სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რა დეტალები იმალება სერიალის “გვირგვინი” ბრწყინვალე კოსტიუმების მიღმა

Cinemania ავტორი Cinemania
2 ივლისი, 2018
რუბრიკა საინტერესო
0
რა დეტალები იმალება სერიალის “გვირგვინი” ბრწყინვალე კოსტიუმების მიღმა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სერიალი გვირგვინი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელიზაბეტის მმართველობის ადრეულ ხანაზე მოგვითხრობს, ბრიტანული პროდუქტია, რომლის მსოფლიოში დისტრიბუციას Netflix უზრუნველყოფს. მან მოახერხა და პირველი სეზონის გადაღებაზე დახარჯული უპრეცედენტო, 130 მლნ $-ით მეორე ადგილი დაიკავა კომპანიის ყველაზე ძვირადღირებულ სერიალებში.

რასაკვირველია, მაღალი ბიუჯეტის განსაკუთრებული ნაწილი კოსტიუმებზე იხარჯება. გადამღები ჯგუფი დიდ ყურადღებას აქცევს ისტორიულ სიზუსტეს და შესაბამისად, განსაკუთრებულ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს ხარჯავს დედოფლის ახალგაზრდობის დროინდელი ტანისამოსისა და გარემოს შექმნაზე.

უფრო ახლოდან გავეცნოთ იმ საინტერესო დეტალებს, რომლებიც უფრო მეტს მოგვიყვება “გვირგვინზე” და მის შესანიშნავ კოსტიუმებზე.

თუ არსებობს რამე, რაც გვირგვინის მსახიობების ბრწყინვალე თამაშს ჯობია, ეს ამავე სერიალის გასაოცარი კოსტიუმებია.

2017 წელს სერიალმა კოსტიუმების კატეგორიაში “ემი” დაიმსახურა.

მეორე სეზონში გამოყენებული კოსტიუმები ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაათვალიეროს ახალ მედიაგამოფენაზე სახელწოდებით: “გვირგვინი: სამეფო სამყაროს წარმოდგენა”.

ამ გამოფენასთან დაკავშირებით, გვირგვინის მეორე სეზონის კოსტიუმების დიზაინერი ჯეინ პეტრი მედიას შემდეგ დეტალებზე ესაუბრა. მისგან სერიალის თაყვანისმცემელმა მრავალი საინტერესო დეტალი შეიტყო.

1. პრინცესა მარგარეტის საიუბილეო კაბა მთლიანად ხელითაა მოქარგული.

ვინაიდან კოსტიუმების დიზაინერებს რეალური კაბის ფიზიკურად ნახვის საშუალება არ ჰქონდათ, დიზაინის ფოტოებიდან გადმოღება მოუწიათ.

2. რაც შეეხება სამკაულს, სერიალში ნამდვილი ძვირფასეულობის ასლებია გამოყენებული.

“რასაკვირველია, რეალური სამკაულების გამოყენება არ შეგვეძლო. სპეციალური კომპანიისგან ვიქირავეთ ასლები. უმეტესობა ძველი ასლებია”, – განაცხადა კოსტიუმების დიზაინერმა.

ასლების გამოყენებას ის უპირატესობა აქვს, რომ ბიჟუტერია ეკრანზე ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.

“კინოფილმში ნამდვილი ბრილიანტებიც გადაგვიღია, მაგრამ ისინი კადრში ისე ბრწყინავენ, რომ მონტაჟისას ტონი უნდა დაუკლო, რომ რეალისტურად გამოიყურებოდნენ. რაც შეეხება ბიჟუტერიას, ისინი ეკრანზე მართლა იდეალურად გამოდის”.

3. კაბა, რომელიც ელიზაბეთს ელჩების მიღებაზე აცვია, სცენარში გვიან ჩამატებული ეპიზოდის გამო სასწრაფოდ შეკერეს და მოზომებისთვის დრო ფაქტობრივად არ ჰქონიათ.

საბედნიეროდ, გვირგვინის ოსტატ მკერავს კლერის (კლერ ფოი) აღნაგობა კარგად ახსოვდა და სასწრაფოდ, ყოველგვარი მოზომების გარეშე გამოჭრა თარგი და მართლაც იდეალური კაბა შეკერეს.

4. სისწრაფის გამო დიზაინერებს ზომების გარეშე მოუხდათ მარგარეტის საქორწინო კაბის შეკერვაც.

5. კოსტიუმერებმა ელიზაბეთის ლურჯი კაბის ორი ვერსია შექმნეს.

თავდაპირველად ნაჩქარევი, შემდეგ კი უფრო დეტალიზებული.

6. კლერ ფოი ახალგაზრდა დედოფალზე გამხდარია, ამიტომ კაბებს შიგნიდან დამატებით სისქეს აყოლებდნენ.

7. ჟაკლინ კენედის კაბის შეკერვისას კი დიზაინერებს გაცილებით მეტი თავისუფლება მისცეს, რადგან ჯეკისა და ელიზაბეთის “ლუქი” კონტრასტული უნდა ყოფილიყო.

“გვინდოდა, დედოფლის პომპეზური კაბისა და ძვირფასი სამკაულის საპირისპიროდ, ჟაკლინს მარტივი თარგის, უპრეტენზიო კაბა სცმოდა”.

8. ამ კაბისთვის განკუთვნილი მოსაცმელისთვის დიზაინერებს საკუთარი წარმოსახვის მოშველიება დასჭირდათ, რადგან ისტორიულად ჟაკლინის კაბას მოსაცმელი არ ჰქონია.

9. რაც შეეხება ჟაკლინის ცნობილ ვარდისფერ კოსტიუმს, ხელოვნური სისხლი, რომელიც გადამღებმა ჯგუფმა გამოიყენა, ვერა და ვერ ამოიყვანეს, ქიმწმენდითაც კი.

10. დიზაინერებს მარგარეტის ამ ჭრელი პალტოს ასლისთვის, რომელიც ვანესა კირბის დუბლიორს უნდა სცმოდა, საკმარისი შალი არ ჰქონდათ, ამიტომ ჩვეულებრივი პალტოს გადაღებვა მოუწიათ.

11. სინამდვილეში, ვანესა კირბი პრინცესა მარგარეტზე გაცილებით მაღალია.

“ვანესა რომ მარგარეტის სიმაღლისა ყოფილიყო, ჭრელ შალის პალტოს არავითარ შემთხვევაში არ ჩავაცმევდით, რადგან არ მოუხდებოდა”, – განაცხადა დიზაინერმა.

12. კოსტიუმების უმეტესობა სერიალში ერთადერთხელ ჩნდება.

13. თუმცა მამაკაცების რამდენიმე კოსტიუმის ხელახლა გამოყენება შესაძლებელია, რაც დიზაინერებს საქმეს უმსუბუქებს.

14. “მრავალჯერადია” ელიზაბეტის ყოველდღიური ჩასაცმელი.

15. დროის კონკრეტული პერიოდისა და მსახიობის ფეხის ზომა ფეხსაცმლის შოვნა ან შექმნა ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა.

“ფეხსაცმლის საკითხი მართლაც რთულადაა. მსახიობების უმეტესობას დიდი ზომის ფეხი აქვთ, მაშინ როცა ძველებური ფეხსაცმელი ძირითადად პატარა ზომები იშოვება. არადა, ფეხსაცმელი და ქუდი აუცილებლად იმდროინდელი უნდა იყოს. ახალი შეკერილი გაცილებით ყალბად გამოიყურება”.

გვირგვინის კოსტიუმების გამოფენა ფართო საზოგადოებისთვის 29 ივლისს გაიხსნება ლოს-ანჯელესში.

ბიუჯეტიგვირგვინიდედოფალი ელიზაბეთიდედოფალი ელიზაბეტიდეტალებიდიზაინიელიზაბეთ IIემიკაბებიკლერ ფოიკოსტიუმებიკოსტიუმების გამოფენამეორე სეზონიპრინცესა მარგარეტიჟაკლინ კენედირეალურისამკაულებისერიალიფეხსაცმელი
Previous Post

შონდა რაიმსი: "სამსახურში ჩემი წესები მაქვს"

Next Post

სოფი თერნერი: "იმაზე მეტი სიკვდილი იქნება, ვიდრე ყველა წინა სეზონში"

Next Post
სოფი თერნერი: "იმაზე მეტი სიკვდილი იქნება, ვიდრე ყველა წინა სეზონში"

სოფი თერნერი: "იმაზე მეტი სიკვდილი იქნება, ვიდრე ყველა წინა სეზონში"

ახალი ამბები

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6353

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ქვიზი: გამოიცანით რომელი მუსიკოსის როლს თამაშობენ ეს მსახიობები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2019
3336

ბოლოს დამატებული

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ცნობილი დედმამიშვილები, რომლებიც განსაკუთრებულად ჰგვანან ერთმანეთს

ავტორი Cinemania
12 აგვისტო, 2022
0

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
11 აგვისტო, 2022
0

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

შემთხვევით აღმოჩენილი ფოტოალბომი, სადაც პატარა ბიჭი ცნობილ ადამიანებთან ერთად არის აღბეჭდილი

ავტორი Cinemania
10 აგვისტო, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020