პირველ რიგში შეხსენება: სამეფო კარის თამაშების უკანასკნელი სეზონის გამოსვლამდე ზუსტად ერთი თვეა დარჩენილი!
დარწმუნებულები ვართ, ფანების ნახევარმა უკვე მერამდენედ უყურა ან ახლა იმეორებს საყვარელი შოუს წინა სეზონებს. ჩვენი მხრივ კი გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ GOT-ის ქართველი გულშემატკივრები ფინალურ, ეპიკურ სეზონს სათანადოდ მომზადებულები დახვდეთ.
მანამდე კი გავიხსენოთ ის დიდებული ადგილები, სადაც სამეფო თამაშების მნიშვნელოვანი მომენტები გათამაშდა და სადაც ჩვენი საყვარელი პერსონაჟების ბედი ვითარდებოდა. ოღონდ, ამას ორიგინალურად – GOT-ის ერთ-ერთი ფანის მიერ გადაღებული შესანიშნავი ფოტოსესიით გავიხსენებთ.
ბლოგერმა და ხელოვანმა ანდრეა დევიდმა (@filmtourismus ინსტაგრამზე), ხორვატიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ესპანეთში, ისლანდიაში და სხვა რამდენიმე ისეთ ადგილას იმოგზაურა, სადაც სამეფო კარის თამაშების სხვადასხვა სეზონის ეპიზოდებია გადაღებული, ამ ლოკაციებს ფოტოები გადაუღო, და რაც მთავარია, ყოველ ჩვენი საყვარელი სერიალის შესაბამისი სცენა დაურთო! შედეგი ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა. ანდრეა, რომელიც კინოტურიზმითაა დაკავებული, თავის მიერ გადაღებულ კინოლოკაციებს სწორედ შესაბამის კადრებს “ადებს” თავის ფოტოებს – ოღონდ ფოტოშოპის გარეშე, ბუნებრივად.
ბევრს აღარ გავაგრძელებთ, ერთად დავათვალიეროთ ეს შესანიშნავი ფოტოსესია.
ზუმაია, პაის ვასკო – სწორედ აქაა გადაღებული დრაკონის ქვის ეპიზოდები მე-7 სეზონიდან
https://www.instagram.com/p/BsoJmr3HFtG/?utm_source=ig_embed
ტარგარიენების სასახლისკენ ამავალი კიბე, რომელზეც რამდენიმე დასამახსოვრებელი სცენა განვითარდა.
ჩრდილოეთ ირლანდია – აქ სტარკების სამფლობელო და შავი ციხესიმაგრის სცენებია გადაღებული
კვლავ ესპანეთი, ზუმაია
https://www.instagram.com/p/Bh9aBc3FQR9/?utm_sourcehttps://www.instagram.com/p/BiKevrulF9D/?utm_source
https://www.instagram.com/p/BiKevrulF9D/?utm_source
დუბროვნიკი, ხორვატია – მისი უდიდებულესობა, მეფის სავანე
სერსეის სამფლობელო
დასახიჩრებული ჯეიმის დაბრუნება სატახტო ქალაქში
ადგილი, სადაც ჯოფრი ბარათეონისა და მარჯერი ტაირელის ქორწილია გადაღებული (რომელიც ძალზე სასიამოვნოდ დამთავრდა)
https://www.instagram.com/p/BbICmY0lcYu/?utm_source
ტირიონი, სანამ ქალაქიდან გაქცევა მოუწევდა
ხორვატია – მეფის სავანის სავანეები
დენერის ტარგარიენის ზოგიერთი სცენაც დუბროვნიკშია გადაღებული
https://www.instagram.com/p/Bauml_6lExR/?utm_source=ig_embed
პენტოსის სცენებს კი მალტაში იღებდნენ
მალტის ამ ლაჟვარდოვან სანაპიროზეა გადაღებული ხალ დროგოსა და დენერისის ქორწილიც
მალტაშია გადაღებული ეს საძულველი სცენაც
კვლავ მალტა – სან ანტონის სასახლე
ესპანეთი, ხირონის წმინდა მარიამის საკათედრო ტაძარი – შოუში ეს ბეილორის სეპტის კარიბჭეა
https://www.instagram.com/p/Bd8AqTflutl/?utm_source=ig_embed
ესპანეთი, კატალონია, ხირონის ბენედიქტელების მონასტერი – აქ ციტადელის სცენებია გადაღებული
https://www.instagram.com/p/Bd0Rw4lFHd_/?utm_source=ig_embed
აქვეა გადაღებული ბრაავოსის ქუჩის სცენები
https://www.instagram.com/p/Bdp6muelqEZ/?utm_source=ig_embed
ისლანდია – აქ ჩრდილოეთის სცენებს იღებდნენ
ბონუსი:
GOT-ის სცენების გარდა ანდრეა ბევრ საკულტო კინოლოკაციას იღებს (მათ შორის, ჰარი პოტერის, ლა ლა ლენდის, მეგობრების და ა.შ.), ასე რომ, ადევნეთ თვალი ამ საინტერესო არტისტს.