სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რაიან რეინოლდსი ნევროზზე, დეპრესიასა და ამ მდგომარეობასთან დიდხნიან ბრძოლაზე

Cinemania ავტორი Cinemania
30 აპრილი, 2019
რუბრიკა იცოდით?
0
რაიან რეინოლდსი ნევროზზე, დეპრესიასა და ამ მდგომარეობასთან დიდხნიან ბრძოლაზე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მაისი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით  New York Times-თან ინტერვიუში მსახიობმა რაიან რეინოლდსმა საკუთარ მაგალითზე ისაუბრა ნევროზთან ბრძოლის ხანგრძლივ ეტაპზე და ამასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.

“მე ყოველთვის მაწუხებდა ნევროზი და შიშები” – განაცხადა რაიანმა ინტერვიუში, – “მსუბუქ ფორმებშიც და მძიმეშიც”.

ეს განცხადება ერთი შეხედვით მოულოდნელია ისეთი უმაღლესი კლასის ვარსკვლავისგან, როგორიც რაიანია: იგი ხომ კარიერის მწვერვალზეა, ჰყავს შესანიშნავი ოჯახი, იუმორის გრძნობით უხვად დაჯილდოებული და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი მამაკაცია. მაგრამ როგორც ჩანს, ნევროზს სტატუსი არ აინტერესებს და ნებისმიერს შეიძლება მიაყენოს ზიანი. რაიანს ბავშვობიდანვე ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც ნაწილობრივ პოლიციის ოფიცერი მამისგან იყო გამოწვეული, რომელსაც რაიანი მისი ოჯახის “მოსიარულე სტრესად” ახასიათებს. მიუხედავად ამისა, რაიანს ძალიან უყვარდა მამა და თავის ქალიშვილს ჯეიმსი სწორედ მის პატივსაცემად დაარქვა.

მსახიობმა ასევე გაამხილა, რომ ნერვების დასამშვიდებლად მედიტაციას მიმართავდა და ამ პერიოდში უარს ამბობდა მედიკამენტებით თვითმკურნალობაზე. რაიან რეინოლდსი ერთ-ერთია იმ ათეულ მილიონობით ადამიანისგან, რომელიც ნევროზითა და დეპრესიით იტანჯება, ამიტომ მისი თამამი განცხადება, რომ ნერვულ აშლილობას დიდი ხანია ებრძვის, საყურადღებო აღმოჩნდა ადამიანებისთვის, რომელთაც იგივე რამ აწუხებთ და მათთვისაც, ვინც ნევროზით დაავადებული ადამიანების პრობლემას სერიოზულად არ იღებს.

ქვემოთ ჩვენ წარმოგიდგენთ ამონარიდებს რაიანის ინტერვიუებს და რეაქციებს, რაც მის ამ გულახდილ საუბარს მოჰყვა. ნახეთ, რას ფიქრობს ხალხი ფსიქიკურ პრობლემებზე და რამდენს ნიშნავს ცნობილი ადამიანის აღიარება მათთვის, ვისთვისაც ემპათიას და კარგ მაგალითს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მაისი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა – რაიან რეინოლდსმა ხმამაღლა დაიწყო საუბარი თავისი ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ

მან ნიუ-იორკ ტაიმსთან გულახდილად ისაუბრა ამ მდგომარეობასთან საკუთარ პირად ბრძოლაზე.

“ნევროზი მაქვს… ყოველთვის მქონდა ნევროზი”, – აღიარა მსახიობმა.

“მსუბუქი ნევროზიც მქონია, რომელზეც ბევრს ეცინება, და მძიმეც, რომელიც საერთოდ არაა სასაცილო”.

მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული მსახიობია, მას შიშები და მღელვარება ხშირად აწუხებს და ნებისმიერ თოქშოუში გამოჩენის წინ გულისრევის მძაფრი შეგრძნება აქვს.

ცნობისათვის, ამ ინტერვიუს წინ საერთოდ არაფერი უჭამია, რადგან მისი თქმით: “პირადი ინტერვიუების დროსაც უსიამოვნოდ აჟრჟოლებს”.

ABC-ზე სიტკომში მას აუდიტორია უნდა “გაეხურებინა”, რაც მას პანიკაში აგდებდა და ენერგიას აცლიდა.

მან მამამისთან რთულ ურთიერთობაზეც ისაუბრა.

მამამისი რომ არ გაბრაზებულიყო, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სახლში წესრიგი ჰქონოდა.

“როცა შვილებს სტრესავ, უცნაური პარადოქსი ხდება – ისინი საკუთარ თავზე იმას იღებენ, რაც მათი გასაკეთებელი არაა”.

პერსონაჟის მიღმა ინტერვიუების მიცემა მას მდგომარეობას უმსუბუქებს, რადგან სხვის ტყავში აფარებს თავს.

ფარდის გახსნისას ის გადაიქცევა მასხარად, რომელიც გადაღების ბოლომდე მის მიღმაა დამალული.

სოციალურ ქსელებში მის აღიარებას მრავალი კეთილგანწყობილი გამოხმაურება მოჰყვა.

კელი-ლინ აივესი: “ნევროზი და მღელვარება საშინელებაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა პანიკის შეტევებით იტანჯები, რის შედეგადაც საბოლოოდ საავადმყოფოში ხვდები. მაშინ კიდევ უფრო მეტი რამის შიში გიჩნდება, რადგან ფიქრობ, რომ ფიზიკურად გჭირს რაღაც. ყოჩაღ მათ, ვისაც ნევროზი აქვს, მაგრამ მას ებრძვის და საშუალებას არ აძლევს, ამ მდგომარეობამ აკონტროლოს”.

ეს და მსგავსი შინაარსის უამრავი გამოხმაურება დაიწერა რაიანის მისამართით. სოციალური ქსელის მომხმარებლებიც აღიარებენ, რომ მსგავსი შეგრძნებები მათთვისაც არაა უცხო და ყოველი მათგანი ირწმუნება, რომ შიშები და ნევროზი იმაზე სერიოზულია, ვიდრე ადამიანები ფიქრობენ.

ზოგიერთი რჩევასაც არ იშურებს:

სალიმა სანტანა: “მე დეპრესიას და შიშებს 30 წლის განმავლობაში ვებრძოდი. საუკეთესო წამალი ჩემთვის სირბილი აღმოჩნდა, რომელიც 7 წლის წინ დავიწყე”.

რაიან რეინოლდსის აღიარებამ ადამიანებს მისცა სტიმული, თავადაც ალაპარაკებულიყვნენ ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ სინამდვილეში სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემაზე. მან ყველას, ვინც ნევროზით იტანჯება, მისცა მაგალითი, ხმამაღლა ესაუბრათ, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ შეგრძნებები, რომელიც აქვთ და მეტი შემართებით გაეგრძელებინათ საკუთარ შიშებთან და მღელვარებასთან ბრძოლა. მას ნამდვილად მადლობა ეკუთვნის ამისთვის.

წყარო: www.boredpanda.com

დეპრესიამღელვარებანევროზინიუ-იორკ ტაიმსირაიან რეინოლდსისოციალური ქსელებისტრესიფსიქიკური პრობლემებიფსიქოლოგიაშიშებიცნობილი ადამიანები
Previous Post

27 წლის შემდეგ, ბილი და ტედი მესამე ფილმით დაბრუნდებიან

Next Post

ქეით ბლანშეტმა კანის კინოფესტივალზე #Metoo-ს გავლენაზე ისაუბრა

Next Post
ქეით ბლანშეტმა კანის კინოფესტივალზე #Metoo-ს გავლენაზე ისაუბრა

ქეით ბლანშეტმა კანის კინოფესტივალზე #Metoo-ს გავლენაზე ისაუბრა

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5776

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
5107

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ცნობილი ადამიანები ადრეულ წლებში და ახლა

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2022
0

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020