მზად ხართ დროის დინებას თვალი გაუსწოროთ და თავი ასაკოვან ადამიანად იგრძნოთ? მაშინ, მიჰყევით ჩვენს სტატიას. დაუჯერებელია, მაგრამ, მაგალითად, ბენ გელერი წელს მხოლოდ ორი წლით უმცროსი იქნებოდა მამიდამისი მონიკაზე მეგობრების პრემიერის წელს.
დღეს გადავწყვიტეთ, გამოვარკვიოთ, რამდენი წლისები იქნებოდნენ ის ახალშობილები, რომლებიც ჩვენს საყვარელ ტელეშოუებში მოევლინნენ ქვეყნიერებას.
1. ბენ გელერი, მეგობრები
ბენ გელერი 1995 წლის 11 მაისს დაიბადა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ის 23 წლის გამოდის. მამიდამისი მონიკა კი სერიალის დაწყებისას 25 წლისაა!
2. ჩენდლერი, ლესლი და ფრენკ ჯუნიორ ბუფეები (მეგობრები)
ფიბიმ სამი ტყუპი 1998 წლის 30 აპრილს გააჩინა. ისინი წელს 20 წლისები გახდნენ.
3. ემა გელერ-გრინი (მეგობრები)
პატარა ემა 2002 წლის 4 აპრილს დაიბადა. როსის და რეიჩელის საყვარელი გოგონა წელს 16 წლისა შესრულდა.
4. ჯეკ და ერიკა ბინგები (მეგობრები)
ის მშვენიერი დღე, როცა მონიკას და ჩენდლერს ერთის ნაცვლად ტყუპი პატარები შეეძინათ 2004 წლის 6 მაისი იყო. წელს ტყუპები 14 წლისები გახდნენ.
5. მარვინ უეიტფორიტ ერიკსენი, როგორ შევხვდი დედათქვენს
მარვინ ერიკსენი დედამისს 2012 წლის 14 მაისს შეხვდა. ის უკვე 6 წლისა გამოდის.
6. დეიზი ჰარიქეინ ერიკსენი (როგორ შევხვდი დედათქვენს)
მართალია მის დაბადებას არ შევსწრებივართ, უნდა ვივარაუდოთ, რომ დეიზი ქვეყანას 2014 წლის 14 თებერვალს მოევლინა. ის უკვე 4 წლისაა.
7. სტივ და კვან გერბიჯები, გილმორის გოგოები
ტყუპები 2007 წელს დაიბადნენ. თითქოს გუშინ იყო, არა? არადა, ისინი უკვე 11 წლისები არიან!
8. დეივი ბელვილი (გილმორის გოგოები)
მიუხედავად იმისა, რომ დაბადების ზუსტი რიცხვი არ ვიცით, სუკის ვაჟი დეივი 2003 წლის შემოდგომაზე დაიბადა. ეს კი ნიშნავს, რომ წელს იგი 15 წლისა შესრულდა.
9. მართა ჯენის-ლორი-ეთან-რუპერტ-გლენდა-კარსონ-დეიზი-დენი ბელვილი (გილმორის გოგოები)
სუკისა და ჯეისონის გოგონა უსასრულო მეორე სახელით 2005 წლის მაისშია დაბადებული. იგი უკვე 13 წლისა გამოდის.
10. სესილია მარი ჰალფერტი, ოფისი
ჯიმის და პემის მშვენიერი ქალიშვილი სესი 2010 წლის 4 მარტს დაიბადა. იგი უკვე სკოლის ასაკისაა – 8 წლის.
11. ფილიპ ჰალფერტი (ოფისი)
პემის ბლოგის თანახმად, ფილიპ ჰალფერტი 2011 წლის დეკემბრის დასაწყისში მოევლინა ქვეყნიერებას. მაშ, ის მალე 7 წლის გახდება.
12. ფილიპ შრუტე (ოფისი)
მიუხედავად იმისა, რომ ანგელა თავისი ვაჟის მამის ვინაობას მალავდა, მაინც გაირკვა, რომ პატარა ფილიპი დუაიტ შრუტეს შვილია. ის 2012 წლის 2 თებერვალს დაიბადა. ის წელს 6 წლისა შესრულდება.
13. ბრედი ჰობსი, სექსი დიდ ქალაქში
ალბათ გახსოვთ ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა. ის 16 წლის წინ მოხდა! დიახ, პატარა ბრედი 2002 წლის 10 თებერვალსაა დაბადებული. მირანდა და სტივი უკვე მაღალკლასელი თინეიჯერის მშობლები არიან.