სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რატომ გვიყვარს სევდიანი ფილმები?

Cinemania ავტორი Cinemania
8 ნოემბერი, 2018
რუბრიკა იცოდით?
0
რატომ გვიყვარს სევდიანი ფილმები?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ერთი შეხედვით, ცოტა უცნაურია ის ფაქტი, რომ ადამიანი დიდ ეკრანზე სხვა ადამიანების ტრაგიკული ისტორიების ნახვაში ფულს იხდის. მაყურებლების დიდ ნაწილს განსაკუთრებულად უყვარს ტიტანიკი, მეფე ლომი, რომეო და ჯულიეტა და მრავალი სხვა სევდიანი სიუჟეტის მქონე ფილმი, რომელიც ტრაგიკულად სრულდება ან იქ ადამიანური ტრაგედიები თამაშდება.

ნუთუ ეს ნორმალურია?

ეს კითხვა ფსიქოლოგებსაც გაუჩნდათ და შესაბამისი კვლევებიც ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ სევდიანი ისტორიების მიმართ მიზიდულობა უჩვეულო სულაც არ ყოფილა. საქმე ჩვეულებრივ ბიოლოგიურ პროცესებთან გვაქვს, რომლებიც ტრაგიკული ამბების ყურებისას ჩვენს სხეულში მიმდინარეობს. უკეთ გასაგებად ნეირობიოლოგიას უნდა ჩავუღრმავდეთ.

თურმე ემოციურად დატვირთული, სევდიანი ან სულაც ტრაგიკული ფილმების ყურებისას ჩვენს ტვინში უამრავი საჭირო და სასარგებლო პროცესი მიმდინარეობს და რაოდენ გასაკვირიც უნდა მოგეჩვენოთ, ტვინის ასეთი აქტივობა “პროვოცირებას უკეთებს” ისეთ დადებით გრძნობებს, როგორიცაა ბედნიერების, სიახლოვის შეგრძნება და სოციალიზაციის სურვილი. მართლაც საინტერესოა.

ანუ, რაშია საქმე?

ფილმის ყურებისას ჩვენი ტვინის ორივე ნახევარსფეროში აქტიურდება ვიზუალური და მგრძნობელობითი სენსორები. ერთ-ერთი ნეიროსინემატიკური კვლევით დადგინდა, რომ საბაზისო დონეზე ჩვენი ტვინი ამუშავებს და ახარისხებს სიუჟეტს, შემდეგ კი საკუთარი ემოციური ასპექტებით ამუშავებს და შთაბეჭდილება უკვე ინდივიდუალიზებული ხდება.

მაგრამ მიუხედავად ინდივიდუალური ემოციებისა, კვლევა ცხადყოფს, რომ ტრაგიკული ფილმების ცქერას სინამდვილეში ჩვენთვის ბედნიერება მოაქვს.

ამ ფენომენს რამდენიმე ახსნა აქვს. ერთ-ერთის თანახმად, სევდიანი ფილმები ჩვენი ემოციების ერთგვარ ამრეკლად იქცევა –  ჩვენ გმირების ტრაგიკულ ისტორიას საკუთარს ვადარებთ და მადლიერებით ვივსებით. “ეს რეფლექსია იმ თერაპიულ ტექნიკას ჰგავს, რომლის დროსაც პაციენტებს სთხოვენ, წარმოიდგინონ ვინმე მათზე უარეს მდგომარეობაში, რათა ამ კუთხით შეხედონ თავიანთს”, – აღნიშნავს კლინიკური ფსიქოლოგი ჯესიკა მეგიდსონი.

კიდევ ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ კომედიის ცქერისას ჩვენში ენდორფინების სისტემა აქტიურდება და ეს სიამოვნების გრძნობას გვიჩენს. ენდორფინები – “პოზიტიური შეგრძნებების” ელემენტები ტვინში გამოიყოფა და ნერვულ სისტემასა და ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაზე დადებითად მოქმედებს. მაგრამ იგივე კვლევა გვიჩვენებს, რომ სევდიანი ფილმებიც მსგავს პროცესებს აღძრავს ტვინში, ენდორფინი, გარდა სიხარულისა, ააქტიურებს სხვისი ტკივილის გათავისების უნარსაც. გარდა ამისა, ეკრანზე ტრაგედიის ცქერა – რაც რეალურ ცხოვრებაში გამოცდილი ტრაგედიის შეგრძნებებისგან განსხვავებულია – განსაკუთრებით ააქტიურებს ენდორფინების სისტემას, შედეგად კი შვების, ბედნიერების განცდას გვიტოვებს.

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, ტრაგედიისშემდგომი ემოციები ჩვენი ტვინის ემპათიურ მხარეს განსაკუთრებით ააქტიურებს და თანაგრძნობას აღვიძებს. ნეიროეკონომიკის პროფესორის, პოლ ზაკის თანახმად, სევდიანი ფილმების ცქერის შემდეგ განსაკუთრებით ყურადღებიანები და თანამგრძნობები რომ ვხდებით, ეს გამოყოფილი ჰორმონის, ოქსიტოცინის დამსახურებაა. როცა ჩვენ სხვა (თუნდაც ფიქციური) ადამიანის გასაჭირს ვხედავთ, ტვინი ოქსიტოცინს გამოყოფს, რაც სხვებზე ზრუნვას “გვიბრძანებს”. ეს ერთგვარი “ემპათიის გავარჯიშებაა”, რაც გარშემომყოფებთან უფრო ინტენსიური ურთიერთობისკენ გვიბიძგებს და მათზე ზრუნვა სიხარულს გვანიჭებს. სწორედ ურთიერთკავშირისა და მფარველობის გრძნობების ხელახლა გამოცდის სურვილით შეიძლება შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ გვინდა მუდმივად სევდიანი, ტრაგიკული დასასრულის მქონე ფილმების ცქერა.

ნორმალურია თუ არა ეს?

რასაკვირველია. ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენს ტვინს ბუნებრივი უნარი გააჩნია, სევდიანი განწყობიდან ხალისიანზე “გადართვა” გვიბრძანოს. როგორც მონაცემები გვიჩვენებს, მამაკაცებისა და ქალების მაღალი პროცენტი ტირილის შემდეგ შვებას გრძნობს და გაცილებით უკეთ ხდება. თუმცა სევდიანი ფილმები მხოლოდ კათარზისისთვის არაა. კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ როცა ადამიანები ემოციებს ერთად გამოცდიან, მათ ტვინები სინქრონში მუშაობს, რაც კოლექტიური ერთიანობის, ახლობლობის და თანადგომის განცდას აჩენს, რაც სევდის მომენტში ადამიანს ძალიან სჭირდება.

ამრიგად, არ შეგეშინდეთ ძლიერი გრძნობების, განაგრძეთ სევდიანი ფილმების ყურება და კინოს სიყვარული.

გამომწვევი მიზეზებიემპათიაენდორფინებივიზუალური სენსორებიმგრძნობელობამიზეზებინაღველინეიროსემანტიკაოქსიტოცინირატომ გვიყვარსსევდასევდიანი ისტორიებისევდიანი ფილმებიტვინიტრაგედიატრაგიკული ისტორიებიფაქტორებიფსიქოლოგიაფსიქოლოგიური კვლევაშთაბეჭდილებაჰორმონები
Previous Post

"შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება 2"-ის თრეილერი გამოვიდა

Next Post

სტენლი კუბრიკის სცენარი აუქციონზე გაიყიდება

Next Post
სტენლი კუბრიკის სცენარი აუქციონზე გაიყიდება

სტენლი კუბრიკის სცენარი აუქციონზე გაიყიდება

ახალი ამბები

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ქვიზი: როგორ გახსოვს SEX AND THE CITY?

ავტორი Cinemania
22 მაისი, 2019
689

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ქვიზი: ამ კითხვებს მხოლოდ GOT-ის ერთგული ფანები უპასუხებენ

ავტორი Cinemania
10 მაისი, 2019
5033

ბოლოს დამატებული

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

მსახიობები, რომლებიც ცნობილი პერსონაჟების განსახიერებაზე ოცნებობენ

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

რას აკეთებენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც მსახიობის კარიერაზე თქვეს უარი

ავტორი Cinemania
23 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020