უამრავი დიდებული მსახიობი ვიცით, რომელთაც წარმატებას ახალგაზრდობაშივე მიაღწიეს, თუმცა საპირისპირო შემთხვევაც ბევრია. ბევრმა ვარსკვლავმა საყოველთაო პოპულარობა შუახანს მიღწეულმა მოიპოვა და შედეგად, ისინი მსოფლიომ გარკვეული ასაკიდან გაიცნო. ამრიგად, ხშირად ცნობილი მსახიობის ახალგაზრდობის ფოტო რომ ვნახოთ, შეიძლება მასზე დიდი ვარსკვლავი ვერც კი ამოვიცნოთ.
დღეს ჩვენ ათი ასეთი გამოჩენილი მსახიობი შევკრიბეთ. დაათვალიერეთ და აღიარეთ, რომელს იცნობდით და რომელს ვერა.
ალან რიკმანი
რთულია დაიჯერო, მაგრამ ალან რიკმანი ცნობილი მხოლოდ 42 წლიდან გახდა. საუკეთესო კინოროლები მან კერკეტ კაკალში გამოჩენის შემდეგ მიიღო.
ვუპი გოლდბერგი
ვუპი 35 წლისა იყო, პოპულარობა რომ მოიპოვა ფილმ მოჩვენებაში შესრულებული მედიუმის როლით.
ტომი ლი ჯონსი
ტომი ლი ჯონსმა მთელი ცხოვრება თეატრსა და კინოს მიუძღვნა, მაგრამ პირველი კინოროლი, რომლითაც ცნობილი გახდა, 47 წლისამ მიიღო.
მეგი სმიტი
მეგი სმიტი მართლაც უნიკალური შემთხვევაა იმ მხრივ, რომ მან ოსკარი ჯერ კიდევ 36 წლის ასაკში დაიმსახურა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ 67 წლისამ (ჰარი პოტერის ფილმების სერიაში პროფესორ მაკგონაგელის დიდებულად შესრულებისთვის) მოიპოვა საქვეყნო პოპულარულობა.
პატრიკ სტიუარტი
მსახიობის ტალანტი მსოფლიო აუდიტორიამ სერიალის – ვარკვლავური გზა: მომდევნო თაობა – ეთერში გასვლის შემდეგ გაიცნო. ამ დროს პატრიკ სტიუარტი 47 წლის იყო.
მელისა მაკარტი
მელისა ფილმ მეჯვარეების წყალობით გახდა საქვეყნოდ ცნობილი 2011 წელს. მაშინ მსახიობი 41 წლის გახლდათ.
მორგან ფრიმანი
მასზე ხშირად ხუმრობენ, რომ ასაკოვანი დაიბადა. მართლაც, 1987 წელს გამოსული ფილმი – Street Smart იყო პირველი, რომელმაც ფრიმენს პოპულარობა მოუტანა… 50 წლის ასაკში.
ჰელენ მირენი
ფილმში დედოფალი დედოფალ ელიზაბეთის შესანიშნავად განსახიერებული როლი იყო სწორედ ის, რომელმაც ჰელენ მირენის სახელი 54 წლის ასაკში მსოფლიო აუდიტორიას გააცნო.
იან მაკკელენი
ცნობილი ბრიტანელი მსახიობის ნიჭი მთელმა მსოფლიომ მხოლოდ 62 წლის ასაკში დააფასა, როცა მან ბეჭდების მბრძანებლის სერიაში ჯადოქარი გენდალფი ითამაშა.
ჯუდი დენჩი
ჯუდი დენჩმა თვალშისაცემ წარმატებას უკვე 61 წლისამ მიაღწია, როცა მან ჯეიმს ბონდის რიგით მე-17 ეკრანიზაციაში (ოქროს თვალი) ითამაშა.