რა არის ის ერთი რამ, რასაც მსახიობები საუკეთესოდ ახერხებენ? რა თქმა უნდა როლში შესვლასა და თამაშს. ისინი ანსახიერებენ სხვადასხვა ლიტერატურულ პერსონაჟებს, ისტორიულ და ცნობილ ადამიანებს, ისინი თამაშობენ მოსიყვარულე მეგობრების, მეუღლეების, დედების, მამების და შვილების როლებს. შესაბამისად უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობობა ძალიან რთული პროფესიაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსახიობები ასრულებენ მოსიყვარულე და მზრუნველი მეგობრების ან წყვილების როლებს, თუმცა სინამდვილეში ერთმანეთს დასანახავადაც კი ვერ იტანენ. შესაბამისად ის რასაც ჩვენ ეკრანზე ვხედავთ სიყვარულისა და მეგობრობის სახით სინამდვილესთან ახლოსაც არ არის, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ არსებობენ მსახიობები რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, თუმცა პროფესიისა და გარკვეული ხელშეკრულებითი ვალდებულებების გამო გადასაღებ მოედანზე ერთად ყოფნა უწევდათ.
შესაბამისად წარმოგიდგენთ იმ მსახიობების ჩამონათვალს რომლებიც ერთსა და იმავე პროექტში იღებდნენ მონაწილეობას, ასრულებდნენ მეგობრების, მეუღლეების ან სულაც თანამოაზრეების როლებს, თუმცა სინამდვილეში ერთმანეთს ვერ იტანდნენ და სამომავლო პრეოქტებშიც ერთად მუშაობაზე უარს ამბობდენ.
დასტინ ჰოფმანი და მერილ სტრიპი
მერილ სტრიპი ფილმის რეჟისორისგან მოითხოვდა, შეეცვალა მისი პერსონაჟი ჯოანა. მან სცენარის მთელი ნაწილებიც კი გადაწერა. ჰოფმანი განსაკუთრებით გააღიზიანა სტრიპის იმპროვიზაციებმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მსახიობი დღემდე უარს ამბობენ საერთო პროექტებში თანამშრომლობაზე, ამ დუეტის დიდებულმა თამაშმა ფილმს კინოაკადემიის ხუთი ჯილდო მოუტანა.
კიმ კატრალი და სარა ჯესიკა პარკერი
ისინი 6 წლის განმავლობაში საუკეთესო მეგობრებს განასახიერებდნენ სერიალში სექსი დიდ ქალაქში, თუმცა ეკრანსმიღმა მათ შორის უამრავი კონფლიქტი ხდებოდა. როგორც ცნობილია ამის მიზეზი პარკერის ჰონორარი იყო, რომელიც დანარჩენი მთავარი გმირებისას ბევრად აღემატებოდა.
მარლონ ბრანდო და სოფი ლორენი
სოფი ლორენი ბრანდოს საყვედურობდა იმის გამო, რომ ამ ფილმის გადაღებისას გაუთავებლად ეფლირტავებოდა. ლორენმა აღიარა, რომ ბრანდოსთან მუშაობა ამის ფონზე ძალიან რთული იყო.
ბილ მიურეი და ლუსი ლუ
ჩარლის ანგელოზების გადასაღებ მოედანზე მსახიობებს შორის არც ისე კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა: ბილ მიურეის ლუს პროფესიონალიზმი არ აკმაყოფილებდა და მას გამუდმებით მიუთითებდა, თუ როგორ განესახიერებინა პერსონაჟი უკეთესად. დანარჩენი კი საკმაოდ ბანალურია.
რობერტ დაუნი ჯუნიორი და ტერენს ჰოვარდი
რკინის კაცის გადაღებების დაწყებამდე მსახიობები ერთმანეთთან მეგობრობდნენ კიდეც, თუმცა გადაღების პროცესში მათ შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ ფილმის შემქმნელებმა ჰოვარდთან დადებული ხელშეკრულება გააუქმეს და ის შემდგომ ფილმებში არ გამოჩენილა. თავად ტერენსი ამ ყოველივეში რობერტ დაუნი უმცროსს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან ჰონორარის გაზრდა მოითხოვა, რის ხარჯზეც სტუდიამ დანარჩენი მსახიობები დაითხოვა.
ჰარისონ ფორდი და შონ იანგი
80-იანების საკულტო ფილმის გმირებს ერთმანეთთან არცთუ თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ. მათი ეკრანული წყვილის ურთიერთმიზიდულობისგან განსხვავებით, სცენის მიღმა მსახიობებს ერთმანეთი გულზე არ ეხატებოდათ.
რაიან რეინოლდსი და უესლი სნაიპსი
ბლეიდის მესამე ნაწილის გადასაღებ მოედანზე სნაიპსი აუტანლად იქცეოდა – ის უარს აცხადებდა კოლეგებთან ურთიერთობაზე, განსაკუთრებული აგრესია კი რეინოლდსის მიმართ ჰქონდა. საბოლოო ჯამში, რეჟისორმა გადაწყვიტა ისინი სხვადასხვა საათებში გადაეღო, რათა კონფლიქტი თავიდან აერიდებინა.
ტომი ლი ჯონსი და ჯიმ ქერი
ბეტმენი სამუდამოდ ორი ცნობილი მსახიობების პირველი და უკანასკნელი თანამშრომლობა აღმოჩნდა. ქერის განმარტებით ტომი ლი ჯონსს ჯიმის სამსახიობო შესრულების მანერა, არ მოსწონდა.
ლენა ჰედი და ჯერომ ფლინი
როგორც ცნობილია, თავისდროზე ეს ორი მსახიობი ერთმანეთს ხვდებოდა, თუმცა დაშორების შემდეგ არა მხოლოდ ერთმანეთს არ ესაუბრებიან, ერთ ოთახში ყოფნაზეც კი უარს აცხადებენ. სწორედ ამიტომ, სერიალის შემქმნელებს სცენარში ცვლილებების შეტანა მოუწიათ, რათა მსახიობებს საერთო სცენები არ ჰქონოდათ. შედეგად კი მივიღეთ, რომ რომ ეს ორი მსახიობი სამეფო კარის თამაშებში საერთო სცენაში არასოდეს გამოჩენილა
ტომ ჰარდი და შია ლაბაფი
ორივე მსახიობი ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევა, შესაბამისად, უკანონოს გადასაღებ მოედანზე არაერთი კონფლიქტი მოუვიდათ და, საბოლოოდ, ეს ყოველივე ხელჩართულ ჩხუბშიც გადაიზარდა, როდესაც ლაბაფი ჰარდის თავს მუშტებით დაესხა და ამის მიზეზად კოლეგის მხრიდან დაცინვა და მასხრად აგდება დაასახელა. აქვე აღსანიშნავია, რომ ბრედ პიტმაც უარი განაცხადა შაიასთან სამომავლო თანამშრომლობაზე. მიზეზი კი შაიას პირადი ჰიგიენა აღმოჩნდა. მსახიობმა როლში შესვლისათვის გადაწყვიტა გადაღებების მანძილზე არ ესარგებლა შხაპით ან სხვა ნებისმიერი დასუფთავების საშუალებით. პიტის განცხადებით მის პარტნიორს ისეთი საშინელი სუნი ასდიოდა, რომ მის გვერდზე დგომაც კი საკმაოდ რთული იყო, ტანკის ვიწრო კაბინაში ერთად ყოფნაზე საუბარი აღარც ღირს.