ნარკოსი: მექსიკა, რომელშიც სახელგანთქმული ნარკოსი ამჯერად მექსიკაში გრძელდება, სულ ცოტა ხნის წინ გაეშვა Netflix-ზე. (და რა თქმა უნდა, აჭარანეტზეც) სერიალი კვლავაც ნარკოდილერებისა და აშშ-ის ანტინარკოტიკული დეპარტამენტის თანამშრომლების დაპირისპირებაზე მოგვითხრობს და კვლავაც რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.
ამ სეზონში “კატა” DEA-ს აგენტი ენრიკე “კიკი” კამარენაა (მაიკლ პენია), თუმცა 1980-იანების მექსიკაში DEA-ს სუსტი პოზიციების გათვალისწინებით, მისი საქმიანობა ისეთი ეფექტური არაა, როგორსაც ისურვებდა. “თაგვი” კი მიგელ ანხელ ფელიქს გალიარდოა (დიეგო ლუნა), რომლის გავლენები და კავშირები წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს.
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ მთავარი გმირების, ისევე როგორც სერიალის დანარჩენი პერსონაჟების რეალურ პროტოტიპებს.
მიგელ ანხელ ფელიქს გალიარდო (დიეგო ლუნა)

გალიარდო – ასევე ცნობილი, როგორც “ელ პადრინო” – გახლდათ ადამიანი, რომელიც 80-იან წლებში მექსიკის ნარკოტრაფიკის სათავეში იდგა. მან “პლაცები” – არალეგალური ტერიტორიები ერთ მსხვილ, გვადალახარას კარტელში გააერთიანა. აღნიშნულ სერიალში მაყურებელი სწორედ მის ისტორიას ეცნობა მარიხუანას მიმწოდებლიდან ნარკოტიკების მეფედ ქცევამდე.
ნარკობარონის როლს დიეგო ლუნა ასრულებს – მექსიკელი მსახიობი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია ფილმებიდან განდევნილი და დედაშენიც აგრეთვე.
რაფაელ კარო კუინტერო (ტენოხ ჰუერტა)

კარო კუინტერო გალიარდოსა და ერნესტო ფონესკო კარილოსთან ერთად გვადალახარას კარტელის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. მან მარიხუანას ჯიში, სახელად “სინსემილა” გამოიყვანა, რომელიც ყლორტებს და თესლს არ იკეთებს, რის გამოც მისი შეფუთვა ადვილია. ცნობისათვის, კუინტერო ამჟამდ FBI-ის ძებნილთა სიაშია.
კარო კუინტეროს სერიალში ტენოხ ჰუერტა განასახიერებს. ესპანური და ლათინოამერიკული ფილმების გარდა ის ჰოლივუდურ სურათებშიც გამოჩენილა.
ენრიკე (კიკი) კამარენა (მაიკლ პენია)

სერიალის სიუჟეტის დიდი ნაწილი გალიარდოს ძალაუფლების ზრდის ისტორიაა, მეორე ნახევარი კი DEA-ს აგენტის, კიკი კამარენას ბრძოლა მის წინააღმდეგ. კამარენა კალიფორნიის შტატში, ბაიაში დაიბადა, სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ კი პოლიციის ოფიცერი გახდა, შემდგომ კი კალიფორნიის ანტინარკოტიკულ სამსახურში დაიწყო მუშაობა. ოჯახთან ერთად გვადალახარაში 1981 წელს გადასახლდა და ამ დროიდან მისი ბედი გალიარდოს და ნარკოტიკების ომს დაუკავშირდა.
კამარენას როლს ჰოლივუდის მსახიობი მაიკლ პენია ასრულებს. პენია საკმაოდ ცნობილი მსახიობია და მრავალ ცნობილ ფილმში მიუღია მონაწილეობა (მათ შორის, მარსელი და ენთმენი).
ჯენევა “მიკა” კამარენა (ალისა დიასი)

კიკი კამარენას და მის მეუღლეს, მეტსახელად მიკას, სამი ვაჟიშვილი ჰყავდათ. ქმრის გარდაცვალების შემდეგ მიკა ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანიის აქტივისტი გახდა.
მიკას როლს კალიფორნიელი მსახიობი ალისა დიასი ასრულებს. მას კიდევ ერთ ცნობილ სერიალში, ახალწვეულში ვიხილავთ.
ამადო კარილო ფუენტესი (ხოსე მარია იაპზიკი)

კარილო ფუენტესი გვადალახარას კარტელის ერთ-ერთი დამაარსებლის, ერნესტო ფონსეკას დისშვილი იყო. კარტელის გაყოფის შემდეგ ის ხუარესის კარტელის ბოსი გახდა. კარილო ფუენტესი პილოტი გახლდათ და ამ პროფესიას კოკაინის თვითმფრინავით გადასაზიდად იყენებდა, რის გამოც მეტსახელად “El Señor de Los Cielos” (ცის ბატონი) შეარქვეს. კარილო ფუენტესი 1997 წელს გარდაიცვალა პლასტიკური ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად. მას გარეგნობის შეცვლა ამერიკელი და მექსიკელი მაძებრების დასაბნევად ჰქონდა განზრახული. კარილოს გარდაცვალების შემდეგ მისი პლასტიკური ქირურგის გვამი ბენზინის ავზში ჩაგდებული იპოვეს მექსიკის გზაზე. კანონმდებლობის მოსაზრებით, მისი სიკვდილი ხუარესის კარტელთან პირდაპირ კავშირშია.
კარილო ფუენტესის როლს მექსიკელი ტელე და კინოვარსკვლავი ხოსე მარია იაზპიკი თამაშობს.
იზაბელა ბაუტისტა (ტერეზა რუისი)
იზაბელა ბაუტისტა ფელიქსის ძველი მეგობარია სინალოადან. გვადალახარაში გადასვლის შემდეგ იზაბელა მექსიკის მდიდრების ელიტაში გაერია და სერიოზულ მოთამაშედ გვევლინება. სავარაუდოდ, იზაბელა ბაუტისტა გამოგონილი პერსონაჟია და ზუსტი რეალური პროტოტიპი არ ჰყავს.
ჯეიმს კიკენდალი (მეთ ლეშერი)
ჯეიმს კიკენდალი DEA-ს აგენტი იყო, რომელიც კიკი კამარენასთან ერთად მუშაობდა. 2005 წელს მან თავის სამუშაო გამოცდილებაზე დაყრდნობით დაწერა წიგნი: O Plata o Plomo? Silver or Lead? მეთ ლეშერი – მსახიობი, რომელმაც კიკენდალი განასახიერა – ხშირად ირგებს სამთავრობო თანამშრომლების დამხმარეების როლებს (კინგსმენი: ოქროს წრე, 13 საათი და მისთ.).
მარია ელვირა მურილიო (ფერნანდა ურეხოლა)
ფერნანდა ურეხოლა ჩილელი მსახიობია. იგი ნარკოდამნაშავის არცთუ დალხენილი ცხოვრების მქონე ცოლის, მარია ელვირას როლს ასრულებს.