პოპულარული სიტკომის “როგორ შევხვდი დედათქვენს” მსახიობები, ნილ პატრიკ ჰარისი (ბარნი) და დევიდ ბურტკა (სკუტერი) სინამდვილეში ერთმანეთის მეუღლეები არიან. ისინი თავს ერთად ძალიან ბედნიერად გრძნობენ, ორ არაჩვეულებრივ შვილს ზრდიან და უკვე თითქმის 15 წელია, რაც ერთმანეთი უყვართ:
2004 წელი – პირველი შეხვედრა
როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს, ძალიან განსხვავებულ ტალღაზე იყვნენ. ჰარისი მარტოხელობით ტკბებოდა და სერიოზულ ურთიერთობებს არც კი განიხილავდა, ბურტკას კი ჰყავდა შეყვარებული, რომელიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და მათ შორის არსებული მანძილი უამრავ პრობლემას ქმნიდა.
როგორც ახლა იხსენებენ, ერთმანეთის მიმართ მიზიდულობა მაშინვე იგრძნეს, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბურტკას ურთიერთობის გამო, გრძნობების გამომჟღავნებისაგან თავს იკავებდნენ და უბრალოდ მეგობრობდნენ.
ჩვენ სხვებთან ერთად ხშირად დავდიოდით ლანჩზე ან სასადილოდ, მაგრამ რომანტიკული არაფერი მომხდარა. თუმცა ჩემთვის კი ვფიქრობდი, რომ ნილის ღრმა, ლურჯი თვალები ნამდვილად მაჯადოებდა.
2005 წელი – გრძნობებში გარკვევა
რა თქმა უნდა, ამ პლატონურმა მეგობრობამ ბურტკას ურთიერთობის დასრულება დააჩქარა და, როგორც იქნა, მათი პირველი პაემანიც შედგა.
შემდეგ უკვე მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა – ნილმა HIMYM-ში როლი მიიღო და წყვილი ლოს ანჯელესში ერთად გადაბარგდა. ჰარისი ფიქრობდა, რომ სიტკომი მისი კარიერის მცირე ნაწილს დაიკავებდა, თუმცა შოუმ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და წყვილი კალიფორნიაში მომდევნო 10 წლის განმავლობაში დარჩა.
2006 წელი – საჯარო აღიარება
პირველი წლის განმავლობაში წყვილი საკუთარ ურთიერთობად მეტ-ნაკლებად მალავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბურტკა HIMYM-ში გამოჩნდა, პრესა და საზოგადოება აქტიურად ალაპარაკდა ჰარისი ორიენტაციასა და მათ რომანტიკულ კავშირზე.
საბოლოოდ, ნილმა მიიღო გადაწყვეტილება, საჯაროდ გამოეცხადებინა, რომ ის მართლაც გეი იყო და ამ ფაქტით ძალიან ამაყობდა.
2007-2008 წლები – ხელის თხოვნა
მას შემდეგ, რაც წყვილის ურთიერთობა გასაჯაროვდა, დევიდმა გადაწყვიტა, საყვარელი მამაკაცისათვის ხელი ეთხოვა და ეს საკმაოდ რომანტიკულ სიტუაციაში გააკეთა.
ჩვენ ერთ-ერთ ღონისძიებაზე მივდიოდით, თუმცა გზად დევიდმა მანქანის გაჩერება მოინდომა. იმ მომენტში ვერაფერს მივხვდი, თუმცა შემდეგ მან ცალ მუხლზე დაიჩოქა და ბეჭედი ამოიღო, რამაც ძალიან გამაბედნიერა. თანაც, ეს ზუსტად იმ ქუჩაზე მოხდა, სადაც ერთმანეთი პირველად გავიცანით.
ამ ყოველივეს შემდეგ, ჰარისმა გადაწყვიტა დევიდისათვის თავადაც ეთხოვა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე დანიშნულებად ითვლებოდნენ, ნილს სურდა, რომ ეს ემოციური მომენტი დევიდსაც გამოეცადა.
ნილმა დევიდს ხელი 2008 წლის ვალენტინობაზე, სანტა მონიკაში სთხოვა. იმ დროისათვის ნიუ იორკში გეი ქორწინება დაკანონებული არ იყო, თუმცა ჰარისმა ერთ-ერთ ინტერვიუში ხმამაღლა დააფიქსირა საკუთარი სურვილი ამ საკითხთან დაკავშირებით:
მინდა, რომ დევიდს ჩემი მეუღლე დავუძახო, რადგან სიტყვა “პარტნიორი” მაინცდამაინც არ მომწონს – ისე ჟღერს, თითქოს ერთად რაიმე ბიზნესს ვმართავდეთ ან კოვბოები ვიყოთ. დიდი ხნის განმავლობაში, მას ჩემს მეორე ნახევრად მოვიხსენიებდი, თუმცა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, დევიდისათვის ქმრის დაძახებაც რომ შემეძლოს.
2010 წელი – ტყუპები
დევიდი და ნილი ყოველთვის თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ოჯახის შექმნა სურდათ. როგორც იხსენებენ, ბავშვების შესახებ პირველივე პაემანზე ისაუბრეს და მათი ყოლის სურვილმა ისინი კიდევ უფრო დააახლოვა.
2010 წლის ოქტომბერში წყვილს სუროგატი დედის საშუალებით ტყუპი და-ძმა, გიდეონი და ჰარპერი შეეძინათ.
სხვათა შორის, ბავშვების დაბადების შემდეგ, მათი ოჯახი ყოველი წლის ოქტომბერში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. ამის მიზეზი კი ის არაჩვეულებრივი კოსტუმებია, რომლითაც ისინი ჰელოუინისათვის იმოსებიან:
2011-2014 წლები – ქორწინება
2011 წლიდან ნიუ იორკში გეი ქორწინება დაკანონდა, რამაც დევიდისა და ნილის დიდი სიხარული გამოიწვია. სწორედ მაშინ გაუმხილეს მათ თაყვანისმცემლებს თავიანთი 2 ნიშნობის ამბავი, 2014 წლის სექტემბერში კი იტალიაში თავადაც იქორწინეს.