სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

“ოზის ჯადოქარი” და მასთან დაკავშირებული პირქუში ისტორიები

Cinemania ავტორი Cinemania
29 აგვისტო, 2018
რუბრიკა იცოდით?
0
“ოზის ჯადოქარი” და მასთან დაკავშირებული პირქუში ისტორიები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ფრენკ ბაუმის კლასიკური ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფენტეზი მიუზიკლი ოზის ჯადოქარი უკვე თითქმის 80 წლისაა და მასზე მართლაც თაობები გაზრდილა. საკულტოა მისი მუსიკა, ოზის თოჯინური სამყარო და რასაკვირველია, ტექსტი, რომლიდანაც ციტატები დღემდე გვესმის სხვადასხვა კონტექსტში.

დაუვიწყარი “Somewhere Over the Rainbow” ან ყვითელი აგურის ბილიკი, დოროთი, ტოტო და მეგობრები – ეს ოზის ჯადოსნური ქვეყანაა და მას კინოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ მხიარულ, პოზიტიურ და მუსიკალურ ფილმს საკმაოდ უცნაური და მეტიც, სევდიანი ინციდენტები უკავშირდება. რა ბედი ეწია პირველ “თუნუქის კაცს”? რომელმა მსახიობებმა დაასრულეს სიცოცხლე თვითმკვლელობით?  ვფიქრობთ, საინტერესოა 1930-იან წლებში დაბრუნება და ოზის ჯადოქრის გადაღების პერიპეტიების გახსენება.

1. თუნუქის კაცი რკინის ფილტვით

მელანქოლიური თუნუქის კაცის როლზე თავდაპირველად მსახიობი ბადი ებსენი დაამტკიცეს. ლითონის პერსონაჟისთვის განკუთვნილ ვერცხლისფერ გრიმს ალუმინის ფხვნილით ამზადებდნენ. გადაღებების დაწყებიდან 10 დღისა და ამ ხნის განმავლობაში ალუმინის ფხვნილის სუნთქვის გამო ებსენი საშინლად დაავადდა. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და რკინის მექანიკური ფილტვის დახმარებით აღუდგინეს სუნთქვა. ებსენი ჯეკ ჰალეიმ ჩაანაცვლა, თუმცა ფილმის შემქმნელებმა ჭკუა ისწავლეს და ალუმინის ფხვნილის გამოყენება შეწყვიტეს.

2. ვიქტორ ფლემინგს პრონაცისტობაში სდებდნენ ბრალს

ოზის ჯადოქრის რეჟისორ ვიქტორ ფლემინგზე (რომელიც სახელგანთქმული ქარწაღებულნის თანარეჟისორიც გახლდათ) ზურგსუკან ჭორაობდნენ, რომ ნაცისტებისადმი სიმპათიით იყო განწყობილი. მსახიობი ან რივერი, რომელიც ფლემინგთან ფილმ ირმის ნუკრის გადაღებისას მუშაობდა, ამბობდა, რომ ფლემინგი “სასტიკი პრო-ნაცი” იყო და გარდა ამისა, ბრიტანელები ეზიზღებოდა.

3. ბოროტ კუდიანს ცეცხლი მართლა წაეკიდა

მარგარეტ ჰამილტონს, რომელმაც მწვანეკანიანი და წაწვეტებულნიკაპიანი დასავლეთის ბოროტი კუდიანი დამაჯერებლად განასახიერა, კინაღამ შუა საუკუნეების ჯადოქრის ბედი ეწია. იმ სცენის გადაღებისას, როცა კუდიანი კვამლის ღრუბელში უნდა გაუჩინარდეს, სპეცეფექტების მანქანა მწყობრიდან გამოვიდა და გრიმისთვის გამოყენებული ზეთოვანი მწვანე საღებავი აალდა, საბრალო მსახიობს ტერფებსა და მკლავებზე ცეცხლი მოედო. გარკვეული დროის შემდეგ ის გამოჯანმრთელდა, მაგრამ აალებად საგნებთან მუშაობაზე სასტიკი უარი განაცხადა.

4. ტოტოს მოტეხილი ფეხი

აღმოჩნდა, რომ ამ ფილმის გადაღებისას მხოლოდ ადამიანები არ დაზარალებულან. დოროთის საყვარელ, პატარა კერნ-ტერიერ ტოტოს ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ჯადოქრის მცველმა ფეხი შემთხვევით დააბიჯა და თათი დაუზიანა. ძაღლს (რომელიც მდედრი იყო) სინამდვილეში ტერი ერქვა და ის 15 ფილმშია გადაღებული. სხვათა შორის, ტერის მეტი ჰონორარი ერგო, ვიდრე ღეჭიების როლების შემსრულებლებს.

5. ფრენკ ბაუმის სერთუკი

მართლაც გასაოცარ დამთხვევას ან იღბალს უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ პროფესორ მარველს (ფრენკ მორგანის) ლეგენდარული სერთუკი ერგო. პერსონაჟის ეს კოსტიუმი მეორადი ნივთების მაღაზიაში შეიძინეს. მას შემდეგ კი, რაც მორგანმა სერთუკი გადაღებებისას ჩაიცვა, ჯიბეში ხელნაწერი აღმოაჩინა. ეს იყო მინაწერი “ლ. ფრენკ ბაუმი”  – დიახ, სწორედ ის ფრენკ ბაუმი, რომელმაც დაწერა “ოზის ჯადოქარი”! გადაღებების დასრულების შემდეგ სერთუკი ბაუმის ქვრივს გადასცეს.

6. დეიდა ემის სევდიანი “დიდი თავგადასავალი”

დოროთის დეიდა ემი – ხისტი, თუმცა გამრჯე ფერმერი ქალი – მსახიობმა კლარა ბლანდიკმა განასახიერა. ხანდაზმულ ასაკში მსახიობს ართრიტისგან გამოწვეული ტკივილები ტანჯავდა. გარდა ამისა, თვალისჩინიც დაკარგა. 1962 წელს ბლანდიკმა დიდი რაოდენობით აბები მიიღო. გარდაცვლილ მსახიობს ხელში ჩანთა ეჭირა, რომელშიც თვითმკვლელობის წინა წერილი იდო. “დიდი თავგადასავლისთვის ვემზადები. ამ აგონიური ტკივილის გაძლება აღარ შემიძლია, ჩემი სხეული ამას ვერ აიტანს. ვერც უსინათლობას ვეგუები. ღმერთს ვევედრები, ჩემი სული წაიყვანოს, ამინ.” მსახიობი 81 წლის იყო.

7. ჯუდი გარლანდის უდროო გარდაცვალება

ბლანდიკის გარდაცვალებიდან შვიდი წლის თავზე სამწუხაროდ საკუთარ “დიდ თავგადასავალში” უდროოდ გაემგზავრა დოროთის როლის შემსრულებელი, მომხიბლავი ჯუდი გარლანდი. მსახიობი დიდი რაოდენობის საძილე ნარკოტიკული საშუალებების (ბარბიტურატების) მიღების შედეგად გარდაიცვალა. გარლანდი (ნამდვილი სახელი – ფრენსის ეთელ გუმი) სულ რაღაც 47 წლისა იყო.

8. მითი ჩამოხრჩობილ ღეჭიაზე

ფილმის იმ მონაკვეთში, როცა დოროთი მეგობრებთან ერთად ოზის ქალაქისკენ ყვითელ ბილიკს გაუყვება, ტყეში ჩამოხრჩობილი ღეჭიას ფიგურა ჩანს. არსებობდა მითქმა-მოთქმა, თითქოს ეს ღეჭიას როლის შემსრულებელი მსახიობის გვამია, რომელმაც თავი მართლა ჩამოიხრჩო, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოგონილი ჭორია. სტუდიამ განმარტა, რომ სცენის სიღრმეში ცოცხალი ჩიტი ჩანს, რომელიც სპეციალურად გაუშვეს, დეკორატიული ტყე რომ გაეცოცხლებინათ.

9. ღეჭიების როლების შემსრულებლები ჯუდი გარლანდს ავიწროებდნენ?

ეს სკანდალური ბრალდება პირველად გარლანდის ყოფილმა ქმარმა, სიდ ლუფტმა გააჟღერა 2017 წელს დაწერილ ბიოგრაფიულ წიგნში – ჯუდი და მე: ჩემი ცხოვრება ჯუდი გარლანდთნ ერთად. სიდ ლუფტმა განაცხადა, რომ ღეჭიების როლების შემსრულებელი რამდენიმე ზრდასრული მსახიობი ავიწროებდა გარლანდს, რომელიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო.

“გადაღებებზე მათ ჯუდის სიცოცხლე გაუმწარეს – კაბის ქვეშ უძვრებოდნენ და ხელებს უფათურებდნენ […] 40 წლის და კიდევ უფროსი მამაკაცები” – წერს ლუფტი – “მათი აზრით, თავს იოლად დაიძვრენდნენ, რადგან ტანით პატარები იყვნენ.” იმის გამო, რომ მსახიობი დიდი ხნის გარდაცვლილია, ვერავინ დაამტკიცებს, სიმართლეა თუ არა ლუფტის ეს განცხადება.

10. ფილმმა თავდაპირველად კინოგაქირავებაში დიდი წარმატება ვერ მოიპოვა

დიდი დეპრესიის პერიოდის მიწურულსა და იმავე – 1939 წლის ტრიუმფატორთან (ქარწაღებულნი) კონკურენციის პირობებში, ოზის ჯადოქარმა კინოგაქირავებაში ძლივს მოაგროვა 2.8 მილიონი, რაც ფილმის ბიუჯეტის რაოდენობის თანხა გახლდათ. მიუხედავად ამისა, ოზის ჯადოქარმა ორი ოსკარის მიღება მოახერხა – საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისა და საუკეთესო სიმღერისთვის.

 

Somewhere Over the Rainbowადაპტაციადეიდა ემივიქტორ ფლემინგითვითმკვლელობათუნუქის კაციინციდენტებიკინოგაქირავებაკლასიკური ნაწარმოებიმიუზიკლიმუსიკაოზის ჯადოქარიტოტოუცნობი ფაქტებიფრენკ ბაუმიქარწაღებულნიღეჭიებიჯუდი გარლანდი
Previous Post

Relationship Goals - უილ და ჯადა პინკეტ სმიტები

Next Post

დენიელ რედკლიფი: "ყველაფერი მაინტერესებს, რაც კოსმოსში ხდება"

Next Post
დენიელ რედკლიფი

დენიელ რედკლიფი: "ყველაფერი მაინტერესებს, რაც კოსმოსში ხდება"

ახალი ამბები

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ქვიზები

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
2545

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ქვიზი: ხარ თუ არა FRIENDS-ის ნამდვილი მეგობარი?

ავტორი Cinemania
3 ივნისი, 2019
5498

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ქვიზი: ხარ თუ არა ბეჭდების მბრძანებლის ერთგული ფანი?

ავტორი Cinemania
29 მაისი, 2019
3780

ბოლოს დამატებული

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე დედმამიშვილებთან ერთად გამოცხადნენ

ავტორი Cinemania
27 მაისი, 2022
0

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ცნობილი გულთამპყრობელების „ადრე და ახლა“ ფოტოსურათები

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი  და ენდრიუ გარფილდი

რა მიზეზით წყვეტენ მსახიობობას ბრიუს უილისი, ჯიმ კერი და ენდრიუ გარფილდი

ავტორი Cinemania
26 მაისი, 2022
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020