სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

რა დაგიჯდებათ ჩვენი საყვარელი ფილმებიდან ცნობილ კაფეებში ვახშამი

Cinemania ავტორი Cinemania
12 სექტემბერი, 2018
რუბრიკა იცოდით?
0
რა დაგიჯდებათ ჩვენი საყვარელი ფილმებიდან ცნობილ კაფეებში ვახშამი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ძვირფას რესტორანს, სახელად “ვოლტერს”, რომელშიც ჯულია რობერტსის გმირი ხამანწკებთან გამკლავებას ცდილობს, სინამდვილეში “სიკადა” ჰქვია და არამხოლოდ ხამანწკებს, არამედ ყველაფერს შეუკვეთავთ დიდებული ვახშმისათვის, რომელიც თავს ლამაზმანის პერსონაჟად გაგრძნობინებთ. ამ რესტორანში ერთ ადგილსაც ვერ ნახავთ, რომ ყველასთვის საყვარელი ფილმიდან ეს ცნობილი სცენა არ გაგახსენდეთ.

როგორც მიხვდით, დღეს იმ რესტორნებსა და კაფეებზე ვისაუბრებთ, რომლებიც პოპულარულები ცნობილი ფილმებიდან გახდნენ. ერთად გავიგოთ, რა დაგიჯდებათ ვახშამი ამ სახელგანთქმულ ადგილებში.

1. შურისმაძიებლები: Shalom Grill

“ბურგერი, ქაბაბი, შაურმა” – ამ ყველაფერს გვთავაზობს კვებითი დაწესებულება, რომელშიც ლოკისთან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მიირთმევენ შურისმაძიებლების გმირები. Shalom Grill-ის მენიუს თანახმად, შაურმა, რომელსაც ტონი სტარკი მიირთმევს 11–15$ ღირს. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეუკვეთოთ სხვადასხვა სახის ბურგერი, ქაბაბი, ჰოთ-დოგები და სალათები. ყველაზე იაფი ბოსტნეულისა და სიმინდის სალათაა, რომლის ერთი ულუფის ფასი 3,49$-ია.

მისამართი: 9340 W. Pico Blvd, Los Angeles, CA 90035.

2. როგორ შევხვდი დედათქვენს: McGee’s Pub

სენდვიჩი “პრუდენსია”, კოქტეილი “რობინ სპარკლზი” და თეფში საუზმეულით “ძმობის კოდექსი” – აი, ასე გამოიყურება პაბ McGee’s-ის მენიუ. პაბში სერიალიდან როგორ შევხვდი დედათქვენს ვახშმობა საკმაოდ ძვირია, მაგალითად, “ნიუ-იორკის საუკეთესო ბურგერი” 16$ ჯდება, კლასიკური “ცეზარი” კი 12$.

ავეჯის განლაგება პაბში ისეთივე არაა, როგორიც სერიალის McLaren’s-ში, თუმცა სტილი და გარემო პირველ სართულზე, სადაც მიმდინარეობდა გადაღებები, შემონახულია. კედლებზე სერიალის პერსონაჟების ფოტოებია გამოფენილი.

მისამართი: 240 West 55th Street (Broadway-ისა და 8th Ave-ს შორის), New York, NY, 10002.

3. ლამაზმანი: Cicada Restaurant

სწორედ ამ ძვირფას რესტორანში ვახშმობენ ლამაზმანის გმირები – ედვარდ ლუისი და ვივიან უორდი. და არამარტო ისინი: აქ მიირთმევს ყოვლისშემძლე ბრიუსი (ჯიმ კერი) და მისტერ და მისის სმიტები (ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი). რესტორანი “სიკადა” მაღალი კლასის დაწესებულებაა არ-დეკოს ინტერიერით, რომელსაც სამ ცნობილ ფილმში ვხედავთ.

მენიუში წამყვანი იტალიური სამზარეულოა. ვახშამი ერთ პერსონაზე საშუალოდ 70-80$ დაგიჯდებათ. ძირითადი კერძი (მაგალითად, ფსტაში შემწვარი ორაგული, სტეიკი პიტნის სოუსით და მისთ.) 34-დან 44$-მდე ღირს, სალათა 14–16 $, დესერტი კი – 13 $.

მისამართი: 617 S. Olive St., Los Angeles, CA 90014.

4. ამელი: Café des deux Moulins

ეს პარიზული კაფე განსაკუთრებით კინოფილმ ამელის თაყვანისმცემლებს იზიდავს. მისი სახელი ფრანგულად “ორი წისქვილის კაფეს” ნიშნავს. კაფეს მენიუს თანახმად, ომლეტი 11€ , საფირმო სალათა “ორი წისქვილი” –  14,9€, კაპუჩინო კი 5,5€  ღირს. კაფე ძალიან პოპულარულია ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის, ამიტომ მაგიდის შეკვეთაზე სჯობს წინასწარ იზრუნოთ.

მისამართი: 15 Rue Lepic, 75018 Paris, France.

5. დასაწყისი: Il Russo

ფილმ დასაწყისში საკონდიტრო Da Stuzzi-ს სცენები ფრანგულ კაფე Il Russo-შია გადაღებული. იმ სცენისთვის, რომელშიც ლეონარდო თავის მეწყვილეს სიზმრის სამყაროს შესახებ უყვება, დაწესებულება ღია სასაუზმედ გადააკეთეს. ქრისტოფერ ნოლანის ფილმის წარმატებამ კაფეს მფლობელებს არნახული პოპულარობა მოუტანა.

Il Russo-ში იტალიური სამზარეულოა, პერსონალს კი ფრანგულის გარდა, ინგლისურად შეუძლია კლიენტებთან ურთერთობა. ტურისტთა შეფასებების მიხედვით, აქ ვახშმობა 20-25€ ჯდება. სამწუხაროდ, კაფეტერიას ინტერნეტგვერდი არ აქვს.

Адрес: 6 Rue César Franck, 75015 Paris, France.

6. ტვინ პიქსი: Twede’s Cafe

ზუსტად ის ალუბლის ნამცხვარი და “წყეული, მაგარი ყავა”, რომლებიც ასე უყვარს აგენტ კუპერს, სულ რაღაც 7 დოლარად შეგიძლიათ გასინჯოთ ვაშინგტონის შტატში მდებარე კაფე Twede’s-ში. სწორედ აქ იღებდნენ ტვინ პიქსის სახელგანთქმულ პირველ სეზონს. 2015 წელს, როცა სერიალის განახლება გადაწყვიტეს, კაფეს ავთენტური – სასადილო Doble R Diner-ის შესახედაობა დაუბრუნეს.

ამბობენ, რომ აქ ალუბლის ნაცვლად, შეგიძლიათ ნამცხვარი სხვა შიგთავსით აირჩიოთ, მაგალითად, ბანანით ან ქოქოსით. დესერტის გარდა შემოგთავაზებენ ადგილობრივ ხორციან კერძებს სხვადასხვა გარნირით – ბოსტნეულთან ან პასტასთან ერთად, ასევე წვნიანებსა და სალათებს. დაწესებულების სლოგანი: “მშიერი ვერავინ წავა” აბსოლუტურად გულწრფელია, რადგან მთლიანი სადილი დაახლოებით 14,5 დოლარი დაგიჯდებათ.

მისამართი: 137 W North Bend Way, North Bend, WA.

7. უსახელო ნაბიჭვრები: Bistrot La Renaissance

ეს, ერთ-ერთი ყველაზე “კინემატოგრაფიული” ლოკაცია, საფრანგეთის დედაქალაქში მდებარეობს. ტარანტინოს ბლოკბასტერის გარდა ამ ბისტროში გადაღებულია სცენები ფილმებიდან სიყვარული ყველაფერზე მაღლა, გააღეთ, პოლიციაა და უცხო სისხლი. სხვათა შორის, ამ უკანასკნელის ნახვის შემდეგ მიიქცია ამ კაფემ ტარანტინოს ყურადღება.

ბისტრო La Renaissanse რეკომენდებულია არა მხოლოდ კინომანებისთვის, არამედ ფრანგული სამზარეულოს თაყვანისმცემლებისთვის. თუმცა ფასები საკმაოდ მაღალია. სრული ვახშამი ერთ პერსონაზე აქ დაახლოებით 40–50€ დაგიჯდებათ.

მისამართი: 112 Rue Championnet, 75018 Paris, France.

8. შუაღამე პარიზში: Polidor

გაუთვითცნობიერებელ ტურისტს რესტორანი ვუდი ალენის ფილმიდან ხმაურიანი და არათანამედროვე შეიძლება მოეჩვენოს, სინამდვილეში, მფლობელებს Polidor-ის ინტერიერის ისევე შენარჩუნება სურთ, როგორიც ის იმ დროს იყო, როცა კაფეს ცნობილი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი სტუმრობდა. აქ ფრანგული კერძები შინაურული რეცეპტით მზადდება, რაც ამ ცნობილ ადგილს სიმყუდროვეს სძენს.

ძირითადი კერძების ფასი აქ 15-17 ევროში მერყეობს, დესერტი კი 4 €-დან იწყება.

მისამართი: 41, rue Monsieur Le Prince 75006 Paris, France.

9. სოპრანოს კლანი: Holsten’s

საკონდიტრო-სანაყინე Holsten’s, რომელშიც სოპრანოს კლანის ფინალური ეპიზოდის სცენებია გადაღებული, სერიალის თაყვანისმცემელთა სასურველი ლოკაციაა. 75-წლიანი ისტორიისა და ტურისტებში პოპულარობის მიუხედავად, ფასები დემოკრატიულია: შეიკი საშუალოდ 5,5 დოლარი ღირს, დაახლოებით ამდენივე ჯდება ნაყინი, ბურგერი ან სენდვიჩი.

ამ ყველაფრის მირთმევა ზუსტად იმ მაგიდებთან შეგიძლიათ, რომლებთანაც სერიალში სოპრანოს ოჯახის წევრები სხედან. ჩვეულებრივ კლიენტებს საკონდიტრო შაბათის გარდა ნებისმიერ დღეებში ემსახურება. შაბათს აქაურობა სოპრანოს კლანის ფანების ტურებს მასპინძლობს. კაფე ერთადერთხელ დაიკეტა მთელი თვით – ტონი სოპრანოს როლის შემსრულებლის, ჯეიმს განდოლფინის გარდაცვალებისას. ასე ადმინისტრაციამ პატივი მიაგო საყვარელი მსახიობის ხსოვნას.

მისამართი: 1063 Broad Street Bloomfield, NJ 07003-2845.

10. შერლოკი: Speedy’s Cafe

სასაუზმე, რომელშიც ჯონი და მაიკროფტი აირენ ადლერის (ეპიზოდი: “სკანდალი ბელგრავიაში”) ბედზე ბჭობენ, ბეიკერსტრიტზე სულაც არ მდებარეობს. შერლოკ ჰოლმსის ცნობილი სახლი ტურისტებისთვის იმდენად მიმზიდველი ადგილია, რომ სერიალის შექმნელებს კაფეს სცენების გადაღება ლონდონის სხვა უბანში, სენდვიჩ-ბარისა და კაფეს, Speedy’s-ის სიახლოვეს მოუწიათ.

ამჟამად ეს დაწესებულება, რომელიც კლიენტებს ტრადიციულ ინგლისურ სამზარეულოს სთავაზობს, არასდროსაა ცარიელი: მას ხშირად სტუმრობენ სერიალის თემატიკის საექსკურსიო ტურები. ამის მიუხედავად, ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომია: ბეკონი და ჩიფსი 6–7 ფუნტი დაგიჯდებათ, წვნიანი კი საშუალოდ 3 ფუნტი ღირს, ყავა – £ 1,5–2. უნდა გაითვალისწინოთ, რომ კაფე 15:00-დან 16:00 საათამდე დაკეტილია.

მისამართი: 187 North Gower Street, Camden, London, NW1 2NJ.

 

გისურვებთ გემრიელ მოგზაურობას საყვარელი ფილმების ნაცნობ გარემოში!

ამელიდასაწყისიკაფეებილამაზმანილოკაციებირესტორნებიროგორ შევხვდი დედათქვენსსადილისოპრანოს კლანიტვინ პიქსიუსახელო ნაბიჭვრებიფასებიშერლოკიშუაღამე პარიზშიშურისმაძიებლებიცნობილი ფილმები
Previous Post

ზო სალდანა: "გამორას სხვა შანსი არ აქვს"

Next Post

კიტ ჰარინგტონის გაფრთხილება "სამეფო კარის თამაშების" ფანებს

Next Post
კიტ ჰარინგტონის გაფრთხილება “სამეფო კარის თამაშების” ფანებს

კიტ ჰარინგტონის გაფრთხილება "სამეფო კარის თამაშების" ფანებს

ახალი ამბები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5665

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ნამდვილი კინომანი?

ავტორი Cinemania
17 ივნისი, 2019
3061

ბოლოს დამატებული

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

TOP: ყველაზე ძვირადღირებული ბაიოპიკები

ავტორი Cinemania
27 ივნისი, 2022
0

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ფოტოსურათები Stranger Things-ის გადასაღები მოედნიდან

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2022
0

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

კეთილშობილი მსახიობები, რომლებიც ძირითადად ბოროტმოქმედებს ასახიერებენ

ავტორი Cinemania
25 ივნისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020