სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

7 მიზეზი, თუ რატომ გვიყვარს ქრის ევანსი

Cinemania ავტორი Cinemania
13 ივნისი, 2019
რუბრიკა საინტერესო, ცნობილი ადამიანები
382
7 მიზეზი, თუ რატომ გვიყვარს ქრის ევანსი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დღეს კაპიტან ამერიკას როლის შემსრულებელს 38 წელი შეუსრულდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქრის ევანსი დღესდღეობით ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია, რომელმაც მაყურებლების გული ძალიან მარტივად დაიპყრო.

პრინციპში, ეს არც გვიკვირს, რადგან გარეგნული მონაცემებიცა და შინაგანი თვისებებიც მას განსაკუთრებით მომხიბვლელს ხდის. მაშ ასე, ერთად ჩამოვთვალოთ ის 7 მიზეზი, რის გამოც ქრის ევანსი განსაკუთრებით გვიზიდავს:

1. გრძელი, ხშირი წამწამები

ამ გრძელ, ხშირ წამწამებს, შეუძლიათ, მის სახეს იდუმალი ჩრდილი მოჰფინონ და ნებისმიერს აფიქრებინონ, თუ როგორ არის შესაძლებელი ეს ყოველივე რეალური იყოს… დიახ, ქრის ევანსის წამწამები ნამდვილი ხუთსანტიმეტრიანი სრულყოფილებაა!

2. სამსახიობო მონაცემები

შესაძლოა, კაპიტანი ამერიკა მისი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი იყოს, თუმცა ერთგულ თაყვანისმცემლებს ის არაერთ როლში გვინახავს და მშვენივრად მოგვეხსენება, თუ რა კარგად შეუძლია გარდასახვა.

რაც შეეხება სტივ როჯერსს (კაპიტანი ამერიკა) – ქრისს ეს სუპერგმირი სრულიად ჰყავს გათავისებული, შესანიშნავად ესმის მისი მორალი და ხვდება თუ, რატომ და რისთვის იბრძვის ის.

3. გულწრფელობა

ის ძალიან გულწრფელად საუბრობს საკუთარ შიშებსა და შფოთვებზე და გვიზიარებს იმ გზას, რომელსაც მათ დასამარცხებლად გადის. ცნობილი ადამიანები ბოლომდე იშვიათად იხსნებიან და ამჯობინებენ, რომ საკუთარი ემოციების გასაჯაროებისაგან თავი შეიკავონ, თუმცა ქრისს შესანიშნავად ესმის, თუ რა მნიშვნელოვანია მისი გულახდილობა იმ მილიონობით ადამიანისათვის, ვისაც იგივე პრობლემები აწუხებს.

4. სიცილი

როდესაც ქრისი იცინის, შეუძლებელია, მისი განწყობა არ გადმოგედოთ… მისი სახე, თვალები, სხეული – მთლიანად არის ჩართული ამ პროცესში. განსაკუთრებით კი, ის მომენტი გვიყვარს, როდესაც ხელი მკერდთან მიაქვს და, საბედნიეროდ ამას ძალიან ხშირად, ყოველი გულიანი სიცილის დროს აკეთებს.

5. დამოკიდებულება ოჯახის მიმართ

საკმარისია, მოვუსმინოთ ქრისს, თუ როგორ საუბრობს საკუთარ ოჯახზე, მივხვდებით, თუ რამხელა სიყვარული და პატივისცემა აკავშირებს მათთან… რა თქმა უნდა, აღარაფერს ვამბობთ წითელ ხალიჩებზე გამუდმებით ოჯახთან ერთად გამოჩენის შესახებ.

სხვათა შორის, ქრისი სწორედ ის ბიჭია, რომელმაც პირველი სექსუალური აქტის შემდეგ, პირველ რიგში, ეს ყველაფერი არც მეტი, არც ნაკლები – დედას მოუყვა.

6. გაშლილი მხარ-ბეჭი

თუ ოდესმე დაინტერესებულხართ, რატომ ეძახიან ქრისს “დორიტოსს”, ეს ფოტო პასუხს ნამდვილად გაგცემთ! მისი მხრებისა და წელის თანაფარდობა ნამდვილად აღფრთოვანებას იმსახურებს. საერთოდ, მოდით, გულახდილად ვაღიაროთ, რომ მისი სხეული თავიდან ბოლომდე უნაკლოა!

7. კეთილი გული

ქრისი ხშირად ეწევა ქველმოქმედებას და საკუთარი ფონდიც კი აქვს, რომელსაც არა მხოლოდ საკუთარ ფულს, არამედ საკუთარ დროსაც ახარჯავს. დიახ, ის არა მხოლოდ ძალიან სიმპათიურია, არამედ უზომოდ კეთილიც. ჰოდა, რა გვიშლის ხელს, რომ ქრის ევანსს სუპერგმირი რეალურ ცხოვრებაშიც ვუწოდოთ?

კაპიტანი ამერიკაკრის ევანსიქრის ევანსი
Previous Post

ვიდეო: კიანუ რივზმა არ იცოდა, რომ ის "ინტერნეტის ბოიფრენდია"

Next Post

კანიდან საქართველოში — რომელ ფილმებს ნახავს მაყურებელი კინოთეატრებში

Next Post
კანიდან საქართველოში — რომელ ფილმებს ნახავს მაყურებელი კინოთეატრებში

კანიდან საქართველოში — რომელ ფილმებს ნახავს მაყურებელი კინოთეატრებში

Please login to join discussion

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2186

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020