სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“მეგობრები” მეცნიერულად – ვინ არის მთავარი პერსონაჟი ლეგენდარულ სიტკომში?

Cinemania ავტორი Cinemania
1 აპრილი, 2019
რუბრიკა იცოდით?, საინტერესო
0
“მეგობრები” მეცნიერულად – ვინ არის მთავარი პერსონაჟი ლეგენდარულ სიტკომში?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სულ რამდენიმე კვირაში ზუსტად 15 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც “მეგობრების” უკანასკნელი ეპიზოდი ეკრანებზე გავიდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სიტკომი ნამდვილ კულტურულ ფენომენად იქცა, რომელმაც მეცნიერების ყურადღებაც კი მიიქცია. გამონაკლისს არც იაშუ სეტი წარმოადგენს, რომელმაც სერიალი გულდასმით შეისწავლა და კვლევის შედეგები აუდიტორიას გრაფიკული სახით წარმოუდგინა.

როგორც თავად აღნიშნავს, ეს იდეა ერთ ჩვეულებრივ საღამოს დაებადა, როდესაც თავის საყვარელ ეპიზოდს უყურებდა. სწორედ მაშინ დაფიქრდა იმაზე, თუ ვინ იყო შოუს მთავარი პერსონაჟი – როსისა და რეიჩელის წყვილი? სარკასტული ჩენდლერი? ყოველთვის მოწესრიგებული მონიკა? თუ ყველაზე სასაცილო ჯოუი და ფიბი?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, იაშუმ კვლევის რამდენიმე მეთოდი გამოიყენა და სპეციალური პროგრამით გაშიფრა სერიალის სტენოგრამა. ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურება მის მიერ გამოტანილი დასკვნები:

ყველაზე მეტი რეპლიკა როსსა და რეიჩელს აქვთ

როგორც ხედავთ, ამ მიმართულებით როსი და რეიჩელი ლიდერობენ – თითოეულ მათგანს სერიალის განმავლობაში დაახლოებით 100 000-მდე სიტყვა აქვს წარმოთქმული, ბოლო ადგილზე კი ფიბია:

ყველაზე ხშირად კადრში ჩენდლერი ჩანს

ჯამში ჩენდლერი 1400-ზე მეტ სცენაში გამოჩნდა… მას სულ ცოტათი ჩამორჩებიან როსი და რეიჩელი, ხოლო ფიბი კი ამ შემთხვევაშიც დაჩაგრულის პოზიციაში გვევლინება:

ყველაზე მეტი სოლოსცენა როსს აქვს

შესაძლოა, ჩენდლერი ყველაზე მეტ კადრში ვიხილეთ, თუმცა, როდესაც საქმე “სოლო” ეპიზოდებს ეხება, როსი უპირობო ლიდერია – მას თითქმის 150 დამოუკიდებელი სცენა აქვს, მისი და მონიკა კი ექვსეულიდან ბოლო ადგილზეა:

ყველაზე ხშირად სხვა პერსონაჟები რეიჩელის სახელს ახსენებენ

ამ შემთხვევაშიც, რეიჩელი და როსი მოწინავე ადგილებს იყოფენ, მონიკას კი მეგობრები ყველაზე იშვიათად ახსენებენ:

დასკვნა: შოუს მთავარი პერსონაჟი როსია!

სხვათა შორის, იაშუ სეტი პირველი არ არის, ვინც ამ დასკვნამდე მივიდა. ჩვენი მკითხველი ჯერ კიდევ 1 წლის წინ გაეცნო ფანთეორიას, რომლის თანახმადაც “მეგობრები” როსის გარშემო ბრუნავს!

თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, შოუს ყველაზე პოპულარული წყვილი, არა როსი და რეიჩელი, არამედ ჩენდლერი და ჯოუი აღმოჩნდა!

რაც შეეხება მეორეხარისხოვან პერსონაჟებს – ამ მხრივ, გიუნტერი ლიდერობს:

რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არც გაგვკვირვებია – მეგობრები ხომ ამდენ დროს ატარებდნენ მათთვის საყვარელ კაფეში, გიუნტერი კი მუდამ იქვე ტრიალებდა.

ამის მიუხედავად, როგორც აღმოჩნდა, კაფეტერია მონიკასა და რეიჩელის სახლს კონკურენციას მაინც ვერ უწევს, რადგან სიტკომში მოვლენების უმეტესი ნაწილი კი მონიკას სახლში ვითარდება:

მეგობრებიმონიკარეიჩელიროსიფიბიჩენდლერიჯოუი
Previous Post

მარკ ჰამილი ჩაკის გაახმოვანებს

Next Post

ახალი ბეტმენი ნიკოლას კეიჯი იქნება

Next Post
ახალი ბეტმენი ნიკოლას კეიჯი იქნება

ახალი ბეტმენი ნიკოლას კეიჯი იქნება

ახალი ამბები

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5488

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3287

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
2118

ბოლოს დამატებული

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

საინტერესო დეტალები, რომლებიც დისნეის მულტფილმების ყურებისას გამოგჩათ

ავტორი Cinemania
11 აპრილი, 2021
0

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

მსახიობები, რომლებიც ძირითადად განსხავებულ როლებს ასრულებდნენ

ავტორი Cinemania
10 აპრილი, 2021
0

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

დისნეის „Cruella“-ს ოფიც. თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
7 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020