21-ე საუკუნეში, განსაკუთრებით კი, უკანასკნელ ათწლეულში, კომიქსების პერსონაჟების შესახებ გადაღებული ფილმები წარმოუდგენელ პოპულარულობას აღწევენ. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან, 40-იან წლებში კომიქსების გვერდებზე გაცოცხლებული სუპერგმირები ახალგაზდებისა და მოზარდების საყვარელი პერსონაჟები გახდნენ. რკინის კაცი, ჰალკი, თორი და სხვა, ეს ყველა ის არაბუნებრივი ძალების მქონე პერსონაჟებია, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა თავბრუდამხვევ ისტორიებში იღებდნენ მონაწილეობას და სამყაროს გადასარჩენად არაერთგზის დაამარცხეს წარმოუდგენლად ძლიერი ბოროტმოქმედები.
გარდა იმისა, რომ წლებთან ერთად იხვეწებოდა კომიქსების ხატვის ტექნოლოგია, კიდევ უფრო ფუტურისტული ხდებოდა არტისტების ხედვა, გარეგნულად და ფიზიკურად იცვლებოდნენ მკითხველისთვის ნაცნობი პერსონაჟები, ხოლო რაც უკანასკნელ ათწლეულის განმავლობაში კომიკსების ადაპტაციები მრავალმილიარდიანი კინოინდუსტრიის ნაწილი გახდა, აუცილებლობად იქცა ხსენებული პერსონჟების ეკრანებისათვის ადაპტირება და ეპოქასთან მოდერნიზება. ბევრმა მათგანმა ცვლილება განიცადა: ზოგმა შეიცვალა ჩაცმულობა, ზოგმაც, კანის ფერი, რამოდენიმე პერსონაჟი კი საერთოდ საპირისპირო სქესის აღმოჩნდა. შესაბამისად გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი მსგავსი ექსპერტიმენტი.
გთავაზობთ, პოლ ჰარდინგის ნამუშევარს, რომელიც თანამედროვე ე.წ „Action Figure“-ის სათამაშოებზე აკეთებს აქცენტს და ქმნის ცნობილი პერონაჟების შესანისნავ მოძრავ გასართობ ფიგურებს. მიმდინარე ეტპაზე ხელოვანმა შექმნა და შემოგვთავაზა 43 შესანიშნავი მარველის პერსონაჟების 3D ფიგურები, რომლებიც 70-იანი წლების კომიქსებისათვის დამახასიათებელ სტილში არიან შექმნილები.
