სამწუხაროა ადამიანის გარდაცვალება, კიდევ უფრო ტრაგიკულია იმ ფაქტის გაგება, რომ მსოფლიოს მასშტაბით ცნობილმა ადამიანმა დატოვა ცოცხალთა რიგები და გვარგუნა მემკვიდრეობა, რომელზედაც დღემდე უმცროსი თაობა იზრდება. მათი სიკვდილი შეგვახსენებს, რომ „Grim Reaper“-ს ვერავინ გაექცევა, მათ შორის საუკეთესონიც. ეს მუდმივი ციკლია, ბუნებრივად მოკვდავებად ვართ დაბადებულნი და ასაკის მატებასთან ერთად ვაცნობიერებთ, რომ ყოველი მომდევნო დღის გასვლით ვუახლოვდებით ჩვენს აღსასრულს, თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ სიკვდილი მოულოდნელად მოდის, მაშინ როდესაც ყველაზე ნაკლებად ველით, ხან კი ისე გვიან რომ მის მოსმლასაც კი ვერ ვიგებთ და ძილში, სრულიად მშვიდ გარემოში ვასრულებთ უკანასკნელ ამოსუნთქვას.
არაერთი მძიმე ფაქტის განთვალისწინებით 2020 საკმაოდ რთული წელიწადი იყო, თუმცა კიდევ უფრო ტრაგიკული იმიტომ გახდა, რომ საკმაოდ ცნობილი, კარგი და მნიშვნელოვანი მსახიობები დაკარგდა ჰოლივუდმა.
28 აგვისტოს გარდაიცვალა ჩედვიკ ბოუზმანი, რომელიც სამყარომ „Marvel“-ის ერთ-ერთი სახელგანთქმული პერსონაჟის „Black Panther“-ის სახელით გაიცნო და შეიყვარა. მსახიობი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (4 წელი) მსხვილნაწლავის სიმსივნეს ებრძოდა. არაერთი საკმაოდ რთული ჩატარებული ოპერაციისა და მძიმე მედიკამენტების მიუხედავად, არტისტს მუშაობა არც ერთი წამით არ შეუჩერებია. მსახიობი 43 წლის ასაკში საკუთარ სახლში, ლოს ანჯელესში ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
არანაკლებ ტრაგიკულია, ის რაც ჩედვიკის გარდაცვალების მომდევნო დღეს, 29 აგვისტოს გახდა ცნობილი, როდესაც „ტერმინატორის“ სახელგანთქმული ვარასკვლავის, ლინდა ჰამილტონის ტყუპის ცალის, ლესლი ჰამილტონის გარდაიცვალების ამბავი შეიტყო სამყარომ. 63 წლის ჰოსპისის მედდა 22 აგვისტოს გარდაიცვალა, ხოლო თავად ამბავი უკვე მოგვიანებით გახდა საზოგადოეებისათვის ცნობილი. გარდაცვალების მიზეზის შესახებ ოჯახი დღემდე არ საუბრობს.
2020-ში გამოვემშვიდობეთ 88 წლის ბილბო ბეგინს. მიმდინარე წლის 19 ივნისს, საავადმყოფოში, ზედამხედველების მეთვალყურეობის ქვეშ, მშვიდ გარემოში გარდაიცვალა იან ჰოლმი. შესანიშნავმა მსახიობმა არაერთი საინტერესო როლით დაგვამახსოვრა თავი, ჰობიტი ბილბო (LOTR), ანდროიდი აში (Alien) და რა თქმა მამა კორნელიუსი (The Fifth Element).
მაქს ფონ სიუდოვი თანამედროვე მაყურებელს სამეფო კარის თამაშების პერსონაჟის, კერძოდ კი ყვავის როლისთვის გაახსენდება, ხოლო შედარებით უფროსს აუდიტორიას მოსამართლე დრედში, დიუნასა და ეგზორცისტში შესრულებული როლებისათვის დაამახსოვრდა. მსახიობი 8 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული მსახიობი ერთადერთი შვედია, რომელიც ოსკარზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში იყო ნომინირებული.
მიმდინარე წელს დაგვტოვა კიდევ ერთმა სამეფო კარის თამაშების მსახიობმა, დაიანა რიგმა. არისტი 10 სექტემბერს, 82 წლის ასაკში ფილტვების კიბოსაგან გარდაიცვალა. ეკლების დედოფლის როლს დაიანა 4 სეზონის განმავლობაში ასრულებდა და მაყურებელს თავი გამოცდილებით, სიდინჯით, ცივსისხლიანობითა და საკუთარი ოჯახის სიყვარულით დაამახსოვრა. აქვე აღსანიშნავია, რომ დაიანა ერთი პერიოდი ჯეიმს ბონდის გოგონაც კი იყო, როდესაც იგი 1969-ში გამოსულ ფილმში, „On Her Majesty’s Secret Service!“ მთავარ როლს ასრულებდა.
რადგან ბონდზე, ჯეიმს ბონდზე დავიწყეთ საუბარი აუცილებლად აღსანიშნავია, იმ მსახიობის ხსენება, რომელიც საიდუმლო აგენტის როლს 6 ფილმის განმავლობაში ასრულებდა. სერ შონ კონერი ყველას საყვარელი შოტლანდიელი მსახიობი, რომლის წასვლამაც არაერთ ადამიანს დაწყვიტა გული. 31 ოქტომბერს, საღამოს სერ შონ კონერი გარდაიცვალა ზუსტი მიზეზი არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ იგი ბაჰამის კუნძულებზე იმყოფებოდა, სადაც მსახიობმა ღამის ძილის შემდგომ ვეღარ გაიღვიძა. შეგახსენებთ, რომ მსახიობი 90 წლის იყო.
26 ივლისს გარდაიცვალა ოლივია დე ჰევილენდი, რომელმაც განუმეორებლად შეასრულა ახალგაზრდა მელანი უილკსის როლი სახეგანთქმულ ფილმში, ქარწაღებულები. ამავე როლის შესრულებისათვის, ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვანი როლისათვის არტისტი ოსკარით დააჯილდოვა. 104 წლის ოლივია, უკანასკნელი ცოცხალი ადამიანი იყო, რომელსაც რაიმე სახის შეხება ჰქონდა ზემოხსენებულ ფილმთან.
კელი პრესტონი ჯონ ტრავოლტას მეუღლე იყო, რომელმაც არაერთ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, წვიმის კაცში, ტყუპებში, გოტისა და სხვა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისმა ყოფილმა მეუღლემ 12 ივლისს აცნობა პრესას. კელი 57 წლის ასაკში, მკერდის კიბოსთან 2 წლიან ბრძოლაში გარდაიცვალა.