ასაკის მატებას, მეტ-ნაკლებად, ყველანი განვიცდით, თუმცა მსახიობებისათვის ეს კიდევ უფრო მტკივნეული თემაა… ყველამ კარგად ვიცით, რომ ჰოლივუდს ახალგაზრდები უყვარს და მხოლოდ ერთეულებს უმართლებთ ისე, რომ ამ ყოველივემ მათ კარიერაზე გავლენა არ მოახდინოს.
რა თქმა უნდა, ისინი სხვადასხვა გზას მიმართავენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნონ ახალგაზრდული გარეგნობა. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ მათგანს ეს განსაკუთრებულად კარგად გამოდის და ახლა ბევრად უკეთაც კი გამოიყურება, ვიდრე 90-იანებში!
1. კრის პრატი
ის 39 წლისაა და ხანში შესულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, თუმცა ჩვენთვის მაინც ძალიან საინტერესოა, როგორ ახერხებს ასეთ გასაოცარ ფორმაში ყოფნას?
2. ქეით ბლანშეტი
ქეითი ყოველთვის ბრწყინავდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ 49 წლის ასაკში ისე გამოიყურება, როგორც არასდროს!
3. ქეით უინსლეტი
43 წლის მსახიობი ახლა ნამდვილად საუკეთესო ფორმაშია და თუ მის ძველ ფოტოებს თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ ასეთი ახალგაზრდული შესახედაობა არასდროს ჰქონია!
4. ჰოლი ბერი
52 წლის ოსკაროსანი მსახიობი ყოველთვის შესანიშნავი იყო და დრომ მის სილამაზეს ვერაფერი დააკლო, თავად კი შეცვლილი სტილი და დახვეწილი ქალის იმიჯი განსაკუთრებულად მოიხდინა.
5. დემი მური
მსახიობი 56 წლის ასაკში ისეთ ფორმაშია, რომ სერიოზული ეჭვი გვაქვს – ის ახალგაზრდობის ელექსირს სწორედ იმ უმცროსი მამაკაცებისაგან იპარავს, რომელთაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ხვდებოდა.
6. სანდრა ბულოკი
ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცვლის სწორად შერჩეული ვარცხნილობა ადამიანს! 54 წლის ასაკში სანდრა ნამდვილად გამოიყურება საბედისწერო ქალივით, წარსულში კი ის უმეტესად სასაცილო გოგონების როლს ირგებდა.
7. რაიან რეინოლდსი
დიახ, მამაკაცების უმრავლესობას წვერი და სწორად შერჩეული ვარცხნილობა ძალიან უხდება – 42 წლის მსახიობის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ასეთი გარეგნობა ბევრად მომგებიანია, ვიდრე თინეიჯერული იმიჯი!
8. ნიკოლ კიდმანი
51 წლის ნიკოლი კვლავ შესანიშნავად გამოიყურება და, ვფიქრობთ, კიდევ დიდხანს არ დათმობს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალბატონის სტატუსს!
9. ჯენიფერ ენისტონი
ჯენიფერთან დაკავშირებით ჩვენი თეორია გვაქვს – 90-იანებში მან გარიგება დადო ზებუნებრივ ძალებთან, რათა ყოველთვის გოგონასავით გამოიყურებოდეს… არადა, მსახიობი უკვე 49 წლისაა!
10. ჯენიფერ ლოპესი
ჯეი ლო ნამდვილი რეკორდსმენია – ის უნაკლო ფორმაშია, დღითი დღე უფრო ლამაზდება და მაშინაც კი, როდესაც მისი დაბადების თარიღს ვკითხულობთ, არავის გვჯერა, რომ ეს ქალბატონი მალე 50 წლის გახდება!