ერთ მშვენიერ დღეს მონიკას რეიჩელი შეუსახლდა და ტელევიზიის ისტორიაც სამუდამოდ შეიცვალა! დიახ, მას შემდეგ “მეგობრები” ყველა დროის ყველაზე პოპულარული სიტკომი გახდა, რომელსაც თაყვანისმცემლები დღემდე სიამოვნებით უყურებენ. ჩვენ უკვე არაერთხელ გიამბეთ სერიალთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიების შესახებ, თუმცა, მოსაყოლი ჯერ კიდევ ბევრია… ამჯერად წარმოგიდგენთ იმ რეალურ “დრამებს”, რაც მეგობრების გადასაღებ მოედანზე, კადრსმიღმა ვითარდებოდა:
1. ანდრე აგასიმ ჯოუიზე იეჭვიანა
ამის მიზეზი კი ულამაზესი ბრუკ შილდსი გახდა, რომელიც სერიალში მიწვეული სტუმრის სტატუსით ჯოუის ფანს განასახიერებდა. იმ დროისათვის, ჩოგბურთელი და მოდელი ერთმანეთს ხვდებოდნენ და სპორტსმენს ძალიან არ მოეწონა სცენა, სადაც შილდსი ლებლანკის თითებს სექსუალურად ლოკავდა.
2. ჯენიფერ ენისტონს მეტ ლებლანკის ეშინოდა
სანამ მსახიობები ერთმანეთს გაიცნობდნენ, ენისტონმა ლებლანკის რეზიუმეს გადახედა და რატომღაც ჩათვალა, რომ ის ძალიან უხეში ადამიანი იყო. მოგვიანებით, ისინი ძალიან დამეგობრდნენ და ჯენიფერი ხშირად აღნიშნავდა, რომ მეტი მისთვის ისეთივე ახლობლად იქცა, როგორც კორტნი კოქსი ან ლიზა კუდროუ…
3. მეთიუ პერი დამოკიდებულებით იტანჯებოდა
დღესდღეობით საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მეთიუ ნარკოდამოკიდებული იყო და, როგორც ჩანს, ეს საკმაოდ დიდ სირთულეებს უქმნიდა გადასაღებ მოედანზე. როგორც მსახიობი აღნიშნავს, მას მუშაობის პროცესში ნარკოტიკი არასოდეს მოუხმარია, თუმცა საკმაოდ ხშირად იყო ე.წ. “წამლის ნაბახუსევზე” და ამის გამო მის მეხსიერებაში 3 სეზონი, ფაქტობრივად, წაშლილია.
4. კორტნი კოქსი ყველას ანერვიულებდა
როგორც დევიდ შვიმერი იხსენებს, გადაღებების საწყის ეტაპზე ყველანი ძალიან ნერვიულობდნენ კორტნი კოქსის გამო, რადგან ის უკვე ვარსკვლავი იყო… საბედნიეროდ, ამ ფაქტს მსახიობებისთვის ხელი არ შეუძლია და კოქსის ძალისხმევით ისინი ძალიან მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდად ჩამოყალიბდნენ.
5. ლესბოსელების ქორწილის გამო NBC მაყურებლისაგან პროტესტის დიდ ტალღას ელოდა
საბედნიეროდ, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა და აღნიშნული ეპიზოდის გამო უკმაყოფილება მხოლოდ 4 სატელეფონო ზარით შემოიფარგლა.
6. მეგობრებმა მეტ ლებლანკი გადაარჩინა
ის წლების განმავლობაში ცდილობდა სამსახიობო კარიერის აწყობას, თუმცა წარუმატებლად… როგორც ცნობილია, მას ჯიბეში მხოლოდ 11$ ედო, როდესაც “მეგობრების” საპილოტე სერიის გადაღებაზე მივიდა. საბედნიეროდ, ეს მისი ცხოვრების ყველაზე იღბლიან და წარმატებულ დღედ იქცა!
7. ფიბი და ჩენდლერი მეორეხარისხოვანი პერსონაჟები უნდა ყოფილიყვნენ
მარტა კაუფმანი იხსენებს, რომ თავდაპირველი ჩანაფიქრით, ფიბისა და ჩენდლერის პერსონაჟები მთავარ როლებზე სულაც არ მოიაზრებოდნენ და მათ უბრალოდ სიცარიელეების შევსება ევალებოდათ, თუმცა, საბედნიეროდ, მსახიობებმა მოახერხეს, რომ ეს ფაქტი შეეცვალათ.
8. შესაძლებელი იყო, რომ ენისტონს რეიჩელი არ ეთამაშა
მაშინ, როდესაც მეგობრების გადაღება დაიწყო, ჯენიფერი სულ სხვა შოუში იყო დაკავებული და, შესაძლო იყო, უარიც კი ეთქვა ახალ პროექტზე. წარმოგიდგენიათ, სხვანაირი რეიჩელი? რა თქმა უნდა, არა! ძალიან გვიხარია, რომ მან სერიალში მონაწილეობის მიღება და დაუვიწყარი პერსონაჟის შექმნა მაინც მოახერხა …
9. მეტ ლებლანკმა სიგარეტის მოწევა მიატოვა და კვლავ დაიწყო
გახსოვთ ეპიზოდი, სადაც ჯოუიმ როლისთვის სიგარეტი უნდა მოწიოს, თუმცა არც კი იცის, ეს როგორ ხდება?! სინამდვილეში, მეტ ლებლანკი საკმაოდ აქტიური მწეველი იყო და დიდხანს ცდილობდა ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმას. საბოლოოდ, მან 4 წლის განმავლობაში მართლაც მიატოვა თამბაქოს მოხმარება, მაგრამ როდესაც მეგობრების ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა, ემოციებს ვეღარ გაუძლო და კვლავ მწეველი გახდა.
10. ჯენიფერ ენისტონი ფინალურ სეზონში კინაღამ არ დაბრუნდა
შოუს მიწურულს, ჯენიფერი ექვსეულს შორის ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი მსახიობი იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ისიც კი აღნიშნა, რომ ყოყმანობდა ფინალურ სეზონში რეიჩელის განსახიერების გამო… საბედნიეროდ, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მეგობრებთან ერთად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა!