დისნეიმ გადაწყვიტა, აღარ დატოვოს ვარსკვლავური ომები შორს, შორს გალაქტიკაში და დედამიწის მკვიდრებსაც მისცეს მისი დათვალიერების საშუალება. კომპანია ფლორიდასა და კალიფორნიაში თემატური პარკების გაშენებას აპირებს, რომელთა ნახვასაც ვარსკვლავური ომების ფანები სულმოუთქმელად ელიან. პარკების გახსნა 2019 წლისთვის იგეგმება, მანამდე კი დისნეიმ გამოაქვეყნა დრონით გადაღებული ფოტოები, რომლებიც გვიჩვენებს, როგორ შენდება საოცარი კონსტრუქციები, ფანების საყვარელ სხვადასხვა ლოკაციად რომ გარდაიქმნება. დისნეის განცხადებით, კალიფორნიაში მდებარე პარკი პლანეტა ბატუუს წარმოადგენს, გარე რიმის სამყაროს, რომელიც ჯერ არავის უნახავს.
მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და 2 მილიარდი $ დაჯდა. დაათვალიერეთ ფოტოები და ნახეთ, როგორი იქნება ვარსკვლავური ომების მომავალი სამყარო დედამიწაზე.
ეპიკურ პროექტზე გამალებული მუშაობა მიმდინარეობს.
ორივე პარკი 56656 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.
