ტროი გუდოლი ახალზელანდიელი ფოტოგრაფია, რომელიც ერთი საინტერესო ფოტოპროექტის ავტორად მოგვევლინა: მან მოძებნა ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ის გამოარჩევთ, რომ ცნობილი ვარსკვლავების სახელი და გვარი აქვთ. გუდოლმა ამ ადამიანებს შანსი მისცა, თავისი “ცნობილი” სახელის დახმარებით, ერთხელ მაინც ეგრძნოთ თავი ნამდვილ ვარსკვლავად და მოაწყო ფოტოსესია სახელწოდებით: “თითქმის ცნობილები”. ფოტოებზე მან მსოფლიოს უპოპულარულესი “სახელები” აღბეჭდა და ეს ადამიანები მსოფლიოს გააცნო.
“თითოეულ მათგანს საკუთარი პროფესია და თავის სახელთან დაკავშირებული გამორჩეული ისტორია აქვს” – ამბობს გუდოლი, – “რესტორნის დაჯავშნის პრობლემებიდან დაწყებული, შვებულებაში გამგზავრებით დამთავრებული… რას იზამ, ძნელია ცნობილი სახელით ცხოვრება”.
ფოტოების სერია, რომელიც ბრენდ NZ-სთან თანამშრომლობით განხორციელდა, ცნობილი ადამიანის მრავალ მოსახელეს აერთიანებს, მათ შორის ბენ აფლეკს, ჯულია რობერტსს, ენტონი ჰოპკინსს და სხვებს.
დაათვალიერეთ ფოტოები და თქვენც გაიცანით ჩვენთვის კარგად ნაცნობი ადამიანების სეხნიები:
1. ჯულია რობერტსი – პიცას მიტანის სერვისის მძღოლი ტაურანგადან
2. კლინტ ისტვუდი – ელექტრიკოსი პუკეკოჰიდან
3. მაიკლ ჯორდანი – ვებპროგრამისტი კელსტონიდან
4. ენტონი ჰოპკინსი – მუზეუმის თანამშრომელი უელინგტონიდან
5. ბენ აფლეკი – სტუდენტი დიუნდინიდან
6. ჯეკი ჩანი – ფარმაცევტი ილერსლიდან
7. სარა ჯესიკა პარკერი – ნალბანდი უორკვორთიდან
წყარო: www.boredpanda.com