სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

განუყრელი დუეტები, ანუ მსახიობები, რომელთა ერთად ხილვა რამდენიმე ფილმში შეგვიძლია

Cinemania ავტორი Cinemania
20 ოქტომბერი, 2018
რუბრიკა იცოდით?
0
განუყრელი დუეტები, ანუ მსახიობები, რომელთა ერთად ხილვა რამდენიმე ფილმში შეგვიძლია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მრავალი ცნობილი მსახიობი სხვადასხვა ფილმში ხშირად ჩნდება ერთად. მათგან საკმაო რაოდენობის დუეტები გამოირჩევიან, რომლებსაც სულ მცირე, სამ ფილმში უთამაშიათ გვერდიგვერდ. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი მაგალითი რაიან გოსლინგისა და ემა სტოუნის ეკრანული წყვილია. გარდა ამისა, მათი განუწყვეტელი ეკრანული პარტნიორობა ხშირად ნამდვილ მეგობრობაში გადაიზრდება ხოლმე და მსახიობთა ეს დუეტები რეალურ ცხოვრებაშიც განუყრელები ხდებიან.

დღეს სწორედ ასეთ განუყრელ დუეტებს წარმოგიდგენთ – მსახიობებს, რომლებსაც ხშირად იღებენ ერთად და მათ ახლო ურთიერთობაც აკავშირებთ.

1. ადამ სენდლერი და რობ შნეიდერი

ადამ სენდლერი წარმატებული კომიკოსი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გახდა. მოგვიანებით მან კინოსკომპანია Happy Madison Productions დააარსა და იქ რობ შნეიდერი მიიწვია. ამის შემდეგ მსახიობები განუყრელები გახდნენ, გადასაღებ მოედანზე ხშირად იმპროვიზირებენ და საკუთარ ფილმებში სპონტანურ და შესანიშნავ ხუმრობებს იგონებენ. შნეიდერს და სენდლერს მთლიანობაში ერთად 18 ფილმში უთამაშიათ.

2. ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ლოურენსი

ფილმში იმედის სხივთა კრებული – როლებზე დამტკიცების შემდეგ ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ლოურენსი 2 კვირის განმავლობაში დღეში 5 საათს მეცადინეობდნენ საცეკვაო სტუდიაში. ჯენიფერთან თავისი დამოკიდებულება ბრედლიმ შემდეგნაირად დაახასიათა: “ვგიჟდები ჯენიფერზე, მასთან ერთად ნებისმიერ ფილმში ვითამაშებდი”. სხვათა შორის, ჯენიფერ ლოურენსი დაჟინებით მოითხოვდა, რომ სწორედ ბრედლი კუპერი ყოფილიყო მისი პარტნიორი ფილმში სერენა.

3. რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი

ეს კინოწყვილი ერთმანეთს ჯერ კიდევ 2011 წელს შეხვდა რომანტიკული კომედიის, სულელი, უაზრო სიყვარულის გადაღებებზე. რაიან გოსლინგმა და ემა სტოუნმა უკვე სამ ფილმში ითამაშეს შეყვარებული წყვილი, საუკეთესო შედეგის მომტანი კი მათთვის ოსკაროსანი მიუზიკლი ლა ლა ლენდი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად მთავარ – მიასა და სებასტიანის როლებზე მაილს ტელერსა და ემა უოტსონს მოიაზრებდნენ.

4. მარიონ კოტიარი და გიიომ კანე

მარიონ კოტიარი და გიომ კანე ერთმანეთს მელოდრამის – გაბედე და შემიყვარე – გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. კინოწყვილის ანგარიშზე უკვე ოთხი თანამედროვე ფილმი და ანიმაციური ფილმის, პატარა პრინცის გახმოვანებაა. გარდა ამისა, გიომმა ორჯერ მიიწვია მარიონი თავის სარეჟისორო პროექტებში: დრამაში უკანასკნელი ფრენა და კომედიაში როკ’ენ’როლი.

5. ბენ სტილერი და ოუენ უილსონი

ეს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომედიური კინოდუეტია. მსახიობებმა ერთმანეთი ფილმ კაბელის ხელოსანის გადაღებებზე გაიცნეს, რომლის რეჟისორიც ბენ სტილერი იყო. იმ დროს სტილერი თავის კოლეგაზე გაცილებით სახელგანთქმული იყო, თუმცა ამ პერიოდიდან მოყოლებული, გამუდმებით იწვევდა უილსონს სხვადასხვა პროექტში სათამაშოდ და მეგობრის კარიერულ წინსვლაში მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამ დუეტის ხილვა, მთლიანობაში, 11 ფილმში შეგვიძლია.

6. ჯონი დეპი და ჰელენა ბონემ კარტერი

ჯონი დეპისა და ჰელენა ბონემ კარტერის ექსტრავაგანტური კინოწყვილი ძნელი წარმოსადგენია რეჟისორ ტიმ ბარტონის გარეშე, რომელიც ჯონის ახლო მეგობარი და ბონემ კარტერის ყოფილი მეუღლეა. მსახიობების ანგარიშზე 7 ერთობლივი პროექტია და ამათგან რეჟისორის გარეშე მხოლოდ ერთია – მარტოხელა რეინჯერი.

7. კრისტენ სტიუარტი და ჯესი ეიზენბერგი

ჯესი და კრისტენი ერთმანეთს პირველად კომედიური მელოდრამის – კულტურისა და დასვენების პარკი – გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. ერთხელ ინტერვიუში ჯესი გამოტყდა, რომ ბავშვობაში ჩუმი და მორიდებული იყო, არ ჰყავდა მეგობრები, ამიტომ დიდი მადლობელი იყო რეჟისორ ვუდი ალენისა, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მას, აბსოლუტურად შეეცვალა კინოსადმი მიდგომა. საუბარი იყო მელოდრამაზე მაღალი საზოგადოება, რომელშიც ეიზენბერგმა სტიუარტის ეკრანული შეყვარებული განასახიერა.

8. შეილინ ვუდლი და ანსელ ელგორთი

შეილინ ვუდლი და ანსელ ელგორთი თამამად მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ თანამედროვე კინოწყვილად. პოპულარულ მელოდრამაში – ბედის ვარსკვლავის ბრალია – ვუდლიმ და ელგორთმა მთავარი როლები შეასრულეს და იმდენად დამაჯერებლად, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ მათ განცხადებაც კი გააკეთეს, რომ ერთმანეთს არ ხვდებოდნენ; თუმცა მსახიობები ხშირად ჩნდებოდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებაზე.

9. მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი

მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი ჯერ კიდევ ბავშვობაში დამეგობრდნენ. მომავალი მსახიობები, რომლებიც მაშინ საყოველთაო წარმატებაზე მხოლოდ ოცნებობდნენ. მეთი, ბენი და მისი ძმა ქეისი აფლეკი თავისუფალ დროს კასტინგებზე ატარებდნენ. მეთისა და ბენის წარმატება ფილმთან – ჭკვიანი უილ ჰანტინგი მოვიდა, რომლის სცენარიც მეგობრებმა თვითონ დაწერეს და მთავარი როლებიც თავად შეასრულეს. ჯამში, დეიმონსა და აფლეკს 9 პროექტში უთანამშრომლიათ.

10. კრის ევანსი და სკარლეტ იოჰანსონი

კრის ევანსი და სკარლეტ იოჰანსონი Marvel-ის კინოსამყაროს პროექტებზე მუშაობისას დაახლოვდნენ და დღეს უკვე ნამდვილი მეგობრები არიან. მათი მეგობრობა ფილმ – ძიძის დღიურების გადაღებებზე დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმში მათ რომანტიკული წყვილი განასახიერეს, მათ რომანზე რეალურ ცხოვრებაში არავითარი მითქმა-მოთქმა არ ყოფილა, რადგან მსახიობებმა თავიდანვე განსაზღვრულ ჩარჩოებში მოაქციეს თავიანთი ურთიერთობა და საზოგადოებას ისინი ყოველთვის და-ძმასავით ახლობლებად მიაჩნდა. მსახიობების ერთად ნახვა 7 ფილმშია შესაძლებელი.

11. ვინს ვონი და ჯონ ფავრო

ჯონ ფავროსა და ვინს ვონის ცნობილი კომედიური დუეტი დიდი ხანია ცნობილია. მსახიობებმა ერთმანეთი ფილმ რუდის გადაღებებისას გაიცნეს, სახელი და დიდება კი ერთდროულად ეწვიათ – მას შემდეგ, რაც ეკრანებზე ტრაგიკომედია, მობირჟავეები გამოვიდა. ამის შემდეგ ფავრომ ვონი თავის სარეჟისორო დებიუტში, ფილმ Made-ში მიიწვია, ვინმა კი ფავრო საკუთარ, ველური დასავლეთის თემატიკის ტელეშოუში. მთლიანობაში მეგობრებს 7 ერთობლივ პროექტზე უმუშავიათ.

12. დრიუ ბერიმორი და ადამ სენდლერი

დრიუ ბერიმორი და ადამ სენდლერი ეკრანზე არაერთხელ გვიხილავს შეყვარებულების როლებში. მათი პირველი ერთობლივი ცნობილი ნამუშევარი იყო ფილმი ქორწილებში მომღერალი — ფილმი, რომლის სიუჟეტიც გვიყვება, როგორ შეიძლება გადაიზარდოს მეგობრობა სიყვარულში და რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა. რაც შეეხება მსახიობებს, ადამი და დრიუ იმდენად დამეგობრდნენ, რომ ადამმა დრიუს ქორწილში მართლა იმღერა.

მსახიობების ერთად ნახვა კიდევ შეგვიძლია ფილმებში 50 პირველი პაემანი და არეულები.

13. ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო

ეს სახელგანთქმული ეკრანული დუეტი პირველად ერთად 1974 წელს გამოჩნდა ფილმში ნათლია 2. თუმცა საინტერესოა, რომ ამ ფილმში ისინი ერთ კადრში გვერდიგვერდ არ გამოჩენილან, რადგან დე ნირო ახალგაზრდა დონ კორლეონეს როლს თამაშობს, ალ პაჩინო კი მისი უფროსი შვილის, მაიკლის. მეორედ მათი გზები თრილერის – შერკინება – გადასაღებ მოედანზე გადაიკვეთა. მათი ერთობლივი სცენა სულ 7 წუთს გრძელდება, თუმცა გამოხმაურება ნამდვილად დიდი მოჰყვა. 2019 წელს მაყურებელი მათ მორიგ ერთობლივ, ლეგენდარულ გამოჩენას ელის მარტინ სკორსეზეს ფილმში ირლანდიელი, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებენ.

14. სეთ როგენი და ჯეიმს ფრანკო

სეთ როგენისა და ჯეიმს ფრანკოს გზები ჯერ კიდევ მაშინ გადაიკვეთა, როცა ორივე დამწყები მსახიობი იყო. ეს იყო სატელევიზიო პროექტი ხულიგნები და ხუთოსნები. ამის შემდეგ ფრანკო როგენთან ერთად არაერთ ფილმში გამოჩნდა, უფრო ხშირად, კომედიებში. წარმატებული გამოდგა კომედია ანანასის ექსპრესი, რომელშიც მეგობრებმა მთავარი როლები შეასრულეს. მსახიობების ჯერჯერობით ბოლო ერთობლივი პროექტია ფილმი კატასტროფული არტისტი, მთლიანობაში კი მათი ერთად ნახვა 9 პროექტში შეგვიძლია.

15. მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი

ამ ცნობილ მსახიობებს შორის მეგობრობა ჯერ კიდევ რონ ჰოვარდის ფილმის – ედი ტელევიზორთან – გადაღებებზე დაიწყო. მეგობრები ათი წლის შემდეგ კიდევ შეხვდნენ სამუშაო გარემოში, ამჯერად ფილმ სერფინგისტის გადაღებისას. მაგრამ ამ შესანიშნავმა დუეტმა მაყურებლების განსაკუთრებით დიდ რაოდენობას თავი 2014 წელს გამოსულ სერიალში – ნამდვილი დეტექტივი განსახიერებული გამომძიებლების როლებით დაამახსოვრა და შეაყვარა.

მაკკონაჰისა და ჰარელსონის, ისევე როგორც სხვა, კარგად “შეთამაშებული” მსახიობების ახლო ურთიერთობა დადებითად აისახება იმ როლებზე, რომლებსაც ისინი განასახიერებენ, რაც მათ თამაშს გაცილებით ბუნებრივს და დამაჯერებელს ხდის. ასე რომ, განუყრელი კინოდუეტების სიმრავლე მაყურებლისთვის მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის მომტანია.

ადამ სენდლერიალ პაჩინოანსელ ელგორტიბენ აფლეკიბენ სტილერიბრედლი კუპერიგადაღებაგანუყრელი დუეტებიგიომ კანედრიუ ბერიმორიეკრანული წყვილებიემა სტოუნიერთობლივი თამაშიერთობლივი პროექტებივინს ვონივუდი ჰარელსონითამაშიკინოდუეტებიკრის ევანსიკრისტენ სტიუარტიმარიონ კოტიარიმეგობრობამეთ დეიმონიმეთიუ მაკკონაჰიმსახიობებიმსახიობური დუეტებიოუენ უილსონირაიან გოსლინგირობ შნეიდერირობერტ დე ნიროსეთ როგენისკარლეტ იოჰანსონიშეილინ ვუდლიჯეიმს ფრანკოჯენიფერ ლოურენსიჯესი ეიზენბერგიჯონ ფავროჯონი დეპიჰელენა ბონემ კარტერი
Previous Post

Narcos: Mexico-ს თრეილერი გამოვიდა

Next Post

"კატების" ეკრანიზაციაში ჯუდი დენჩი ითამაშებს

Next Post
“კატების” ეკრანიზაციაში ჯუდი დენჩი ითამაშებს

"კატების" ეკრანიზაციაში ჯუდი დენჩი ითამაშებს

ახალი ამბები

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
19 აპრილი, 2021
0

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ავტორი Cinemania
18 აპრილი, 2021
0

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ავტორი Cinemania
17 აპრილი, 2021
0

ქვიზები

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ქვიზი: გამოიცანი კადრი ქართული ფილმიდან

ავტორი Cinemania
9 მაისი, 2019
6351

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ქვიზი: როგორ გახსოვთ ბრაზილიური სერიალები?

ავტორი Cinemania
5 ივლისი, 2019
5589

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ქვიზი: გამოიცანი ბრაზილიური სერიალი ერთი კადრით

ავტორი Cinemania
8 ივლისი, 2019
3332

ბოლოს დამატებული

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
19 აპრილი, 2021
0

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ავტორი Cinemania
18 აპრილი, 2021
0

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ავტორი Cinemania
17 აპრილი, 2021
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020