სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

საინტერესო ფაქტები და ფარული სიმბოლოები კინოფილმიდან “მატრიცა”

Cinemania ავტორი Cinemania
13 ივნისი, 2019
რუბრიკა იცოდით?
0
საინტერესო ფაქტები და ფარული სიმბოლოები კინოფილმიდან “მატრიცა”
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ვაჩოვსკების მატრიცა დიდი ხანია საკულტო ტრილოგიად ითვლება – მან მოახერხა და არამარტო XX საუკუნის მიწურულის მნიშვნელოვანი კინომოვლენა გახდა, არამედ მთლიანად კინოს ისტორიაში შევიდა. ფილოსოფიური, ღრმააზროვანი და სიმბოლოებით სავსე მატრიცა უნიკალური სპეცეფექტებით, უდავოდ ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი სურათია.

დღეს სწორედ იმ სიმბოლიკისა და იმ საიდუმლოებების შესახებ შეიტყობთ, რომლებიც შემქმნელებმა მატრიცაში დამალეს.

სახელი ნეო (Neo) ანაგრამაა სიტყვისა One (“ერთადერთი”, “რჩეული”).

როცა ნეო შეთანხმებას დებს, ფანჯრების მწმენდავი მინას ქაფით ფარავს. ქაფიანი წყლით დაფარული მინის გამოსახულება მიანიშნებს მატრიცის სიმბოლოების ბადეზე, რომლის მეშვეობითაც ოპერატორი მატრიცას ქსელს აკვირდება.

თავის მხრივ, მატრიცას ქსელში გამოსახული სიმბოლოები ასოების, რიცხვებისა და იაპონური იეროგლიფების – კერძოდ, კატაკანის წერილის კომბინაციაა.

ოთახში, რომელშიც ნეო ორაკულს ელოდება, ტელევიზორში უზარმაზარ კურდღლებს აჩვენებენ. ამგვარად ნეო ფილმის დასაწყისიდანვე “იღებს შეტყობინებას”, რომ ის კურდღელს უნდა გაჰყვეს (ისევე როგორც ელისი საოცრებათა ქვეყანაში), რომელიც მას სწორ გზას უჩვენებს.

მსახიობმა უილ სმიტმა ნეოს როლზე უარი თქვა ფილმ ველურ ველურ დასავლეთში თამაშის მიზეზით. მსახიობი ამ გადაწყვეტილებას დღემდე ნანობს.

ამ როლზე უილ სმიტის გარდა განიხილებოდნენ ჯონი დეპი, ბრედ პიტი და ველ კილმერი. მაგრამ როცა კილმერმა და პიტმა უარი განაცხადეს, არჩევანი ჯონი დეპსა და კიანუ რივზს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთეს.

დაკვირვებული მაყურებელი ფილმის დასაწყისში ერთ-ერთ მონიტორზე შეამჩნევს თარიღს: 1998 წლის 19 თებერვალს. ფილმის დასასრულისკენ ეკრანზე ახალი თარიღი ჩნდება – 1999 წლის 18 სექტემბერი. ამ თარიღების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფილმში აღწერილი მოვლენები 19 თვე გრძელდება.

აგენტი სმიტის როლი ჟან რენოს უნდა შეესრულებინა, მაგრამ მსახიობმა მასზე უარი თქვა და არჩევანი კინოფილმ გოძილას სასარგებლოდ გააკეთა.

მორფეუსის როლი შონ კონერის შესათავაზეს, თუმცა მანაც უარი თქვა, ოღონდ სულ სხვა მიზეზით: მან სცენარს თავი და ბოლო ვერ გაუგო.

სახელი მორფეუსი ძველი ბერძნული მითოლოგიიდანაა – მორფევსი სიზმრის ღმერთის სახელია. მორფეუსის ხომალდს “ნაბუქოდონოსორი” ჰქვია – ბაბილონის მეფის სახელი. გადმოცემის თანახმად, ეს ძლევამოსილი მეფე სიზმრების ახსნის ნიჭით იყო გამორჩეული.

ამავე ხომალდის ბორტზე წარწერა – “MARK III #11” – აღნიშნავს მუხლს წმინდა წერილიდან, კერძოდ მარკოზის სახარებიდან: “არაწმიდა სულებიც, როგორც კი დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ: “შენა ხარ ძე ღვთისა!”

ნეოს ბოსის მიერ ფილმის დასაწყისში ნათქვამი სიტყვები პირდაპირ მიანიშნებს ნეოს მომავალზე: “ფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ხართ, მისტერ ანდერსონ? და რომ წესები თქვენთვის არაა დაწერილი?”

ტრინიტის სახელი ინგლისურად “სამებას” ნიშნავს. ამიტომ იმ ოთახის ნომერი, რომელშიც ის ფილმის დასაწყისში იმყოფება, არის 303.

ნეოს ოთახის ნომერი კი (შეგახსენებთ რომ Neo One-ის ანაგრამაა და ერთდერთს, რჩეულს, პირველს ნიშნავს) — 101-ია.

თავდაპირველად ფილმის გადასაღებად 80 მილიონი დოლარი იყო განსაზღვრული, თუმცა სტუდია Warner Brothers-მა მისი ბიუჯეტი 10 მილიონამდე შეამცირა. ლარი (ლანა) და ენდი ვაჩოვსკებმა გადაწყვიტეს, მიღებული თანხა მთლიანად ფილმის პირველი 10 წუთის (სცენა კერი-ენ მოსის მონაწილეობით) გადაღებისთვის მოეხმარებინათ. შედეგმა სტუდიაზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ფილმის ბიუჯეტი კვლავ გაიზარდა და თავდაპირველი რაოდენობის თანხა რეჟისორებმა უპრობლემოდ მიიღეს.

ფილმის მთავარი გმირი იყენებს მობილურ ტელეფონს – Nokia 8110.

ფილმის პირველ 45 წუთში კიანუ რივზი სულ 80 ფრაზას ამბობს, რომელთაგან 44 შეკითხვაა.

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები “მატრიცას” გადაღების დაწყებამდე 4 თვით ადრე ოსტატდებოდნენ საბრძოლო ხელოვნებაში. ისინი არ ელოდნენ ასეთ დატვირთვას, რადგან მანამდე დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პრაქტიკისთვის რამდენიმე კვირა სრულიად საკმარისი იქნებოდა.

გადაღებების დაწყებამდე მთავარი როლის შემსრულებლებს და გადამღები ჯგუფის წამყვან წევრებს დაევალათ, წაეკითხათ ჟან ბოდრიარის წიგნი “სიმულაკრები და სიმულაცია”. ამ წიგნში ავტორი ავითარებს პოპულარულ თეორიას, რომელიც ცდილობს ახსნას, სადაა “რეალობა” და სად – თავად “სიმულაკრები” და “სიმულაცია”. სწორედ ამ წიგნიდან იღებს ნეო ფილმის დასაწყისში კომპიუტერის დისკს.

ფილმიდან განგებ მოაშორეს ლურჯი ფერი, რათა უკეთ ეჩვენებინათ, თუ როგორი პირქუშია მატრიცას სამყარო.

ერთ ინტერვიუში ვაჩოვსკებმა აღიარეს, რომ მათთვის, ნეოს მსგავსად, არჩევანი ორ აბს შორის რომ შეეთავაზებინათ, ლურჯ აბს აირჩევდნენ.

ვერტმფრენით გადასაღები სცენების გამო კინაღამ მთელი პროექტი დაიხურა, რადგან გადამღებმა ჯგუფმა რამდენიმე კანონი დაარღვია – მათ სიდნეიში ფრენებისთვის დახურულ ტერიტორიას გადაუფრინეს. მაგრამ, საბედნიეროდ, მატრიცასთვის გამონაკლისი დაუშვეს და ფილმის გადაღება გაგრძელდა.

სცენაში “ქალი წითელში”, რომლითაც მორფეუსს ნეო მატრიცას სიმულაციურ სამყაროში შეჰყავს, უამრავი ტყუპი მონაწილეობს, რათა დროში განმეორებადი პროგრამის ილუზია შეიქმნას.

თავდაპირველად უნდოდათ, ნეოს მიერ ტყვიების არიდების სცენა ძველებური მეთოდით – მანეკენებისა და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობის მეშვეობით გადაეღოთ. თუმცა რამდენიმეკილომეტრიანი კინოლენტის გადაღებისა და უამრავი მანეკენის გამოყენების შემდეგ შემქნელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, კომპიუტერული გრაფიკისთვის მიემართათ. სწორედ ამ სცენისთვის სპეციალურად დაიწერა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ფილმის გამოსვლიდან დიდი ხნის განმავლობაში უამრავი მაღალბიუჯეტიანი ფილმის რეჟისორის საოცნებო რამ იყო.

ფილმი მატრიცა მე-14 ადგილს იკავებს კვენტინ ტარანტინოს მიერ შედგენილ, 1992 წლიდან დღემდე გამოსული საუკეთესო ფილმების ოცეულში. ტარანტინოს თქმით, მის სიაში მატრიცა მე-2 ადგილსაც დაიკავებდა, რომ არა მისი მეორე და მესამე ნაწილები, რომელთაც, რეჟისორის აზრით “სურათის მითოლოგია დაარღვიეს”.

აგენტი სმიტიანდერსონიბრედ პიტიდაფარული სიმბოლოებიელისი საოცრებათა ქვეყანაშივაჩოვსკებიკვენტინ ტარანტინომატრიცამორფეუსინეოჟან რენოსაინტერესოსაკულტო ფილმისაუკეთესო ფილმებისიმბოლიკასიმულაციასიმულაციური სამყაროტრილოგიატრინიტიუცნობი ფაქტებიფაქტებიჯონი დეპი
Previous Post

ცნობილია კანის კრიტიკოსების კვირეულის პროგრამა

Next Post

10 მსახიობი მამაკაცი არასტანდარტული გარეგნობით

Next Post
10 მსახიობი მამაკაცი არასტანდარტული გარეგნობით

10 მსახიობი მამაკაცი არასტანდარტული გარეგნობით

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5599

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020