როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე თვის 18 რიცხვში „HBOMAX“-სა და კინოთეატრებში შედგა „Zack Snyder’s Justice League“-ის პრემიერა. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი #ReleaseSnyderCut (გამოუშვით სნაიდერის ვერსია) მოძრაობის დამსახურებაა, რომელსაც 2020 წელში მილიონობით ადამიანი შეუერთდა და საბოლოოდ კინოსტუდია აიძულა წასულიყო კომპრომისზე და სნაიდერის ვერსია ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
რა თქმა უნდა მსგავსი გამარჯვება ფანებისათვის და ნებისმიერი კინომოყვარულისათვის უდიდესი სიხარულია, თუმცა საკმარისი არაფერი არასოდეს არ არის! ცნობილი გამოთქმა, „რაც მეტი გაქ გაცილებით მეტი გინდა“ ერთი ერთში შეეფერება იმ სიტუაციას, რომელიც ახლა სხვადსხვა სოციალურ ქსელებში ხდება. #RestoreTheSnyderVerse (აღადგინეთ სნაიდერის კინოსამყარო) ახალი მოძრაობაა, რომელსაც უკვე მილიონობით მიმდევარი გამოუჩნდა და Twitter-ზე უკვე კომენტართა რაოდენობა ექვს ციფრიან რიცხვს გაცდა.
#RestoreTheSnyderVerse is trending worldwide with over 1M tweets after the success of #ZackSnydersJusticeLeague pic.twitter.com/TS2KO27It4
— DiscussingFilm (@DiscussingFilm) March 26, 2021
ყველასთვის ცნობილია, რომ კრისტოფერ ნოლანის ტრილოგიის დასრულების შემდეგ DC-ის ახალი სამყაროს შექმნაში საკმაოდ დიდი წლილი სნაიდერმა შეიტანა და „Man Of Steel“-ის შექმნის შემდგომ გეგმავდა მარველის მსგავსი, DC-ის გრანდიოზული კინოსამყარო შეექმნა, თუმცა Batman v. Superman: Dawn of Justice“-ის დასრულებისა და შემდგომ უკვე „Justice League“-ის გადაღებების დროს მომხდარმა ტრაგედიამ (გარდაიცვალა მისი 20 წლის ქალიშვილი, რომელმაც სუიციდი ჩაიდინა) ზაკის ხსენებულ ჩანფიქრს დაღი დაასვა. მაგრამ უკვე 4 წლიანი შესვენების შემდგომ და #ReleaseSnyderCut-ის გრანდიოზული დახამრების შედეგად შეიქმნა 4 საათიანი შედევრი, რომელიც აბსოლუტურად ყველას მოეწონა და ყველა სნაიდერის შესაძლებლობებსა და ხედვაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. შეგახსენებთ, რომ პარალელურ რეჟიმში იქმნებოდა „Suicide Squad“, „Wonder Woman“, „Shazam“, „Aquaman“ და კიდე სხვა. შესაბამისად #RestoreTheSnyderVerse მოძრაობა ითხოვს იმ DC-ის გაფართოებული სამყაროს აღდგენას (ტრილოგიის), რომელიც თავდაპირველად სნაიდერს ჰქონდა ჩანაფიქრში. როგორც მივხვდით, სნაიდერის ფილმები გამოირჩევა, მუქი ტონალობით, შედარებით მძიმე ისტორიის თხრობითა და პერსონაჟების მეტად გახსნით, ამასთან ერთად მის ფილმებში რომელიმე საკულტო გმირის გარდაცვალება პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ეს სცენარში ჯდება. იგი არ ჩაეჭიდება ერთ, ფანებისათვის საყვარელ პერსონაჟს და მისი „გაწურვით“ არ შექმნის მე-8, მე-9 ან მე-10 სერიას და შესაბამისად დაუსრულებელი კონვეერით არ მოაბეზრებს მაყურებელს თავს.
გახსნა თუ არა #RestoreTheSnyderVerse-მა პანდორას ყუთი Warner-ებისათვის ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა თუ წინა გამოცდილებით ვიხელმძღვანელებთ, ფანების წნეხის ქვეშ სტუდია დათანხმდა წარუმატებელი ბლოკბასტერის რეინკარნაციაზე, თუმცა მისცემს თუ არა მწვანე შუქს მთელი კინოსამყაროს შეცვლის შესახებ ამას რა თქმა უნდა დრო და ფანებთა რაოდენობა გვაჩვენებს, რადგან წინა ორი ფილმის რეჟისორის ვერსიის გადაღებას/შექმნას/რედაქტირებას საკმაოდ დიდი ინვესტიცია სჭირდება, რაზეც „Warner.Bros“-ი ჯერ-ჯერობით მზად არ არის, ან/და არ არის დარწმუნებული რომ ხსენებული პროექტებით საკმარისი პოტენციური მაყურებელი არის დაინტერესებული რომელთა ხარჯზეც შესაძლებელი იქნება ძველი ფილმების რედაქტირების ჯერ ინვესტირებული თანხების ამოღება, ხოლო შემდგომ უკვე დამატებითი შემოსავლის მიღება. როგორც უკვე აღვნიშნეთ სნაიდერის ვერსიის ტრილოგიისა და ზოგადად მისი ხედვის კინოსამყაროს შექმნა #RestoreTheSnyderVerse წნეხსა და მონაწილეთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, რამაც შესაძლოა სტუდია დაარწმუნოს პროექტის განხორციელებაში.
„Zack Snyder’s Justice League“-ის პრემიერისა და წარმატების შემდგომ კინოსტუდიები