თუ აქამდე ჩვენს სტატიებს ყურადღებით კითხულობდით, ალბათ მიხვდით, რომ ივნისი ძალიან დატვირთული და საინტერესო თვე იქნება. ყველა გემოვნების ადამიანის სურვილი დაკმაყოფილდება: სერიალების ღმერთმა ჩვენი ვედრება შეისმინა! სწორედ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის რა ელის წინ და მათთვის ვინც იცის, მაგრამ ერთად თავმოყრილი ინფორმაცია მისთვისაც სასარგებლო იქნება, მოვამზადეთ იმ ახალი და ძველი, მაგრამ დაბრუნებული სერიალების სია, რომელთა გამოსვლას ივნისში უნდა ველოდოთ:
ახალი სერიალები:
Swamp thing (DC) – 1.06
სიუჟეტი მოგვითხრობს მოჯადოებულ ჭაობზე და ადამიანზე, რომელიც მოკვდება და შემდეგ სიცოცხლეს სამყაროს დამცველად დაუბრუნდება. სერიალში “Swamp Thing” მთავარ როლებს ქრისტალ რიდი, ენდი ბინი და დერეკ მირსი შეასრულებენ.
Good omens (Amazon) 1.06
კომპანია ამაზონის პროექტი, მოგვიყვება, თუ როგორ ცდილობენ ანგელოზი, რომელსაც მაიკლ შინი თამაშობს და დემონი, დევიდ ტენანტის შესრულებით, აპოკალიფსი გადადონ და ამისთვის, ანტიქრისტეს მოიტაცებენ, ჩვეულებრივი ბავშვით ჩაანაცვლებენ და ანტიქრისტეს მოკვდავთა ოჯახს მიაბარებენ. ანტიქრისტე ძალიან კარგი ბიჭი გაიზრდება, თუმცა ის მაინც ანტიქრისტეა. მთელი ამ ოპერაციის შესახებ, რა თქმა უნდა, აპოკალიფსის ანგელოზებმა არ იციან და დედამიწაზე თავისი საქმის შესასრულებლად ჩამოვლენ.
NOS4A2 (AMC) – 3.06
“NOS4A2” ჯო ჰილის წიგნის ეკრანიზაციაა. ჰილი ჰორორის ჟანრის ლეგენდის სტივენ კინგის ვაჟია. სერიალის მთავარი ანტაგონისტი ბავშვების გამტაცებელ მისტიური ჩარლი მენქსია, რომლის როლს ზაქარი ქუინტო ასრულებს.
City on a hill (Showtime) – 17.06
სერიალში, მოქმედება 1990-იან წლებში, ბოსტონში განვითარდება. ქალაქი კორუფციაში, რასიზმსა და კრიმინალში იძირება. ერთ მშვენიერ დღეს კი ქალაქში შავკანიანი პროკურორი გამოჩნდება….
Euphoria (Netflix) – 17.06
სერიალი გვიყვება სკოლის ბოლო კლასების მოსწავლეების ნარკოტიკებთან, ძალადობასთან და სექსთან არსებულ პრობლემებს.
დაბრუნებული სერიალები:
გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების 3.06
პოპულარული სერიალის “მოსიარულე მკვდრები” სპინ-ოფ სერიალი, რომელშიც მოქმედება ზომბების შემოსევამდე ხდება და მოთხრობილია, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი.
მხევლის წიგნი (hulu) 6.06
სულ ერთი წამით დახუჭეთ თვალები, და წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ იმ სამყაროში, სადაც ქალებს არაფრის, საერთოდ არაფრის უფლება არ აქვთ. ეკრძალებათ მუშაობა, ნივთების ფლობა, ქუჩაში სიარული, ეკრძალებათ ისე ჩაცმა, როგორც მათ უნდათ, სიცილი, გართობა, ეკრძალებათ სიყვარული და თავისუფლება. ისინი ჩვეულებრივი რობოტები არიან, რომლებიც მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ და ყველაზე სევდიანი კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება. მარგარეტ ეტვუდმა დაწერა ასეთი რომანი – მხევლის წიგნი, რომელიც შემდეგ კინოეკრანიზაციად აქციეს.
სამხრეთის დედოფალი 7.06
არტურო პერეს-რევერტეს ბესტსელერის მიხედვით გადაღებული სერიალი,სამხრეთის დედოფალი, 22 აპრილს ახალი სეზონით დაგვიბრუნდება.პირველ სეზონში, ტერესა მენდოზა იძულებულია ამერიკაში გაიქცეს, მას შემდეგ, რაც მექსიკაში მის ნარკო-დილერ შეყვარებულს მოკლავენ.ის ცდილობს თავი დაიმკვიდროს ნარკო-ბიზნესში და შური იძიოს საყვარელი მამაკაცის გამო.
ბოლო კანდიდატი 8.06
ეს არის სერიალი მთავრობის უმნიშვნელო წევრზე – ტომ კირკმანზეა. რომელიც ა.შ.შ.-ის პრეზიდენტის სიკვდილის შემდეგ დაიკავებს მის ადგილს. პრეზიდენტი კირკმანი, მესამე სეზონში, პოლიტიკურ რეალობას, ანუ …კამპანიას. რა არის საჭირო ლიდერობისთვის, რად დაუჯდება მას გამარჯვება? ამ ყველაფერს მესამე სეზონში გავიგებთ….
დიდი პატარა ტყუილები 10.06
ამ არაჩვეულებრივი შოუს საშუალებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამხელა ძალა აქვს მეგობრობას და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქალები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები იყვნენ. ახალ სეზონში საყვარელი პერსონაჟები ერთიანდებიან და თავიანთ საიდუმლოს საერთო ძალებით იცავენ. ჩვენ კვლავ ყველა მსახიობს ვიხილავთ , მეტიც ამ შეუდარებელ ქალბატონებს მერილ სტრიპიც შეუერთდება.
ახალგაზრდა 13.06
სერიალში, მთავარი გმირი 40 წლის მარტოხელა დედაა, რომელიც ცდილობს, სამსახურის შოვნას, რაც როგორც მიხვდით საკმაოდ რთულია. ამიტომაც, ის გადაწყვეტს დამალოს ასაკი და თავს 26 წლის ახალგაზრდა გოგონად გაასაღებს. მეორე სეზონში ვნახავთ, როგორ გაგრძელდება მთავარი გმირის, ლიზას ცხოვრება.
კრიპტონი 13.06 (Syfy)
სერიალის მოქმედება ხდება სუპერმენის მშობლიურ პლანეტაზე ,მის დაბადებამდე ბევრი წლის წინ. სუპერმენის ბაბუა, რომელსაც მთელი ცხოვრება სჯეროდა კრიპტონის მოსახლეობის თანასწორუფლებიანობის, გადაწყვეტს ებრძოლოს უწესრიგობას. იგი მეცნიერ-ინჟინერთან ერთად გადაწყვეტს ააგოს ხომალდი, მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან დიდი ხანია აკრძალულია კოსმოსური ფრენები.
საკაბელო არხ “Syfy”-ზე “კრიპტონის” მეორე სეზონის პრემიერა 12 ივნისს არის დაგეგმილი. სერიალი კვლავ სუპერმენის ბაბუის კალ-ელის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც მშობლიური პლანეტა კრიპტონის გადარჩენას სცდილობს
იელოუსტოუნი (Paramount Network) 20.06
იელოუსტოუნის სცენარის ავტორი და შოურანერი ოსკარის ნომინანტი ტეილორ შერიდანია, მთავარ როლებს კი კევინ კოსტნერი, ჯილ ბირმინგემი და უეს ბენტლიასრულებენ.იელოუსტოუნი 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დრამატული საკაბელო სერიალია. თითოეული ეპიზოდს საშუალოდ 5 მილიონი ადამიანი უყურებდა.
ისტორია მოგვითხრობს დატონების ოჯახის ძალადობრივ სამყაროზე. ისინი ფლობენ ამერიკაში ყველაზე დიდ რანჩოს, რომელიც ესაზღვრება იელოუსტოუნის პარკის ტერიტორიას. მათ მიწაზე პრეტენზიას აცხადებს თვითონ პარკი, ინდიელების რეზერვაციაც და დეველოპერებიც. ოჯახს, ჯონ დატონის მეთაურობით, მუდმივად უწევს თავისი საკუთრების დაცვა.
ბნელი ( NETFLIX) 22.06
ბნელი, ეს არის მისტიური სერიალი, რომელშიც შემდეგი ამბავია მოყოლილი და ყველაფერი ერთი ამბის გარშემო ტრიალებს: 2019 წელი, გამოგონილი ქალაქი ვინდენი. ქალაქის ღირშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ატომური ელექტროსადგური, თავისი ბომბსაფარებით, რომელიც 1950-იან წლებში აშენდა. ამის შესახებ ყველა ადგილობრივმა იცის. ქალაქის გარშემო ტყეა, თუმცა არც ისეთი საშიში, რომ შიგნით ვინმე დაიკარგოს. 21 ივნისს ხელოვანი მიხაელ კანვალდი წერს წერილს, რომელიც, მითითების მიხედვით, 4 ნოემბერს, ზუსტად 21:13 წუთზე უნდა გაიხსნას. წერილის დაწერის შემდეგ კი ის თავს ჩამოიხრჩობს.
ლეგიონი (FX (US)) 25.06
ლეგიონის მთავარი გმირი დევიდ ჰელერია, რომელსაც შიზოფრენიის დიაგნოზს უსვამენ, თუმცა საპყრობილეში გამოკეტილი აცნობიერებს, რომ ხმები, რომლებიც მას ჩაესმის და კადრები, რასაც ხედავს, მისი გონებრივი აშლილობის ბრალი სულაც არაა და იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მუტანტია.
შავი სარკე (NETFLIX) 06.06
“შავი სარკის” დამოუკიდებელი ეპიზოდები შეიძლება იყოს სასაცილო, ტრაგიკული, სევდიანი, ცინიკური, ამაზრზენი ანდაც ღრმად ჰუმანური. ყველა მათგანი თავისებურად მოქმედებს მაყურებლის ქვეცნობიერზე. 6 ივნისს, დავბრუნდებით შავი სარკის დისტოპიურ რეალობაში.