კრისტოფერ პლამერი 1929 წლის 13 დეკემბერს ტორონტოში დაიბადა. თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მსახიობმა საკუთარი ძალები ჯერ კიდევ 1954 წელს გამოცადა და მას შემდეგ აღარ გაჩარებულა. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული და ამასთან ერათად, იგი ერთ-ერთი იშვიათთაგანია , რომელსაც ე.წ „Triple Crown“ წოდება აქვს მიღებული (მსახიობი, რომელსაც მიღებული აქვს კინოაკადემიის უმაღლესი, ასევე „Tony“-სა და „Emmy“-ის ჯილდოები).
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა არაერთი ათეული როლი შეასრულა, ყველაზე დიდი პოპულარობა მას კაპიტან ფონ ტრაპის როლმა მოუტანა, ფილმში „მუსიკის ჰანგები“, ხოლო მისი ბოლო როლი, რომელიც მსახიობმა 90 წლის ასაკში შეასრულა 2019 წელს გამოსული „Knives Out“-ია.
დღეს, 6 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „მუსიკის ჰანგების“ ვარსკვლავი კრისტოფერ პლამერი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზები ჯერ-ჯერობით არ სახელდება, თუმცა ოჯახის წევრების განცხადებით, მსახიობმა საკუთარ სახლში, კონექტიკუტში, მშვიდ გარემოში განისვენა. მსახიობი 91 წლის გახლდათ!