სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

მსახიობები, რომელთაც ტრავმები პირდაპირ გადასაღებ მოედანზე მიიღეს

Cinemania ავტორი Cinemania
21 აპრილი, 2019
რუბრიკა იცოდით?, საინტერესო
0
მსახიობები, რომელთაც ტრავმები პირდაპირ გადასაღებ მოედანზე მიიღეს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კინოფილმში სცენები ბუნებრივი და ცოცხალი რომ გამოვიდეს, მსახიობებს ხშირად უწევთ ჯანმრთელობისთვის სარისკო ტრიუკების შესრულება. კასკადიორები, დუბლიორები, კომპიუტერული გრაფიკა – ამ ყველაფრის შესახებ, რასაკვირველია, ყველამ იცის, თუმცა ეს უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას მაინც არ იძლევა. მსახიობები ტრავმებს მაინც იღებენ და ეს ხშირად ერთი შეხედვით სრულიად უხიფათო სიტუაციაში, სრულიად ჩვეულებრივი სცენების გადაღებისასაც ხდება, მაყურებელი კი ვერაფერს ამჩნევს. დიახ, ზოგჯერ ასეთ კადრებს ფილმში ტოვებენ, თუმცა წარმოდგენა არავის აქვს, რომ ამა თუ იმ სცენისას მსახიობმა ფიზიკური ზიანი ან ტრავმა მიიღო.

დღეს გადასაღებ მოედანზე მომხდარ ასეთ ინციდენტებზე გესაუბრებით – იმ ტრავმებზე, რომლებიც მსახიობებმა პირდაპირ ფილმის გადაღებისას მიიღეს. ბოლოს კი ტრავმების მხრივ რეკორდსმენ მსახიობს გაგაცნობთ.

დიანა კრიუგერი – უსახელო ნაბიჭვრები

უსახელო ნაბიჭვრების გადასაღებ მოედანზე კვენტინ ტარანტინომ დიანა კრიუგერის დახრჩობის სცენისას ისე გადაამლაშა, რომ მსახიობმა გონება დაკარგა. რეჟისორს სურდა, მაქსიმალურად რეალისტური ეფექტი მიეღო, თუმცა ზედმეტი მოუვიდა.

შარლიზ თერონი – ეონ ფლაქსი

ერთ-ერთ საბრძოლო სცენაში შარლიზ თერონმა მალაყის დროს არასწორი მოძრაობა გააკეთა, უხერხულად დავარდა და კისერი დაიზიანა. გგონიათ ამ ინციდენტმა შეაშინა? რეაბილიტაციის შემდეგ გადასაღებ მოედანზე დაბრუნებული თერონმა მოითხოვა, ტრიუკები კვლავ დამოუკიდებლად შეესრულებინა.

მარგარეტ ჰემილტონი – ოზის ჯადოქარი

მარგარეტ ჰემილტონი აღნიშნულ ფილმში დასავლეთის ალქაჯს თამაშობდა, რომელიც, სიუჟეტის მიხედვით, კვამლის ღრუბელში უჩინარდებოდა. გადაღებისას პიროტექნიკოსებს საქმე გეგმის მიხედვით არ წაუვიდათ და კვამლი, რომელშიც მსახიობი იყო გახვეული, უეცრად აალდა. მარგარეტმა სახისა და ხელების მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

ჩენინგ ტატუმი – მეცხრე ლეგიონის არწივი

ამ ფილმში მრავალი სცენის გადაღება წყალში მიმდინარეობდა. მუშაობა საკმაო სიცივეში უწევდათ. გაყინული ტატუმი გათბობის მიზნით ხშირად ივლებდა თბილ წყალს. ერთხელ მის ასისტენტს ცხელი წყლის განელება დაავიწყდა და მსახიობს ლამის მდუღარე წყალი გადაავლო. წყალმა მაშინვე შეჟონა სქელი აბჯრის ღიობებში და მსახიობს ფეხებშორის არსებული მგრძნობიარე ნაწილი დაუწვა.

სილვესტერ სტალონე – როკი 4

საბრძოლო სცენა ბუნებრივი რომ გამოსულიყო, სილვესტერ სტალონემ დოლფ ლუნდგრენს სთხოვა, არ დაენდო და მაგრად დაერტყა. ერთ-ერთი დარტყმა მართლაც ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ სტალონეს მკერდის კუნთი სერიოზულად დაუზიანა.

ჰოლი ბერი – გოთიკა

რობერტ დაუნი ჯუნიორმა ზემოთ მოცემულ სცენაში ჰოლი ბერის ხელები ისეთი ძალით გაუშალა, რომ მხარი მოსტეხა. მსახიობის გამოჯანმრთელებამდე გადაღებების შეჩერება გახდა საჭირო.

რობერტ დაუნი ჯუნიორი – შერლოკ ჰოლმსი

რობერტ დაუნი ჯუნიორმა თავადაც მიიღო ტრავმა. შეროლოკ ჰოლმსში ერთ-ერთი ბრძოლის სცენის გადაღებისას მას ყბაში ისე მაგრად მოხვდა, რომ სერიოზული მოტეხილობა მიიღო და ექვსი ნაკერის დადება დასჭირდა.

მიშელ იეო – ჩასაფრებული ვეფხვი, დამალული დრაკონი

ამ ფილმში მიშელ იეო უამრავ საბრძოლო ილეთს თავად ასრულებს და თანაც, დიდი ოსტატობით. თუმცა ერთ-ერთი რთული ტრიუკების შესრულებისას მსახიობმა სერიოზულად იტკინა მუხლი. აღმოჩნდა, რომ მას სახსარი დაუზიანდა და ოპერაციული ჩარევაც კი დასჭირდა.

ელიზაბეტ ტეილორი – ეროვნული ხავერდი

ეროვნული ხავერდის გადაღებისას სრულიად ახალგაზრდა ელიზაბეტ ტეილორმა სერიოზული ტრავმა მიიღო – ის ცხენიდან ჩამოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. იმდენად, რომ სრული პარალიზების საფრთხეც კი იყო. ფილმის გადაღებები მსახიობმა მკაცრი მეთვამყურეობის ქვეშ გააგრძელა, დანარჩენი ცხოვრება კი ხერხემლის ძლიერი ტკივილებით იტანჯებოდა.

ჰილარი სუონკი – P.S. მე შენ მიყვარხარ

წარმოიდგინეთ, მსახიობმა ტრავმა შიშველი სცენების გადაღებისასაც შეიძლება მიიღოს. იმ სცენის გადაღებისას, როცა ჯერარდ ბატლერი სტრიპტიზს ასრულებს, მსახიობს აჭიმი გაუწყდა და მის კინოპარტნიორს, ჰილარი სუონკს პირდაპირ შუბლში მოხვდა. ჰილარის შუბლი იმდენად დაუზიანდა, რომ შეხვევა გახდა საჭირო.

რაიან გოსლინგი – პირველი ადამიანი მთვარეზე

ფილმის გადაღებამდე რაიან გოსლინგს NASA-ს პეციალური აპარატის მეშვეობით ავარჯიშებდნენ, რათა ასტრონავტის როლში უკეთ შესულიყო. ერთ-ერთი ასეთი წვრთნისას მსახიობმა ძლიერად მიარტყა თავი, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. გარკვეული დროის შემდეგ მსახიობს საავადმყოფოში გადაყვანა მოუწია თავის ძლიერი ტკივილების გამო. ექიმებმა მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.

აარონ პოლი – მძიმე დანაშაული

აარონ პოლმა სერიალის მეორე სეზონის იმ სცენაში, როცა მას ბუტაფორიულ კართან ერთად ქოხიდან გარეთ ისვრიან, გონება დაკარგა. მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, რადგან როგორც აღმოჩნდა, მსახიობმა ტვინის შერყევა მიიღო.

ბრიუს უილისი – კერკეტი კაკალი

ფილმის გადაღებისას ბრიუსმა ფაქტობრივად სრულად დაკარგა ცალ ყურში სმენა. სროლის იმ სცენის გადაღებისას, როცა გმირი მაგიდის ქვეშ არის შემძვრალი, გამაყრუებელმა ხმებმა მსახიობს სმენა სერიოზულად დაუზიანა. ეს კი იმის ბრალი იყო, რომ მას ყურის დამცავები არ ეკეთა და რამდენიმე დუბლის განმავლობაში საშინელ ხმაურს იტანდა.

მეთ ლებლანკი – მეგობრები

სცენაში, რომელშიც ჯოუი და ჩენდლერი სავარძლისთვის “იბრძვიან”, ძნელია რაიმე შეამჩნიო. არადა მაშინ, როცა მეთ ლებლანკი სავარძელში ჩახტა, მხარი იღრძო. მეთმა, როგორც პროფესიონალმა, პირდაპირ ეთერში თამაშისას ტკივილი არც კი შეიმჩნია და ჩვეული ღიმილით განაგრძო თამაში.

ჯერემი რენერი – შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი

სუპერგმირული როლების შესრულება მსახიობებისთვის იოლი სულაც არაა. ჯერემი რენერმა რთული ტრიუკის შესრულებისას ორივე ხელი ერთდროულად მოიტეხა: ერთი მაჯის ძვალთან, მეორე კი იდაყვთან.

ბონუსი

შეიძლება აქამდეც მიხვდით, რომ გადასაღებ მოედანზე მიღებული ტრავმების რეკორდსმენი ჯეკი ჩანია. მან სასწაულებრივად მოახერხა და ცხვირი მხოლოდ 4-ჯერ გაიტეხა, მთელი კარიერის განმავლობაში კი ჯეკის სამი ათასამდე მცირე და სერიოზული ტრავმა მიუღია. აშკარაა – ჯეკი ჩანი ამქვეყნად ყველაზე იღბლიანი მსახიობია!

აარონ პოლიბრიუს უილისიდიანა კრიუგერიდუბლიორებიელიზაბეტ ტეილორიეონ ფლაქსიკასკადიორებიკასკადიორიკინომეთ ლებლანკიმიშელ იეომსახიობის პროფესიამძიმე დანაშაულიოზის ჯადოქარირაიან გოსლინგირობერტ დაუნი ჯუნიორიროკი 4სანახაობასილვესტერ სტალონეტრავმებიტრავმები გადასაღებ მოედანზეტრიუკებიუსახელო ნაბიჭვრებიშარლიზ თერონიჩანინგ ტატუმიჩასაფრებული ვეფხვი დამალული დრაკონიჯეკი ჩანიჰილარი სუონკიჰოლი ბერი
Previous Post

ქართველი მაყურებელი ახალ "შურისმაძიებლებს" ყველა ენაზე ნახავს

Next Post

სამეფო კარის თამაშების მეორე სერიის ნახვა HBO-ს პრემიერამდე შეგეძლებათ

Next Post
სამეფო კარის თამაშების მეორე სერიის ნახვა HBO-ს პრემიერამდე შეგეძლებათ

სამეფო კარის თამაშების მეორე სერიის ნახვა HBO-ს პრემიერამდე შეგეძლებათ

ახალი ამბები

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

ავტორი Cinemania
21 იანვარი, 2021
0

ფერადი ქაღალდისაგან შექმნილი ცნობილი ადამიანებისა და პერსონაჟების პორტრეტები

ფერადი ქაღალდისაგან შექმნილი ცნობილი ადამიანებისა და პერსონაჟების პორტრეტები

ავტორი Cinemania
20 იანვარი, 2021
0

ცნობილი ადამიანების ბავშვობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა

ცნობილი ადამიანების ბავშვობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა

ავტორი Cinemania
19 იანვარი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5603

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
1531

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
3325

ბოლოს დამატებული

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

TOP: Game Of Thrones-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები

ავტორი Cinemania
21 იანვარი, 2021
0

ფერადი ქაღალდისაგან შექმნილი ცნობილი ადამიანებისა და პერსონაჟების პორტრეტები

ფერადი ქაღალდისაგან შექმნილი ცნობილი ადამიანებისა და პერსონაჟების პორტრეტები

ავტორი Cinemania
20 იანვარი, 2021
0

ცნობილი ადამიანების ბავშვობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა

ცნობილი ადამიანების ბავშვობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა

ავტორი Cinemania
19 იანვარი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020