სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რატომ აღარ ჩანს ეკრანებზე 90-იანების მშვენება – მეგ რაიანი

Cinemania ავტორი Cinemania
29 ივნისი, 2019
რუბრიკა საინტერესო, ცნობილი ადამიანები
383
რატომ აღარ ჩანს ეკრანებზე 90-იანების მშვენება – მეგ რაიანი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

90-იანების თაობას კარგად ახსოვს, თუ რა გატაცებით უყურებდა ამ პერიოდის რომანტიკულ კომედიებს, რომლებიც დღეს უკვე კლასიკად ითვლება. განსაკუთრებით საყვარელი რომკომების სიაში ალბათ ყველა დაასახელებს სურათებს: როდესაც ჰარი შეხვდა სალის, უძინარები სიეტლში და თქვენთვის წერილია.

ამ ფილმების წარმატებაში, რასაკვირველია, მთავარი წვლილი მიუძღვის ოქროსთმიან, დიდი, მეოცნებე თვალების მქონე ლამაზმანს, ნიჭიერ მსახიობს და რომანტიკული კომედიების მშვენებას, მეგ რაიანს. 1981 წელს ის პირველი კინოროლით გამოჩნდა და წარმატებამაც არ დააყოვნა. იმდენად, რომ მეგმა კოლეჯში სწავლას თავი დაანება სწორება მთლიანად კინოკარიერაზე აიღო. 90-იანები მსახიობის ოქროს ხანა დადგა – ამ პერიოდში გამოვიდა ზემოთ ნახსენები ჰიტები და მეგ რაიანის სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა რომანტიკული კომედიების კლასიკას. კლასიკური რომკომების გარდა რაიანი გამოჩნდა კინოგაქირავების ჰიტებში: The Doors, ქეითი და ლეოპოლდი და ანგელოზების ქალაქი, გარდა ამისა გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი ცნობილ მულტფილმში ანასტასია.

მაგრამ ეს იყო და ეს – 2000-იანების დასაწყისიდან მეგ რაიანი ჰოლივუდიდან გაუჩინარდა. რატომ მოხდა ასე? რა არის მთავარი მიზეზები იმისა, რომ რომანტიკული ფილმები ქალღმერთი ეკრანებს აღარ ამშვენებს? ერთად გავიგოთ, რატომ დაგვეკარგა ყველასთვის საყვარელი მეგ რაიანი.

პირველი ნაბიჯები

1991 წელს, როცა რაიანის გზები მსახიობ დენის ქუედთან გადაიკვეთა, ჰოლივუდს ახალი მშვენიერი წყვილი შეემატა. ისინი ერთად ცხრა წელი ცხოვრობდნენ (რაც ჰოლივუდისთვის მთელი ეპოქაა) და ერთობლივი ვაჟიც შეეძინათ, სანამ სკანდალურად დაშორდებოდნენ.

მეგ რაიანი, რომელსაც ტაბლოიდები და ყვითელი პრესა უკვე უწოდებდნენ მეტსახელად “ამერიკის გულის ვარდს” უწოდებდნენ, დენის ქუეიდის ნაცვლად რასელ ქროუს გაუმიჯნურდა და ქმარი მიატოვა.

ეს ფაქტი კიდევ უფრო სკანდალური ჩანდა იმის გათვალისწინებით, რომ მეგს ქუეიდთან რვა წლის ვაჟი ჰყავდა. რაიანის ამ გადაწყვეტილებას დიდი ხმაური მოჰყვა და მას ქმრის ღალატში ადანაშაულებდნენ, მაგრამ მსახიობმა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დუმილი არჩია და საკუთარი დამოკიდებულება ამ ყველაფრის შესახებ კარგა ხანს არ გაუსაჯაროებია.

სკანდალი და საზოგადოება

რაიანმა დაშორებიდან კარგა ხნის შემდეგ W-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ მთელი ეს ამბავი მისი დიდი შეცდომა იყო. მაგრამ არამარტო მისი. რაიანი განსაკუთრებით ნაწყენი იყო საზოგადოების რეაქციაზე და აგორებულ ჭორებზე, რადგან ქუეიდთან მისი ქორწინება სკანდალმა მთლიანად გაანადგურა და მსახიობს შანსი არ დაუტოვა. გარდა ამისა, მსახიობმა დასძინა, რომ იმ პერიოდში ქუეიდიც ხვდებოდა სხვა ქალებს და რომ ჰოლივუდში, ისევე როგორც ყველგან, ქალების მიმართ ქცევის სხვაგვარი სტანდარტი არსებობს.

ასეა თუ ისე, ქმართან სკანდალურად გაყრამ რაიანის კარიერას ჩრდილი მიაყენა და მისი ვარსკვლავური პოპულარობა თანდათან გაქრა.

ჰოლივუდის მიტოვება

პრესაში და მედიაში ატეხილი მითქმა-მოთქმა რაიანის კარიერას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა, მაგრამ მსახიობს ეს დიდად არ ანაღვლებდა. “ის მივიღე, რაც საიდუმლოდ ყველაზე მეტად მინდოდა – თავად მე ვყოფილიყავი საკუთარი ცხოვრების წარმმართველი.”

ამჟამად მსახიობი წყნარი ცხოვრებით ცხოვრობს ნიუ-იორკში. მას ხშირად ამჩნევენ საჯარო ადგილებში მის “არასტაბილურ” ბოიფრენდთან, მუსიკოს ჯონ მელენკამპთან და აყვანილ შვილთან, დეიზისთან ერთად.

როგორც მსახიობი ამბობს, მას არასდროს მოსწონდა თავისი, როგორც “ამერიკის გულის ვარდის” ან “კარის მეზობელი გოგონას” იმიჯი. “მგონია, რომ ვიღაცების რაღაც იდეების განხორციელება და პროექტი ვიყავი, ვიდრე საკუთარი თავი. ეს მე არ მომწონდა” – აღნიშნა მსახიობმა, – “კარის მეზობელი გოგონა? მე “ჩვეულებრივი” პერსონა არასდროს ვყოფილვარ”.

წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციები

მსახიობის კარიერაზე გარკვეულწილად უარყოფითად მისმა პლასტიკურმა ოპერაციებმაც იმოქმედა. “რა დაემართა მეგ რაიანის სახეს?” – წერდა ყველა ტაბლოიდი, როცა მსახიობის შეცვლილი გარეგნობა შეამჩნიეს. ნუთუ ესეც მისი არჩევანი იყო, რათა კინოს აღარ დაბრუნებოდა?

“მე იმდენად ასაკოვანი ვარ, რომ მახსოვს, როცა მეგ რაიანი მეგ რაიანივით გამოიყურებოდა” – აღნიშნა ტვიტერის ერთმა ენამწარე იუზერმა, როცა 2016 წელს მსახიობი “ტონის” დაჯილდოებაზე გამოჩნდა.

რაიანმა საკუთარ გარეგნობაზე ატეხილ ახალ მითქმა-მოთქმას პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ მთელი ეს აჟიოტაჟი არ ანაღვლებს. “არც მინდა ყურადღება მივაქციო ამ ყველაფერს. დღეს უამრავი რამ არის მსოფლიოში, რაც შეიძლება არ მოგწონდეს, სხვისი განსჯა ძალიან იოლია. ჰეითერობა არ მესმის, თუმცა არ მაღელვებს. მე და ადამიანები, ვინც მე მიყვარს, შვილებზე და იმ სამყაროზე ვღელავთ, რომელშიც მათ მოუწევთ ცხოვრება – რით იკვებებიან, რით სუნთქავენ…”

მსახიობის დღევანდელი ცხოვრება

View this post on Instagram

NY Fashion Week! @csiriano #siriano10

A post shared by Meg Ryan (@megryan) on Feb 12, 2018 at 12:07pm PST

წლების განმავლობაში მეგ რაიანს, მიუხედავად მრავალი თაყვანისმცემლის სურვილისა, კინოში დაბრუნებაზე აღარ უფიქრია და ჩანს, არც ახლა ფიქრობს. ის პირადი ცხოვრებით სრულიად კმაყოფილი ჩანს, თუმცა რამდენიმე პროექტსა თუ დაჯილდოებებზე მაინც ვიხილეთ.

რაიანს 2009 – 2015 წლებს შორის არც ერთი როლი არ ჰქონია (თუ არ ჩავთვლით ვებსერიალს), თუმცა მას შემდეგ ის საზოგადოებრივად უფრო აქტიური გახდა.

მსახიობის ერთ-ერთი უკანასკნელი მსხვილი პროექტი ფილმის, სახელად ითაკა, რეჟისორობაა, რომელშიც რაიანის ყოფილი “განუყრელი” კინოპარტნიორი ტომ ჰენკსი მონაწილეობდა. გარდა ამისა, მსახიობი გამოჩნდა სატელევიზიო შოუში Picture Paris.

მსახიობმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ სურს, კინოკარიერას დაუბრუნდეს. შეიძლება ეს არ იყოს მხატვრული ფილმი, რომელშიც ის როლს შეასრულებს, თუმცა სხვა პროექტებს წინ არაფერი უდგათ.

“რეალურად, საკუთარი თავი მსახიობად სერიოზულად არასდროს განმიხილავს. ვფიქრობ, გულის სიღრმეში მწერალი ვარ, ასე რომ, ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა…” – აღნიშნა მან ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში.

მეგ რაიანი თავის ვაჟთან, ჯეკთან ერთად

“დამღალა იმის ლოდინმა, როდის გავხდები კვლავ რჩეული. როცა მსახიობი ხარ, უბრალოდ თაღლითობ. პროდიუსერს სხვა სფეროებში გახედვაც უწევს, სხვა საფეხურებზე ასვლა. ამჟამად მე პირველ საფეხურზე ვარ.”

დიახ, ის “ამერიკის გულის ვარდი” აღარ არის და მის საყვარელ სახეს ეკრანებზე ვეღარ ვხედავთ, მაგრამ თავად მსახიობი თავს ბედნიერად და ჯანმრთელად გრძნობს, აკეთებს იმას, რაც მოსწონს და უნდა შევეგუოთ მეგ არიანს ისეთს, როგორიც არის. მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ თუ როლს არა, პროდიუსერის ამპლუაში მაინც შემოგვთავაზებს რაიმე საინტერესო პროექტს.

მომზადებულია throwbacks.com-ის მიხედვით.

დენის ქუეიდითქვენთვის წერილიალეგენდამეგ რაიანიპროდიუსერიროდესაც ჰარი შეხვდა სალისსაყვარელი მსახიობისკანდალიტომ ჰენკსიუძინარები სიეტლშიქეითი და ლეოპოლდიჰოლივუდი
Previous Post

ფოტოები: როგორ ემზადებიან სოფი ტერნერი და ჯო ჯონასი ქორწილისთვის

Next Post

რიზ უიზერსპუნი და სხვა ვარსკვლავები ზოი კრავიცის ქორწილისთვის ემზადებიან

Next Post
რიზ უიზერსპუნი და სხვა ვარსკვლავები ზოი კრავიცის ქორწილისთვის ემზადებიან

რიზ უიზერსპუნი და სხვა ვარსკვლავები ზოი კრავიცის ქორწილისთვის ემზადებიან

Please login to join discussion

ახალი ამბები

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ქვიზები

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ბოლოს დამატებული

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

რა ვნახეთ „She Hulk“-ის თრეილერში და როდის შედგება შოუს პრემიერა?

ავტორი Cinemania
18 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ცნობილი ადამიანებისა და მათი სახელგანთქმული პერსონაჟების ანიმაციური პორტრეტები

ავტორი Cinemania
17 მაისი, 2022
0

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ცნობილი მამები, რომელთაც ნიჭიერი შვილები ჰყავთ

ავტორი Cinemania
16 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020