოზული გამოწვევები ჰქონდათ, ვიდრე ექსპოზიციითა და მონტაჟით ექსპერიმენტებია. მაგალითად, ჰიჩკოკი ოსტატურად მუშაობდა კადრის შევსებაზე და მის გმირებზე ბევრი შეგვიძლია გავიგოთ მათ გარშემო არსებული დეტალებით.

“არსებობს “საპნის ოპერის” და ჟანრობრივად მისი მსგავსი პროდუქცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გმირების საუბარზეა აგებული, რადგან საპნის ოპერების უმეტესობა გათვლილია ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ეკრანს თვალმოუშორებლად ვერ უყურებენ, რადგან სამზარეულოში ან სხვაგან საქმეზე აქვთ ყურადღება გადატანილი. ასეთი ნაწარმოების აღსაქმელად თვალი აუცილებელი არაა.”

ციტატა წიგნიდან “კინოს ენა”

3. ყურადღებით დააკვირდით ფონს

როგორც წესი, ფილმის პირველად ყურებისას ჩვენი მთავარი ყურადღება სიუჟეტის, იმ ამბის განვითარებისკენაა მიპყრობილი, რომელსაც გმირებს შორის დიალოგით მივყვებით.

სინამდვილეში ეკრანზე, ფართო კადრში შეიძლება არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ მოხდეს, რასაც თავიდან ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ. მაგალითად, უილიამ უაილერის ფილმის – ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები – ერთ ეპიზოდში პირველად თვალში გვხვდება ფორტეპიანოზე დაკვრის ერთდროულად შემაშოთებელი და მშვენიერი სცენა – ორიდან ერთი პიანისტი (მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი) ხელის ნაცვლად კაუჭით უკრავს. ამ დროს უკანა პლანზე მესამე მთავარი გმირი დაძაბულ სატელეფონო საუბარშია გართული. აღნიშნული მამაკაცის ემოციებს დაკვირვებული მაყურებელი მხოლოდ ჟესტიკულაციითაც ამოიცნობს. ეს ორი სცენა, რომლებიც ერთ კადრშია მოქცეული, ფილმისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

4. ეძებეთ “სააღდგომო კვერცხები”

პოსტმოდერნიზმმა, რომელიც ამასობაში მოდიდან გადადის, თუმცა პოზიციების დათმობა ჯერჯერობით მაინც არ სურს, ციტირების ხელოვნება უპრეცედენტო სიმაღლემდე აიყვანა. ალუზიები და კავშირები ხელოვნების სხვა ნაწარმოებებთან ფილოსოფიასა და სამეცნიერო ნაშრომებში ყოველთვის მაღალი გემოვნების ნიშნად ითვლებოდა, შესაბამისად, ცნობილი ხელოვანები ყოველთვის ციტირებდნენ ერთმანეთის ან ძველი კლასიკური ნიმუშების სიტყვებს, სტილს ან ფორმას.

კინოშიც ასეა: რეჟისორები ციტირებენ ერთმანეთს, კლასიკას თუ თანამედროვეობას. ამით ან პატივისცემას გამოხატავენ, ან უბრალოდ პაროდირებენ, ანდაც კლასიკასა და ფილოსოფიას იხსენებენ, თანამედროვე ფრენჩიზის გმირებს რელიგიურ საბურველში ხვევენ და ასე უსასრულოდ. სწორედ პოსტმოდერნიზმის დამსახურებით მოხვდნენ Marvel-ის (და არამარტო მარველის) კინოსამყაროში სკანდინავიური მითოლოგიისა და სხვადასხვა კულტურული სამყაროს გმირები. დააკვირდით ამ კუთხით ფილმებს და რაც მეტ ფილმს ნახავთ, მით უფრო ხშირად შეამჩნევთ კავშირებსა და ალუზიებს სხვადასხვა ღირებულებების, თემისა და ეპოქის ხელოვნებისა და პოპკულტურის წარმომადგენლებთან.

5. გაეცანით რეჟისორების ბიოგრაფიას

კინო – ეს მთელი სამყაროა, რომელშიც საინტერესოა არამხოლოდ ფილმი, არამედ მისი გადაღების პროცესიც. გირჩევთ, დაინტერესდეთ ფილმების არამარტო შექმნის, არამედ შემქმნელის ისტორიითაც. გაიგეთ მეტი მსახიობებსა და რეჟისორებზე და მათ ფილმებს სრულიად ახლებური თვალით შეხედავთ.

დასაწყისისთვის შეგვიძლია შემოგთავაზოთ ცნობილი რეჟისორების ბიოგრაფიების მცირე ჩამონათვალი. რასაკვირველია, სია ძალიან გრძელია. ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც კინოს შემქმნელების, მისი შექმნის პროცესსა და შემდგომ გამოხმაურებებზე ვიღებთ, უმნიშვნელოვანესია ჩვენი კინომოყვარულად ქცევის პროცესში.

  • ბრაიან ჯეი ჯონსი, “ჯორჯ ლუკასის ცხოვრება”;
  • დევიდ ლინჩი, კრისტინ მაკკენა “სიზმრის ოთახი”;
  • დევიდ იცკოფი “რობინი”;
  • ტომ შონი, “ვუდი ალენი, რეტროსპექტივა. ილუსტრირებული ბიოგრაფია”;
  • მაიკლ ბენსონი, “კოსმოსური ოდისეა, 2001”

 

მომზადებულია: eksmo.ru-ს მიხედვით

ბიოგრაფიებიდიალოგებიკადრებიკინოკინომოყვარულებიკინოხელოვნებამუნჯი კინორეჟისორებირეჟისურასააღდგომო კვერცხისინემანიასიუჟეტიფონიხელოვნებახმოვანი კინო
Previous Post

ლეონარდო დიკაპრიომ საყვარელი სიმღერა დაასახელა

Next Post

"ავატარის" გაგრძელებაში მიშელ იეო ითამაშებს

Next Post
“ავატარის” გაგრძელებაში მიშელ იეო ითამაშებს

"ავატარის" გაგრძელებაში მიშელ იეო ითამაშებს

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020