სამწუხაროა ადამიანის გარდაცვალება, კიდევ უფრო ტრაგიკულია იმ ფაქტის გაგება, რომ მსოფლიოს მასშტაბით ცნობილმა ადამიანმა დატოვა ცოცხალთა რიგები და გვარგუნა მემკვიდრეობა, რომელზედაც დღემდე უმცროსი თაობა იზრდება. მათი სიკვდილი შეგვახსენებს, რომ „Grim Reaper“-ს ვერავინ გაექცევა, მათ შორის საუკეთესონიც. ეს მუდმივი ციკლია, ბუნებრივად მოკვდავებად ვართ დაბადებულნი და ასაკის მატებასთან ერთად ვაცნობიერებთ, რომ ყოველი მომდევნო დღის გასვლით ვუახლოვდებით ჩვენს აღსასრულს, თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ სიკვდილი მოულოდნელად მოდის, მაშინ როდესაც ყველაზე ნაკლებად ველით. ამ სამწუხარო ფაქტზე შევჩერდებით და მიმდინარე ეტაპზე წარმოგიდგენთ მსახიობებს, რომლებიც ტრაგიკულად და მოულოდნელად გარდაიცვალნენ.
River Phoenix

რივერ ფენიქსი ხოაკინ ფენიქსის ალალი უფროსი ძმა, რომელიც 80-იანი წლების მეორე ნახევარში ნამდვილი ვარსკვლავი იყო. პირველი როლი რივერმა რობ რაინერის „Stand By Me“-ში ითამაშა. 23 წლის ფენიქსი ნამდვილი ვარსკვლავი გახდა, თუმცა ჯონი დეპის ღამის კლუბში, ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა.
Sharon Tate

26 წლის მსახიობი, რომელიც რეჟისორ რომან პოლანსკის მეუღლე იყო, ჩარლზ მენსონის თანამოაზრეებმა საკუთარ სახლში მოკლეს. ამ დროს მსაიობი 9 თვის ორსული იყო. 2019 წელს კვენტინ ტარანტინომ ამ ფაქტის შესახებ ფილმი გადაიღო, რომელსაც „Once Upon A Time In Hollywood“ ჰქვია.
Chadwick Boseman

მიმდინარე წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ჩედვიკ ბოუზმანი, რომელიც სამყარომ „Marvel“-ის ერთ-ერთი სახელგანთქმული პერსონაჟის „Black Panther“-ის სახელით გაიცნო და შეიყვარა. ცნობილი ხდება, რომ მსახიობი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (4 წელი) ებრძოდა მსხვილნაწლავის სიმსივნეს. ოჯახის განმარტებით ჩედუიკი ნამდვილი მებრძოლი იყო, და მიუხედავად არაერთი საკმაოდ რთული ოპერაციისა და მძიმე მედიკამენტებისა მუშაობა არც ერთი წამით არ შეუჩერებია. მსახიობი 43 წლის ასაკში საკუთარ სახლში, ლოს ანჯელესში ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა
4. Jean Harlow

30-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰოვარდ ჰიუზმა აღმოაჩინა და ჯოჯოხეთის ანგელოზებში როლი შესთავაზა, ფილმი იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბლოკბასტერი იყო. ქერათმიანი ლამაზმანი მომენტალურად პროდიუსერების ყურადღების ცენტრში მოექცა. ეპოქის სექს-სიმბოლო 26 წლის ასაკში ესპანუი გრიპით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.
Chris Farley

ცნობილ მწვანე ოგრს, შრეკს თავდაპირველად ხმა ცნობილმა კომედიანტმა კრის ფარლიმ აჩუქა. ანიმაციური ფილმის მეორე ეტაპის დაწყებამდე მსახიობი 1997 წლის 18 დეკემბერს ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცლილი იპოვეს. ამ სამწუხარო ფაქტის შემდგომ შრეკი უკვე მაიკ მაიერსმა გაახმოვანა.
Brittany Murphy
ბრიტანი მერფი გარდაიცვალა 2009 წლის 20 დეკემბერს, 32 წლის ასაკში პნევმონიით. დაკრძალულია ჰოლივუდ-ჰილზის სასაფლაოზე, ლოს-ანჯელესში. ამ მოვლენიდან ხუთი თვის შემდეგ იმავე ვითარებაში გარდაიცვალა მსახიობის მეუღლე საიმონ მონჯეკი
Brandon Lee
ბრენდონ ლი, მამის, ბრიუს ლის მსგავსად გარკვეველ ვითარებაში, კერძოდ კი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის „ The Crow.“-ს ერთ-ერთი დუბლის გადაღებისას, გასროლის შედეგად მოკლეს. როგორც შემდგომ ფართო მასებისათვის ცნობილი გახდა, გადაღებებისის დროს ბრენდონის უკანასკნელ დუბლში მთავარ გმირს ბოროტმოქმედი იარაღს უმიზნებს და შემდგომ გასროლას ახდენს, რა თქმა უნდა გამოყენებულ იარაღში ფუჭი ტყვიები უნდა ყოფილიყო, თუმცა დღემდე არავინ იცის საბრძოლო მასალა ვინ მოათავსა პისტოლეტში. ფილმის გადაღებების დასრულება, ვიზუალური ეფექტებისა და ორეულის გამოყენით განხორციელდა.
Anton Yelchin

2016 წელს პერსპექტიული ახალგაზრდას სიცოცხლე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. მას აღმართზე ჩამოგორებული საკუთარი მანქანა დაეჯახა, რომელიც მსახიობმა ნეიტრალურ სიჩქარეში, ხელის მუხრუჭის გარეშე დატოვა. 27 წლის ვარსკვლავმა ორმოცზე მეტ ფილმში მოასწრო თამაში, მათ შორის ისეთ ბლოკბასტერებში როგორებიც ტერმინატორი და სტარ ტრეკია.
Paul Walker
კიდევ ერთი ტრაგიკული სიკვდილი, „Fast & Furious“-ის ვარსკვლავი პოლ უოკერი საკუთარი ავტომობილით ავტოკატასტროფაში დაიღუპა. გარდაცვალებამდე მსახიობი ცნობილი ფრანჩიზის ერთ-ერთ გაგრძელებაში იღებდა მონაწილეობას, თუმცა გადაღებების დასრულება უცაბედი სიკვდილის გამო ვერ მოახერხა, შესაბამისად სტუდიამ პოლის ძმას მისცა საშუალება განესახიერებინა პროტოგონისტის როლი და დამატებითი ვიზუალური ეფექტების გამოყენებით დასრულდა სურათის გადაღებები.
Heath Ledger
სავარაუდოდ კინომატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე იკონური სიკვდილი, ჰიტ ლეჯერი, სარეცეპტო მედიკამენტების ზედოზირებით, 2008 წლის 22 იანვარს, 28 წლის ასაკში გარდაიცვლილი იპოვეს. იმ ეტაპზე მსახიობი „The Imaginarium of Doctor Parnassus“-ში იღებდა მონაწილეობას. ამ უკანასკნელი ფილმის გადაღებებამდე, ჰიტ ლეჯერმა კინოსამყაროს სამსახიობო ოსტატობის ნამდვილი მაგალითი აჩვენა და კრისტოფერ ნოლანის „The Dark Knight“-ში „ცოფიანი ჯამბაზი“, „Joker“ აქამდე სრულიად უჩვეულო რაკურსით დაანახა სამყაროს. ხსენებული როლის შესრულებისათვის ჰიტ ლეჯერი მოგვიანებით კინოაკადემიის, ოსკარის გამარჯვებული გახდა, საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისათვის.
Andy Whitfield
ცნობილი სერიალის, „სპარტაკის“ ვარსკვლავი ენდი უაითფილდი 2011 წლის 11 სექტემბერს ლიმფომასთან (ავთვისებიანი სიმსივნის ერთგვარი ფორმა) დიდხნიანი ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა. ამის გამო, სერიალის ხელმძღვანელებს, მისი გმირის (სპარტაკი) განსახიერების საშუალება ლიამ მაკინტაიერს მისცეს.
Sharon Tate
