ვინსენტ კასელი ან ძალიან უყვართ, ან ვერ იტანენ – ამის მიზეზი შეიძლება იყოს მისი სამსახიობო მონაცემები, ქალების მიმართ დამოკიდებულება თუ ჩაცმის მანერა.
ჩვენს ყურადღებას სწორედ ამ უკანასკნელზე შევაჩერებთ და წარმოგიდგენთ მსახიობის სტილის 7 განსაკუთრებულ ნიშანს:
1. უბრალო ფეხსაცმელები
მაშინაც კი, როდესაც ის ოფიციალურ სამოსს ირგებს, არ ერიდება განსხვავებული სტილის ფეხსაცმლის ტარებას, რაც, საბოლოო ჯამში, მის ჩაცმულობას განსხვავებულსა და უნიკალურს ხდის.
2. პალტო
მას შავი ფერი ძალიან უხდება და, როგორც ჩანს, ეს თავადაც კარგად იცის. სწორედ ამიტომ, ის ხშირად ირგებს მუქი ფერის პალტოებს, რაც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას მატებს.
3. კოსტუმი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კასელი არ ერიდება კლასიკური სტილის დარღვევას. მას ერთნაირი წარმატებით შეუძლია კოსტუმი სპორტულ შარვალსა თუ მაისურზე მოირგოს და მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს.
3. წვერი
დაუდევრად გაპარსული თუ მოშვებული წვერი, შესაძლოა, ზოგიერთ მამაკაცს მოუწესრიგებლის შესახედაობას აძლევდეს, თუმცა ის ნამდვილად გამონაკლისია!
5. თეთრი პერანგი
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პერანგები მასზე განსაკუთრებულად გამოიყუება. შესაძლოა, ეს მისი მანერის დამსახურებაცაა – იდაყვებამდე აკეცილი სახელოები, ყელთან შეხსნილი ღილები და შარვალში ჩატანებული პერანგი გულგრილს ნამდვილად ვერავის დატოვებს.
6. არასტანდარტული სათვალეები
მის სტილში აქსესუარებს განსაკუთრებული როლი უჭირავთ – მაგალითად, ის უპირატესობას ყოველთვის ექსტრავაგნტული ჩარჩოს ან უცნაური ფერის მინის მქონე სათვალეებს ანიჭებს.
7. ბრტყელი ქუდი
მას შლაპასა თუ ცილინდრში თითქმის ვერასოდეს ნახავთ, სამაგიეროდ ბრტყელ კეპებს სიამოვნებით ირგებს და, როგორც ჩანს, ძალიანაც იხდენს.