სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“ნარკოკურიერი” – ფილმი VS სინამდვილე

Cinemania ავტორი Cinemania
24 აპრილი, 2019
რუბრიკა ფილმი VS
0
ნარკოკურიერი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2018 წელს გამოვიდა კლინტ ისტვუდის კრიმინალური დრამა – ნარკოკურიერი, რომელშიც მთავარ როლს თავად კლინტ ისტვუდი თამაშობს. ფილმის სცენარი დაეფუძნა The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც სინალოას კარტელის 90 წლის ნარკოკურიერის ამბავს აღწერდა.

როგორია ნამდვილი ფაქტები და როგორ გაცოცხლდა ისინი ეკრანზე? ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ…

ნარკოკურიერი

მართლა ერლ სტოუნი ერქვა რეალურ ნარკოკურიერს?

არა. მისი ნამდვილი სახელი ლეო შარპია. სახელის გარდა ფილმში სხვა რაღაცებიც შეცვლილია. მაგალითად: ლეო შარპი გახლდათ მეორე მსოფლიო ომის და არა კორეის ომის ვეტერანი, მისი მშობლიური ქალაქი კი დეტროიტია და არა ჩიკაგო. უფრო მეტიც, ლეო შარპი ინსპირაციის წყარო იყო ისტვუდისთვის, მისი პიროვნება კი რეჟისორმა საკუთარი ბაბუის მახასიათებლებზე ააგო.

ბაბუაჩემი მუშაობდა, როგორც ძველი კაცი; დადიოდა, როგორც ძველი კაცი, და მე ყოველთვის ვცდილობდი, მისთვის მიმებაძა სიარულში, ლაპარაკში, საერთოდ ყველაფერში…

ნარკოკურიერი

როგორი იყო ლეო შარპის ოჯახური მდგომარეობა?

ფილმში შარპის ოჯახური მდგომარეობა თავიდან ბოლომდე გამოგონილია. Daily Mail-ის 2015 წლის სტატიაში წერია, რომ ლეო შარპს სამი შვილი და ცოლი – სახელად ანა ჰყავდა. ისინი დაქორწინებულები იყვნენ შარპის გარდაცვალების მომენტშიც (2016 წელს) და ქალი არ გარდაცვლილა კიბოთი, როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები.

მართლა ჰქონდა ყვავილების ბიზნესი რეალურ ნარკოკურიერს?

დიახ. Brookwood Gardens. ლეო შარპი ამ სფეროში სპეციალიზებული იყო და ფლობდა 180 სახეობის მცენარეს, რომლებსაც მიჩიგანში აშენებდა.

1990-იან წლებში შარპის ბიზნესის საქმე ცუდად წავიდა და მოხუცმა გადაწყვიტა, ხელი ახალი საქმისთვის მოეკიდა…

ნარკოკურიერი

მართლა არ იცოდა ლეო შარპმა თავიდან ნარკოტიკის გადატანის შესახებ?

ეს კი სიცრუეა. ის არა გაუცნობიერებლად, არამედ საკუთარი ნებით ჩაერთო ნარკობიზნესში და ამას მისივე ადვოკატი ადასტურებს.

ხელისუფლების განცხადებით, მათ მიერ მოპოვებული სამხილები ცხადჰყოფს, რომ შარპს ნარკოტიკი უკვე გადაჰქონდა 2000 წელს, მაშინ, როდესაც 76 წლის იყო და არა 2005 წელს, როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები.

ნარკოკურიერად ასაკოვანი ადამიანის აყვანა, რომელსაც კრიმინალური წარსული არ აქვს, კარტელებისთვის ჩვეული მოვლენაა. თუნდაც სინალოას კარტელს შარპის გარდა კიდევ ჰყავდა ერთი, 57 წლის ნარკოკურიერი ოკლაჰომადან.

ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის ერთ-ერთი აგენტის სიტყვებით: ლეო შარპი სრულყოფილი კანდიდატი იყო კარტელისთვის. მას ჰქონდა ლეგალური პირადობის მოწმობა, იყო მოხუცი და არ ჰქონდა კრიმინალური წარსული…

ნარკოკურიერი

რამდენ ხანს მუშაობდა შარპი კარტელისთვის?

ლეო შარპს ნარკოტიკი თითქმის ათი წლის განმავლობაში გადაჰქონდა, სანამ რამონ რამოსმა, რომელიც კარტელისთვის ბუღალტრად მუშაობდა, ის ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის აგენტთან არ ჩაუშვა (ბრედლი კუპერის პერსონაჟთან, რომელიც რეალურ პიროვნებას – ჯეფ მურს ეფუძნება).

რამოსმა მურს უთხრა, რომ იცნობდა მოხუც ნარკოკურიერს, სახელად ტატას. მათი შეხვედრა კარტელის ერთ-ერთ საწყობში მოაწყვეს. ტატა, რომლის ნამდვილი სახელიც ლეო შარპი იყო, ფულით სავსე ჩანთების წასაღებად მოვიდა. მოგვიანებით ჯეფ მურმა, რომელიც მათ უთვალთვალებდა, განაცხადა:

როდესაც ასაკი – 87 წელი გავიგე, მოლოდინი გამიჩნდა, რომ ეტლში მჯდომ მოხუცს ვნახავდი. ამის ნაცვლად კი, დავინახე კაცი, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იყო. გაოცებული დავრჩი.

ნარკოკურიერი

როგორ აიყვანეს ნარკოკურიერი?

ლეო შარპი დააკავეს 2011 წლის 21 ოქტომბერს, 87 წლის ასაკში, როდესაც სატვირთოს მართავდა. ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლები გზატკეცილზე 70 მილის მანძილზე იყვნენ განლაგებულნი, რომ თუ შარპი გაქცევას ეცდებოდა, დაეკავებინათ.

ერთ-ერთმა ოფიცერმა ის თითქოსდა სტანდარტული პროცედურით გააჩერა. შარპმა გაჩერების მიზეზი იკითხა. სხვა ოფიცერმა კი სატვირთოში ძაღლი, სახელად აპოლო აუშვა.

ლეო შარპს სატვირთოში 104 კილოგრამი კოკაინი აღმოუჩინეს. როგორც The New York Times-ში წერია, დაკავებისას შარპმა ოფიცერს უთხრა: რატომ არ მომკლავთ და მომცემთ საშუალებას, უბრალოდ, პლანეტა დავტოვო?

ნარკოკურიერი

სასჯელი და აღსასრული

ლეო შარპმა სინამდვილეშიც ძალიან დიდი რაოდენობის ნარკოტიკი გადაიტანა. მხოლოდ 2010 წელს მას ყოველთვიურად 200 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა, რისთვისაც 1 000 000 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. უცნაური ისაა, რომ ნარკოკურიერი გამომუშავებული ფულით მართლა ეხმარებოდა ადამიანებს, როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები.

ლეო შარპს სასამართლომ განაჩენი 2013 წლის 8 ოქტომბერს გამოუტანა და 3 წლით ფედერალურ ციხეში გაგზავნა. თუმცა, 2015 წელს ის გამოუშვეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ნარკოკურიერი, რომელიც ადგილობრივ ლეგენდად იქცა, 2016 წელს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ნარკოკურიერი

წყარო: www.historyvshollywood.com

მოამზადა მარი ბექაურმა

Brookwood GardensDaily MailThe New York Timesბრედლი კუპერიერლ სტოუნიკლინტ ისტვუდილეო შარპიმარი ბექაურინარკოკურიერირამონ რამოსისინალოას კარტელიტატაჯეფ მური
Previous Post

"შუშის" შეფასებებმა მ. ნაით შიამალანი ატირა

Next Post

მამა-შვილი კინგების რომანს "AMC" გადაიღებს

Next Post
მამა-შვილი კინგების რომანს “AMC” გადაიღებს

მამა-შვილი კინგების რომანს "AMC" გადაიღებს

ახალი ამბები

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ცნობილი წყვილები, რომლებიც განქორწინების შემდგომ მეგობრებად დარჩნენ

ავტორი Cinemania
19 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3382

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ბოლოს დამატებული

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

მსახიობები, რომლებმაც თითქმის თქვეს უარი საკულტო პერსონაჟების განასხიერებაზე

ავტორი Cinemania
23 მაისი, 2022
0

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფსევდონიმებს იყენებენ

ავტორი Cinemania
21 მაისი, 2022
0

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

რატომ უნდა უყუროთ მაიკლ ბეის ახალ ფილმს Ambulance (რევიუ)

ავტორი Cinemania
20 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020