სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რეკორდსმენი მსახიობები განქორწინებაში

Cinemania ავტორი Cinemania
19 აპრილი, 2019
რუბრიკა იცოდით?, საინტერესო
0
რეკორდსმენი მსახიობები განქორწინებაში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თანამედროვე სამყაროში განქორწინება არც ისეთი უჩვეულო მოვლენაა. ამერიკაში ჩატარებული 2010 წლის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, წყვილების 50% განქორწინებულია, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, მოსახლეობის ნახევარი, როდისმე მაინც დამდგარა ამ უსიამოვნო გადაწყვეტილების პირისპირ. საინტერესოა რა ხდება ჰოლივუდში, სადაც ხანგრძლივი ურთიერთობები საკმაოდ იშვიათია. წარმოგიდგენთ მსახიობებს, რომლებიც ყველაზე მეტჯერ განქორწინებულან თავის სიცოცხლეში.

ჯოან კოლინზი – 4 განქორწინება

კოლინზი პიტერ ჰოლმთან ერთად

ბრიტანელი მსახიობის ჯოან კოლინზის წარმატება კარიერაში 1981 წელს სერიალით “დინასტია” დაიწყო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კოლინზი მუდამ ელექსის ქოლბის გმირთან ასოცირდება.

პირველად ის ირლანდიელ მსახიობთან მაქსველ რიდზე დაქორწინდა 1952 წელს, როდესაც 19 წლის იყო. 1956 წელს მასთან განქორწინების შემდეგ, მომღერალ და მსახიობ ენტონი ნევლიზე იქორწინა 1963 წელს, ხოლო მასთან 1970 წელს განქორწინდა. 1972 წელს რონ კასზე დაქორწინდა, მათი თანაცხოვრებაც განქორწინებით დასრულდა 1983 წელს. 1985 წელს შვედ მომღერალზე, პიტერ ჰოლმზე იქორწინა. მათი ქორწილი 1987 წელს დასრულდა. კოლინზის მეხუთე საქმრო პერსი გიბსონია, რომელთანაც ის დღემდე ბედნიერად ცხოვრობს.

ლაიზა მინელი – 4 განქორწინება

ლაიზა მინელი

მომღერალი და მსახიობი ლაიზა მინელი 70-ინ წლებში გახდა ცნობილი და ეს ფილმ კაბარეს დამსახურება იყო.

მინელის პირველი ქორწინება პიტერ ალენთან 1974 წელს დასრულდა. იმავე წელს დაქორწინდა რეჟისორ ჯეკ ჰეილზე, მათი ქორწინება 1979 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ არტისტ მარკ გეროზე იქორწინა, ისინი ერთად 13 წლის განმავლობაში იყვნენ. მეოთხე ქორწინება დევიდ გესტთან 2002-დან 2007 წლამდე გაგრძელდა. მას შემდეგ მინელი აღარ დაქორწინებულა.

ბილი ბობ ტორნტონი – 5 განქორწინება

ანჯელინა ჯოლისთან ერთად

მსახიობი ბილი ბობ ტორნტონი ამერიკულ კინოში პოპულარული 90-იან წლებში გახდა. 1998 წელს როგორც სცენარისტმა ოსკარი მიიღო ფილმისთვის ალესილი დანა.

ტორნტონი პირველად 1978 წელს მელისა ლი გატლინზე დაქორწინდა, განქორწინდა – 1980 წელს. მომდევნო ქორწილი ტონი ლოურენსისთან ასევე ორი წელი გაგრძელდა. საინტერესოა და მესამეც – 1990-1992 წ.წ. მეოთხე ქორწინება პიეტრა დოუნ ჩერნიაკი ოთხი წელი გაგრძელდა. მეხუთე ქორწინება ანჯელინა ჯოლისთან სამი წელი გაგრძელდა – ეს ქორწილი ყვითელი პრესისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო.

ჟა ჟა გაბორი – 7 განქორწინება

გაბორი ჯორჯ სანდერსთან ერთად

მსახობი და ყოფილი “მის უნგრეთი” პოპულარული ჰოლივუდში 40-იან წლებში გახდა. მის განქორწინებებზე ბევრს ხუმრობდნენ და მათ შორის თავადაც. სწორედ გაბორს ეკუთვნის ეს სიტყვები: “შესანიშნავი დიასახლისი ვარ. ყოველ განქორწინებაზე სახლს ვიტოვებ“ (სიტყვების თამაში keeper-ზე: “I am a perfect housekeeper: every time I divorce I keep the house.”)

პირველად ის თურქ მწერალზე ბურჰან ასაფ ბელგიზე 1937 წელს დაქორწინდა, 1941 წელს განქორწინდა. კონრად ჰილტონთან ქორწილი ხუთი წელი გაგრძელდა. ის ასევე დაქორწინებული იყო მსახიობზე ჯორჯ სანდერსი, ბანკირზე ჰერბერტ ჰატნერი, ჯოშუა კოსდენზე, ჯეკ რიანზე, ფილიპ დე ალბაზე და მაიკლ ოჰარაზე. გაბორის მეშვიდე ქორწილი ფრედერიკ პრინზთან 1986 წელს უკანასკნელი აღმოჩნდა, მსახიობის სიკვდილამდე. გაბორი 2016 წელს გარდაიცვალა 99 წლის ასაკში.

მიკი რუნი – 7 განქორწინება

ჟან ჩამბერლისთან ერთად

მიკი რუნის სამსახიობო კარიერა 80 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც 1927 წელს დაიწყო.

მსახიობი შვიდჯერ იყო განქორწინებული, რაზეც ხუმრობდა კიდეც. პირველდ ის მსახიობ ავა გარდნერზე დაქორწინდა 1942 წელს. ქორწინება ერთი წელი გაგრძელდა. სხვა მოკლევადიანი ქორწინებები იყო: ბეტი ჯეინ რაისი, მართა ვიკერსი, ელაინ დევრი, კეროლინ მიჩელი, მერჯ ლაინი და კეროლინ ჰოკეტი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსახიობ ჟან ჩამბერლისთან რუნი 33 წელი იყო დაქორწინებული. მსახიობი 2014 წელს გარდაიცვალა 93 წლის ასაკში.

ელიზაბეტ ტეილორი – 7 განქორწინება

ლარი ფორტენსკისთან ერთად

ოსკაროსანი მსახიობი ელიზაბეტ ტეილორი ჰოლივუდის დიდების ხეივანში ოქროს ასოებით ჩაეწერა. მან არაერთ ლეგენდარულ ფილმში განასახიერა როლი. ფილმების გარდა ის ცნობილი ასევე მისი პირადი ცხოვრებით იყო.

პირველი ერთწლიანი ქორწინება კონრად ჰილტონთან შედგა. მაიკლ უილდინგთან განქორწინების შემდეგ, მაიკ ტოდზე დაქორწინდა, რომელიც ერთი წლის შემდეგ ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მალევე ის მომღერალ ედი ფიშერზე დაქორწინდა. რიჩარდ ბერტონთან 1964 წელს იქორწინა და 10 წლის შემდეგ დაშორდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, კვლავ დაქორწინდნენ. ერთი წლის თავზე, კვლავ განქორწინდნენ. ტეილორის მომდევნო საქმროები იყვნენ ჯონ ვარნერი და ლარი ფორტენსკი. ამ უკანასკნელთან ის 1996 წელს განქორწინდა და მეტჯერ აღარც დაქორწინებულა. ტეილორი 2011 წელს გარდაიცვალა.

ლანა ტერნერი – 8 განქორწინება

ლანა ტერნერი ლექს ბარკერთან ერთად

განქორწინებების სიის ლიდერი ასევე ლეგენდარული ლანა ტერნერია.

ტერნერი რვაჯერ დაქორწინა და ორჯერ ტეილორის მსგავსად – უკვე განქორწინებულ ქმარზე. პირველად 1940 წელს დაქორწინდა არტი შოუზე, ქორწინება ოთხი თვის შემდეგ დასრულდა. 1942 წელს მსახიობ ჯოზეფ სტივენ კრეინზე დაქორწინდა – 1943 წელს განქორწინდა. იმავე წელს კვლავ დაქორწინდნენ, ხოლო მომდევნო წელს – განქორწინდნენ.

მომდევნო ქორწინებები და სახელები იყო: ჰენრი ჯ. ტოპინგი, ლექს ბარკერი, ფრედ მეი, რობერტ იტონი და ბოლოს, რონალდ დანტე. დანტეს 1972 წელს დაშორდა და მეტჯერ აღარ დაქორწინებულა. ტერნერი 1995 წელს გარდაიცვალა 74 წლის ასაკში.

cnbc.com

ავა გარდნერიალესილი დანაანჯელინა ჯოლიბილი ბობ ტორნტონიგანქორწინებადაქორწინებულიდინასტიაელიზაბეტ ტეილორიკაბარელაიზა მინელილანა ტერნერიმიკი რუნიჟა ჟა გაბორირეკორდირიჩარდ ბერტონიქორიქორწილიქორწინებაჯოან კოლინსიჯორჯ სანდერსი
Previous Post

ენდრიუ გარფილდის საოცნებო როლი მამობაა

Next Post

ნახეთ ვიდეო: ღამის მეფე ახლა როკ ვარსკვლავია და შვიდი სამეფოს ჯარზე მღერის

Next Post
ნახეთ ვიდეო: ღამის მეფე ახლა როკ ვარსკვლავია და შვიდი სამეფოს ჯარზე მღერის

ნახეთ ვიდეო: ღამის მეფე ახლა როკ ვარსკვლავია და შვიდი სამეფოს ჯარზე მღერის

ახალი ამბები

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

ბოლოს დამატებული

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

!What If? ცნობილი Anime პერსონაჟები რეალურად რომ არსებობდნენ

ავტორი Cinemania
5 აგვისტო, 2022
0

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

მსახიობები, რომლებმაც საკულტო პერსონაჟების განსახიერებაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
4 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020