სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რატომ გვიზიდავს სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი ასე ძალიან?

Cinemania ავტორი Cinemania
7 ივლისი, 2019
რუბრიკა საინტერესო
944
რატომ გვიზიდავს სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი ასე ძალიან?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ალბათ გეცნობათ სიტუაცია, როცა გეკითხებიან, რატომ გიყვართ საი-ფაი და ფენტეზი, რა არის მათში ასეთი… ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თითქოს მარტივია, მაგრამ ამავე დროს რთული – ძნელია სხვას აუხსნა, რა გვიზიდავს გამოგონილ სამყაროში ასე.

სწორედ ამიტომ, ვეცდებით ავხსნათ, რით არის ფიქციური სამყარო განსაკუთრებული. დროა, გვქონდეს ზუსტი პასუხები იმის თაობაზე, თუ რატომ გვიტაცებს საი-ფაი/ფენტეზი ფილმები და სერიალები.

1. ოპტიმიზმი

ჰეფიენდები თანამედროვეობაში მეინსტრიმულად აღარ ითვლება. დღევანდელი აუდიტორია დასასრულის შესახებ მრავალ კითხვას სვამს: შეუძლია კი გმირს, ყოველთვის გამარჯვებული იყოს? რამდენად ჯდება ის რეალობაში?

დიახ, რეალობაში არ ჯდება. ამგვარი ოპტიმიზმი მხოლოდ ორ ჟანრში შეიძლება იყოს გამართლებული: საბავშვო კინოსა და სამეცნიერო ფანტასტიკა/ფენტეზიში. სხვაგან სად შეიძლება აღმოვაჩინოთ სამყაროები, სადაც კაცობრიობა სხვადასხვა მასშტაბურ მტერს უპირისპირდება და იმარჯვებს; სადაც სიცოცხლის გადარჩენა ინდივიდ(ებ)ის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და სადაც სიკეთის გამარჯვებისთვის ბრძოლა სისულელედ კი არა ღირსებად ითვლება?

ცინიზმით სავსე სამყაროში სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი არის ჟანრი, რომელშიც პატივს სცემენ იმას, რაც სამართლიანია, რაც სწორია; ხოლო უსამართლობასა და ბოროტებას ხმალამოღებულ ბრძოლას უცხადებს.

მაგალითები: ვარსკვლავური გზა, ბეჭდების მბრძანებელი, ანგელოზი

2. ესკაპიზმი

ფენტეზი ავტორმა, დევიდ ედინგსმა ერთ ინტერვიუში განაცხადა: “ფენტეზის შეუძლია ადამიანები ამ, რეალური სამყაროსგან შორს წაიყვანოს, რეალური სამყარო კი თითქმის არავის მოსწონს”.

ისეთი სატელევიზიო და მხატვრული პროდუქტის საპირისპიროდ, რომლებშიც ცხოვრების მეტად რეალისტური, შესაბამისად, უმეტესად პესიმისტური ასპექტებია წარმოჩენილი (საამისო მაგალითად თუნდაც ჩხერკეთელაობა ან Coronation Street გამოდგება) საი-ფაი ერთ-ერთი ის უიშვიათესი ჟანრია, რომელიც რეალობისგან დროებით გასაქცევად ანუ ესკაპიზმისთვის გამოდგება. ის დროებით გვავიწყებს ჩვენ წინაშე არსებულ ელემენტარულ სირთულეებს და წინ უსასრულო შესაძლებლობებით სავსე სამყაროს გვიშლის. იქ არ არსებობს მიუღწეველი მიზნები და ისიც კი ნათელია, რას, ვის და რატომ უნდა ებრძოლო.

მაგალითები: ვარსკვლავური ომები, ვარსკვლავური კრეისერი გალაქტიკა, ავატარი

3. შეუზღუდავი შესაძლებლობები

უსასრულო სამყაროში ერთადერთი ლიმიტი მწერლის წარმოსახვას აქვს, სამეცნიერო ფანტასტიკაში კი წარმოსახვა ძალიან, ძალიან ვრცელია. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანები, რომლებიც სუპერძალებს ფლობენ? რა პრობლემაა. სამყაროთა შორის ერთი მარტივი ნახტომით გადანაცვლებაზე რას იტყვით? არც ეგ არის პრობლემა. დროის, პლანეტების, ძალების კონტროლი – აქ ყველაფერი შესაძლებელია. ადვილია, საი-ფაის და ფენტეზის გარემოში დროებით მაინც იგრძნო თავი ყოვლისშემძლედ.

მაგალითები: დოქტორი ვინ, მატრიცა, ვარსკვლავური კარიბჭე SG – 1

4. ნებისმიერი ასაკისთვის მისაღებია

არ არსებობს სხვა ჟანრი, საი-ფაისა და ფენტეზივით ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის გასაგები და მისაღები რომ იყოს. ეპიკური, ცოტა რაინდული სულისკვეთება, იდეალებისთვის ბრძოლა და ყოვლისშემძლეობის გამოვლინებები ბავშვებსაც ხიბლავთ და უფროსებსაც, რომელთათვისაც ცხოვრება ის საჩუქარი არ აღმოჩნდა, რასაც ბავშვობაში ელოდნენ. ეს მრავალი ფაქტით მტკიცდება – პოპულარულ საი-ფაი ნაწარმოებებს თითქმის თანაბრად ჰყავს ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის ფანები. მათთვის ერთნაირად გასაგები და მიმზიდველია საოცარი, ახალი სამყარო.

მაგალითები: The Sarah Jane Adventures, X-ადამიანები, E.T. უცხოპლანეტელი

5. მრავალფეროვნება და ტოლერანტობა

ფატნასტიკური ჟანრი მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის შემწყნარებლობის ერთ-ერთი პიონერია – როგორც ლიტერატურაში, ისე კინოში. მასში უგულებელყოფილია ჩვენი სამყაროს შეზღუდული შეხედულებები და კანონები განსხვავებული გენდერის, ფერის, რასის, ასაკის, ტომისა და გარეგნობის მიმღებლობის შესახებ. ამ სამყაროში მთავარი მრწამსია, ის, თუ რა იდეებს ემსახურები, გარეგნული მახასიათებელი კი სულ ერთია.

განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი ორიენტაციის საკითხსაც – სამყაროში, სადაც დიადი გრძნობები და მაღალი იდეალები უმნიშვნელოვანესია, სიყვარული, სულ ერთია, ვისი, მხოლოდ სასურველი შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, ფანტასტიკის სამყარო მეტად ტოლერანტულად, არამორალისტურად უყურებს სიყვარულის ნებისმიერ გამოვლინებას.

მაგალითები: Torchwood, მეცხრე რაიონი, ჰარი პოტერი, გალაქტიკის მცველები

6. ის ჩვენში მიძინებულ ბავშვს აღვიძებს

გულწრფელად გვიპასუხეთ: არასდროს აგიღიათ სათამაშო ლაითსეიბერი და უხილავ დართ ვეიდერთან ფარიკაობა არ გაგიმართავთ?.. სიტყვამ მოიტანა და, სემუელ ელ ჯექსონმა, როცა ვარსკვლავურ ომებში იღებდნენ, მოითხოვა, მისი ლაითსეიბერი იისფერი ყოფილიყო და არა ჯედაისთვის ჩვეული ლურჯი ან მწვანე. ცნობისთვის, ის ამ დროს 51 წლის იყო.

ფანტასტიკას სწორედ ეს უნიკალური თვისება ახასიათებს – მას შეუძლია ბავშვობაში დაგვაბრუნოს, გამოაღვიძოს ჩვენში მიძინებული მეოცნებე პატარა, რომელიც თვალებგაფართოებული შესცქეროდა სამყაროს და მასში თავის გატანას ცდილობდა. ბავშვს, რომელსაც დღემდე სურს, უძლეველ გმირად მიაჩნდეთ, “ძალა იყოს მასთან”, კოსმოსური ხომალდი ჰყავდეს, ფრენა და დროში მოგზაურობა შეეძლოს, ფლობდეს ზეადამიანურ ძალებს ან, უკიდურეს შემთხვევაში, დოქტორ ჰუს სონიკ სქრიუდაივერი მაინც ჰქონდეს.

დიახ, ფანტასტიკის მოყვარულები იმ სურვილებს ვეთამაშებით, რომელიც ყველას გაგვაჩნია, მაგრამ მათ ხმამაღლა, სერიოზულად თქმას ვერიდებით, ინფანტილურობა რომ არ დაგვწამონ.

მაგალითები: ციცინათელა, Quantum Leap, უკან მომავალში

7. შიშისმომგვრელი და საოცარი რეალობები

შიში ერთ-ერთი უმთავრესი ადამიანური ემოციაა, იმდენად, რომ ზოგისთვის ის ფეტიშად არის ქცეული. ადამიანებს მოსწონთ, როცა ეშინიათ. ამერიკული მთები, ექსტრემალური სპორტი, საშინელებათა ფილმები, საშიში ზღაპრები ბავშობაში და მრავალი სხვა რამ, რაც ჩვენში ხიფათით გამოწვეული ეიფორიის შეგრძნებას იწვევს, ადამიანის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭიროც კია.

და რამ შეიძლება სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმებზე უკეთ შეგვაშინოს? იმ სამყაროში, სადაც ნებისმიერი რამის არსებობა შეიძლება დავუშვათ, ხშირად გვხვდება წარმოუდგენელი აღნაგობისა და თვისებების მქონე საშინელი არსებები, ადამიანების ტვინებითა და შეგრძნებებით მანიპულაციის ოსტატები, დემონები, ბნელეთის ამოუცნობი ძალები და ა.შ. მოკლედ, საზარელი არსებებისა და მოვლენების სპექტრი უსასრულოა, რომლის წყალობითაც ჩვენ ადრენალინის დაუშრობელი წყარო გვაქვს.

მაგალითები: ზებუნებრივი, უცხო, მტაცებელი, ფავნის ლაბირინთი

8. ძლიერი, თავისუფალი ქალების სამყარო

კინოში უკვე დიდი ხანია ბჭობენ ქალი პერსონაჟების ზოგადი სახის ცვლილების საკითხზე. მიუხედავად ყველაფრისა, კინოში ბოლო დრომდე დგას ქალის, როგორც მსხვერპლის, სუსტი ფიზიკური მონაცემების მქონე, მამაკაცის ატრიბუტად წარმოჩენის პრობლემა. ამ მხრივ ფენტეზი და ფანტასტიკა ყოველთვის სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენდა.

ვუპი გოლდბერგის თქმით, მისი ინსპირაცია ყოველთვის იყო ლეიტენანტი უჰურა ვარსკვლავური გზიდან, როგორც გონიერი, ძლიერი ქალის სახე. ვარსკვლავური ომების პრინცესა ლეა ხომ სრულებით არ ჯდება მანამდე არსებული პრინცესას სახე-ხატში – ის ძლიერია, მებრძოლი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიმღები.

ფანტასტიკა ერთ-ერთი მოწინავე იყო ისეთი პერსონაჟი ქალების წარმოჩენაში, რომლებსაც იმისათვის, რომ გმირები ყოფილიყვნენ, მამაკაცებივით მოქცევა არ სჭირდებოდათ. ისინი თავისი უნიკალურობისა და გამორჩეულობის თავისუფლად გამოვლენამ აქცია გმირებად.

მაგალითები: ბაფი ვამპირების გამანადგურებელი, Star Trek: Voyager, დაკარგულები

9. დროის მიღმა

მსოფლიოში დღესაც ისეთივე გატაცებით უყურებენ დანის პირზე მორბენალს, ვარსკვლავურ ომების პირველ და მეორე ტრილოგიას, ვარსკვლავურ გზას, უკან მომავალშის, დოქტორ ვინს და სხვა ფანტასტიკის სხვა კლასიკებს, როგორც მათი გამოსვლის პერიოდში – 70-80-90-იან წლებში. ამის მიზეზი ის კინოს ისტორიის შესწავლა კი არაა, არამედ ის ფაქტი, რომ ფანტასტიკის ეს ნიმუშები ზედროულია, მათში დასმული პრობლემები კი – ზოგადსაკაცობრიო. ამას სხვა ჟანრებში ძნელად აღმოაჩენთ. სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ნიმუშების მოქმედება ან მომავალში ვითარდება, ან დროის მიღმა სივრცეში, რომელიც ნებისმიერ ეპოქას შეიძლება მოარგო, სწორედ ამიტომ, დროის მსახვრალი ხელი მათ ვერაფერს აკლებს და ადამიანები ამ ფილმებში ყოველთვის პირველადი აღფრთოვანებით აღმოაჩენენ ახალ სამყაროებს. ამის დასტურია კლასიკური საი-ფაი ნიმუშების უხვი სიქველები და რიმეიქები.

მაგალითები: V: The Mini Series, დანის პირზე მორბენალი, Red Dwarf

10. ადამიანურობა

პარადოქსია, მაგრამ მთავარი, რის გარშემოც ეს ფანტასტიკური, გამონაგონი, წარმოუდგენელი არსებებით დასახლებული სამყარო ტრიალებს – ეს ადამიანია! სულ ერთია, რა დისტანციაზე, რა დროში ან რა ფორმაციაში ვითარდება სიუჟეტი, მნიშვნელოვანი მასში ადამიანის მონაწილეობაა, ის, თუ რა როლს ასრულებს ამ სამყაროში ადამიანი. შესაბამისად, საი-ფაი/ფენტეზისთვის ცენტრალურ ადგილზეა ჰუმანიზმის საკითხები, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, ღალატი, დანაკარგები, მარტოობა, ჰეროიზმი და ყველაფერი, რაც ადამიანებს, და არა რობოტების, უძლიერესი მონსტრების თუ ამოუცნობი არსებების შინაგან სამყაროში გვახედებს.

მაგალითები: Star Trek: The Next Generation, მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები, თოჯინების სახლი

 

მომზადებულია denofgeek.com-ის მიხედვით.

დოქტორი ვინდროის მიღმაესპაპიზმივარსკვლავური გზავარსკვლავური ომებიზეადამიანებიკინოფსიქოლოგიამიზეზები რატომოპტიმიზმირატომ გვიყვარსსაი-ფაისამეცნიერო ფანტასტიკასუპერძალებისხვა სამყაროებიფენტეზიფსიქოლოგიაშიშიჰუმანიზმი
Previous Post

რატომ უნდა ვუყუროთ დამალულ სიმართლეს?

Next Post

ნახეთ: მულანის პირველი თრეილერი

Next Post
ნახეთ: მულანის პირველი თრეილერი

ნახეთ: მულანის პირველი თრეილერი

Please login to join discussion

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ქვიზი: როგორ გახსოვს GOT-ს მე-8 სეზონის პირველი სერია?

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2019
4322

რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარველის სამყაროს?

ავტორი Cinemania
8 მაისი, 2019
5640

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020